TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 17
Previous part

Chapter: 9 
თავი IX


Verse: 1  Link to oskijerLink to sept   რამეთუ ყოველი ესე მივეც გულსა შინა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ესე ყოველი, ვითარცა მართალნი და ბრძენნი, და საქმენი მათნი ჴელსა შინა ღმრთისასა; და სიყვარულისაცა და სიძულილისა არს მეცნიერ კაცი, ყოველნი წინაშე პირსა მათსა.

Verse: 2  Link to oskijerLink to sept   
ამაოებაჲ ყოველთა შინა, შემთხუევაჲ ერთ მართლისა და უღმრთოჲსაჲ, კეთილისა და ბოროტისაჲ, წმიდისა და არაწმიდისაჲ, მემსხუერპლისა და არამემსხუერპლისაჲ, ვითარცა კეთილი, ვითარცა მცოდველი, ვითარცა მფუცავი, ვითარცა მოშიში ფიცისაჲ.

Verse: 3  Link to oskijerLink to sept   
ესე ბოროტ არს ყოვლისა ქმნილისა შორის მზესა ქუჱშე, რამეთუ შემთხუჱვაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოკუჱთებაჲ გულსა შინა მათსა ცხორებასა მათსა და მათსა მკუდართა მიმართ.

Verse: 4  Link to oskijerLink to sept   
ვინათგან ვინ არს, რომელი ეზიარების, ყოველთა მიმართ ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი იგი უკეთეს უფროჲს ლომისა მკუდრისა.

Verse: 5  Link to oskijerLink to sept   
ვინათგან ცოცხალნი სცნობენ, რამეთუ მოკუდებიან, ხოლო მკუდარნი არა არიან მეცნიერ არარაჲსა, და არა არს მათდა მერმეცა სასყიდელი, რამეთუ დავიწყებულ არს საჴსენებელი მათი.

Verse: 6  Link to oskijerLink to sept   
და სიყუარული და სიძულილი მათი და შური მათი, ეგერა, წარწყმდა და ნაწილი მათი არა არს მერმე საუკუნოდ ყოველსა შინა ქმნულსა მზესა ქუჱშე.

Verse: 7  Link to oskijerLink to sept   
მოვედ და ჭამე სიხარულსა შინა პური შენი და სუ გულითა კეთილითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ, ეგერა, სათნო-იჩინა ღმერთმან ქმნილნი შენნი.

Verse: 8  Link to oskijerLink to sept   
ყოველსა შინა ჟამსა, რაჲთა იყვნენ სამოსელნი შენნი სპეტაკ, და ზეთი თავსა შენსა რაჲთა ნუ მოაკლდების.

Verse: 9  Link to oskijerLink to sept   
და იხილე ცხორებაჲ დედაკაცისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა შინა დღეთა ცხოვრებისა ამაოებისა შენისათა, რომელი მოგეცა შენ მზესა ქუჱშე, რამეთუ ესე ნაწილ არს შენდა ცხოვრებასა შინა შენსა და შრომასა შინა შენსა, რომელსა შენ შურები მზესა ქუჱშე.

Verse: 10  Link to oskijerLink to sept   
ყოველნი, რაოდენნი უკუეთუ პოვნეს ჴელმან შენმან ქმნად, ვითარცა ძალ-გედვას, ქმნენ, რამეთუ არა არს ქმნილი და გულისსიტყუაჲ, და მეცნიერებაჲ და სიბრძნე ჯოჯოხეთსა შინა, სადაცა შენ წარხუალ, მუნ.

Verse: 11  Link to oskijerLink to sept   
მოვიქეც და ვიხილე მზესა ქუჱშე, რამეთუ არა სუბუქთაჲ სრბაჲ, და არცა ძლიერთაჲ ბრძოლაჲ და არცა თჳთ ბრძენსა პური, და არცა გულისჴმისმყოფელთა სიმდიდრე, და არცა მეცნიერთაჲ მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუჱვაჲ შეემთხჳოს მათ ყოველთავე ამათ.

Verse: 12  Link to oskijerLink to sept   
უკუჱ ვერ ცნა კაცმან ჟამი თჳსი, ვითარცა თევზნი მონადირებულნი ბადეთა შინა ბოროტთა, და, ვითარცა მფრინველნი შეპყრობილნი მახეთა შინა, ვითარცა ესენი მოინადირებიან ძენი კაცთანი, ჟამსა შინა ბოროტისასა, რაჟამს-იგი ზედადაეცეს მათ ზედა მეყსეულად.

Verse: 13  Link to oskijerLink to sept   
და ვიხილე ესე სიბრძნე მზესა ქუჱშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.

Verse: 14  Link to oskijerLink to sept   
ქალაქი მცირე და კაცნი მას შინა მცირენი, და მოვიდეს მას ზედა მეფე დიდი, და გარემოიცვას იგი და შეუქმნას მას ზედა საწერტელი დიდი.

Verse: 15  Link to oskijerLink to sept   
და იპოვის მას შინა კაცი გლახაკი, ბრძენი და ამან აცხოვნის ქალაქი სიბრძნითა თჳსითა, და კაცმან არა მოიჴსენოს კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.

Verse: 16  Link to oskijerLink to sept   
და ვსთქუ მე: `კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ძალისა და სიბრძნე გლახაკისაჲ შეურაცხ, და სიტყუანი მისნი არა არიან სმენილ'.

Verse: 17  Link to oskijerLink to sept   
სიტყუანი ბრძენთანი განსუჱნებასა შინა ისმინებიან უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფეთასა უგუნურებასა შინა.

Verse: 18  Link to oskijerLink to sept   
კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ჭურჭელთა ბრძოლისათა და მცოდველმან ერთისამან წარწყმიდის კეთილი მრავალი.


Verse: 7V    
სუ - B.
Verse: 9V    
ქუჱშე (1) + ყოველსა დღესა ამაოებისა შენისათა, რომელი მოგეცა შენ მზესა ქუჱშე, ყოველსა დღესა ამაოებისა შენისასა B.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.