TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 16
Previous part

Chapter: 8 
თავი VIII


Verse: 1  Link to oskijerLink to sept   და ვინ უწყის აღჴსნაჲ სიტყჳსაჲ, სიბრძნე კაცისა განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲსა პირი მისი მოძულებულ იქმნეს.

Verse: 2  Link to oskijerLink to sept   
პირი მეფისაჲ დაიცევ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისა ნუ ისწრაფი,

Verse: 3  Link to oskijerLink to sept   
პირისაგან მისისა ნუ განხუალ, ნუ დასდგები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელიცა ინებოს, ქმნას.

Verse: 4  Link to oskijerLink to sept   
ვითარცა მეფე ჴელმწიფებელი ზრახავს, და ვინ ჰრქუას მას: `რაჲ ჰყავ?'

Verse: 5  Link to oskijerLink to sept   
და მცველმან მცნებისამან არა იცის სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი საშჯელისაჲ უწყის გულმან ბრძნისამან.

Verse: 6  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ ყოვლისავე ნივთისა არს ჟამი და სასჯელისა, რამეთუ მეცნიერება კაცისა მრავალ არს მას ზედა,

Verse: 7  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ არა არს მეცნიერი, რაჲ ყოფად, თჳნიერ ვითარცა იყოს, ვინ უთხრას მას?

Verse: 8  Link to oskijerLink to sept   
არა არს კაცი მაჴელმწიფებელ სულითა, რომელ დაყენებად სულისა, და არა არს მოციქულობა დღესა შინა ბრძოლისასა, და არა ცხოვნდეს არაწმიდა მყოფი მათ შინა.

Verse: 9  Link to oskijerLink to sept   
და ყოველივე ესე ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოვლისა შინა ქმნილისა, რომელი ქმნულ არს მზესა ქუეშჱ, ყოველსა რაოდენსა ეჴელმწიფა კაცი კაცსა შინა, რომელ განბოროტებად მისა.

Verse: 10  Link to oskijerLink to sept   
და მაშინ ვიხილე არაწმიდა საფლავსა შინა მიყვანებულნი, და წმიდისაგან, და განვიდეს და ქებულ იქმნეს ქალაქსა შინა, რამეთუ ესრეთ ყვეს. და ესეცა ამავოება.

Verse: 11  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ არა არს ცილებისა მყოფელისა მოქმედთაგან ბოროტისათა მსწრაფადსა შინა, ამისთჳს ირწმუნებს გული ძეთა კაცთა მათდა შინა, რომელ ქმნად ბოროტისა.

Verse: 12  Link to oskijerLink to sept   
რომელმან ცოდა და ქმნა ბოროტი მიერითგან და სიშორისაგან მისისა, რამეთუ უწყი მე, რამეთუ არს კეთილი მოშიში ღმრთისა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მისისა.

Verse: 13  Link to oskijerLink to sept   
და კეთილი არა ეყოს არაწმიდასა, და არა განაგრძობს დღეთა აჩრდილსა შინა, რომელი არა არს მოშიში პირისაგან ღმრთისა.

Verse: 14  Link to oskijerLink to sept   
არს ამაოებაჲ, რომელი შექმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ არიან მართალნი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი არაწმიდანი, და არიან უღმრთონი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი მართალთაჲ, და ვთქუ: `ესეცა ამაოება'.

Verse: 15  Link to oskijerLink to sept   
და ვაქე მე შვებულება, რამეთუ არა კეთილი კაცისა მზესა ქუეშჱ, არამედ რომელ ჭამად და სუმად და რომელ შუჱბულებად; და იგი სასარგებლო მისი შრომასა შინა მისსა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისასა, რომელი მისცა მას ღმერთმან მზესა ქუჱშე.

Verse: 16  Link to oskijerLink to sept   
რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და რომელ უწყებად ზრუნვაქმნული ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღესა შინა და ღამესა შინა ძილისა თუალთა შინა თჳსთა არა არს მხედველი.

Verse: 17  Link to oskijerLink to sept   
და ვიხილე ყოველთა ქმნილთა ღმრთისათა, რამეთუ ვერ ძალ-უც კაცსა პოვნად ქმნილი, შექმნული მზესა ქუჱშე, რაოდენ უკუჱთუ დაშურეს კაცი ძიებად და არა პოოს, და რაოდენ უკუჱთუ თქუას ბრძენმან ცნობად, ვერშემძლებელ იქმნეს პოვნად.


Verse: 12V    
მისისა ] მეფეთა B.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.