TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 24
Previous part

Chapter: (24)  
Line of ed.: 16       მოშველება ერევანზე მეფის გიორგისა და ბატონის ალექსანდრესი ლაშ\ქრითა.
Line of ed.: 17    
მეფე გიორგი ქართლის ლაშქრითა და ბატონი ალექსანდრე კახეთის
Line of ed.: 18    
ლაშქრით ერევანზედ მოეშველნეს და ციხეც აიღეს და ყაენმან ქართველთა და
Line of ed.: 19    
კახთ მრავალი უბოძა. დიდის პატივით გიორგი მეფე ქართლს გაისტუმრა და
Line of ed.: 20    
ასრე უბძანა: ნაპირის ალაგიაო, მალ მიდი და კარგად შეინახეო და ბატონს
Line of ed.: 21    
ალექსანდრეს ასრე უბრძანა: თქვენი შვილი კოსტანდილეო ჩემგან გაზდილი არი\სო
Line of ed.: 22    
და მეფობის ღირსი არისო, მეც ბევრს ლაშქარს გავატანო და თქვენც
Line of ed.: 23    
თქვენის ჯარით მიეშველენითო, რომ შრვანი დაიჭიროსო, მაგისთვის მიმიცემიაო.
Line of ed.: 24    
აქედამ მე ჴელს მოუმართავო და იქიდამენ თქვენ ზურგი მოაბითო და გაძრი\ელდებისო.
Line of ed.: 25    
მაგრა იტყოდენ -- ყაენი ბატონს ალექსანდრესზედ ავგულად იყოო,
Line of ed.: 26    
ამისთვისაო რომ განჯის ბეგლარბეგი იმან ჴელხუნდით ხონთქარს გაუგზავნაო და
Line of ed.: 27    
კოსტანტილესც დააბარაო: მე მამის შენისა დიდი ჯავრი მაქვსო. რა შირვანი
Line of ed.: 28    
დაიჭირო, მამა შენი მოკალო და კახეთიც შენთვის მამიციაო. რა მივიდნენ
Line of ed.: 29    
თათარნი და ქართველნი შირვანს ყაბალის ციხესა შემოადგნენ და შიგნიდამენ
Line of ed.: 30    
ურუმნი და გარედამენ ქართველნი და ყიზილბაშნი, შეიქნა ძალმიცემით ცემა
Line of ed.: 31    
და ბრძოლა. ნამეტნავათ კარგად იყვნენ კახნი და კოხტაურად იბრძოდეს. ში\გნიდამ
Line of ed.: 32    
ურუმთა და გარედამენ ყიზილბაშნი გაკვირებულნი შექნილიყვნენ ქართ\ველთ
Line of ed.: 33    
გალომებასა და შეუპოვრად მჴიარულად ომსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.