TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 36
Previous part

Chapter: 36 
Verse: 1    და ესენი გვარიშვილობა ყესავისა, იგი ედომ547*.

Verse: 2    
ყესავმა შეირთო იგი ცოლები მისი იმის ქალიშვილებისა ქენაყანისაგან: იგი ყადა, ქალიშვილი ელონისა ახითიელისა, და იგი აოლიბამა, ქალიშვილი ყანასი, ქალიშვილი ცივყონ ახივისა.

Verse: 3    
და იგი ბასემათი, ქალიშვილი იშმაყელისა, და ნებაიოთისა.

Verse: 4    
და დეებადა ყადას ყესავისთვის იგი ელიფაზი და ბასემათ დეებადა იგი რეყუელ.

Verse: 5    
აოლიბამას დეებადა იგი იეყუში, იგი იაყლამ და იგი კორახ; ესენი შვილები ყესავისა, რომ დეებადენ იმათ ქვეყანასა ქენაყანისას.

Verse: 6    
და აიყვანა ყესავმა იგი ცოლები მისი და იგი შვილები მისი და ქალიშვილები მისი და იგი ყოველი სულები ოჯახის მისისა და იგი საქონელი მისი და იგი ყოველი პირუტყვი მისი და იგი ყოველი მოხელთებულები მისი, რომ შეიძინა548* შინა ქვეყანასა ქენაყანისას, და წავიდა იმას ქვეყანასა იმის პირისა იაყაკობისა, ძმის მისისაგან.

Verse: 7    
ნამეტურ იყო ქონება მათი მრავალი იმის დაჯდომისაგან ერთად, და ვერ შეძლო ქვეყანამან ცხოვრება მათი ასაზიდავად მათთვის იმის პირისა ჯოგის მათისაგან.

Verse: 8    
და დაჯდა ყესავი549* შინა მთასა სეყირისას; ყესავი ის ედომ.

Verse: 9    
და ესენი შთამამავლობა550* ყესავისა მამის551* ედომისა შინა მთასა სეყირისას.

Verse: 10    
ესენი სახელები შვილები ყესავისა: ელიფაზი, შვილი ყადასი, ცოლი ყესავისა; რეყუელი, შვილი ბასემათისა, ცოლი ყესავისა.

Verse: 11    
და იყვნენ შვილები ელიფაზისა თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.

Verse: 12    
და თიმნაყი იყო ხასა ელიფაზისთვის, შვილი ყესავისა, და დეებადა ელიფაზსა იგი ყამალეკ; ესენი შვილები ყადასი, ცოლი ყესავისა.

Verse: 13    
და ესენი შვილები რეყუელისა: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა; ესენი იყვნენ შვილები ბასემათისა, ცოლი ყესავისა.

Verse: 14    
და ესენი იყვნენ შვილები აოლიბამასი, ქალიშვილი ყანასი, ქალიშვილი ცივყონისა, ცოლი ყესავისა; და დეებადა ყესავისთვის იგი ეყუში და იგი იაყლამ და იგი კორახ.

Verse: 15    
ესენი თავადები შვილები ყესავისა, შვილები ელიფაზისა, უმფროსი ყესავისა: თავადი თემანი, თავადი ომარი, თავადი ცეფო, თავადი552* კენაზისა.

Verse: 16    
თავადი კორახისა, თავადი გაყთამი და თავადი ყამალეკი; ესენი გენერლები553* ელიფაზისა შინა ქვეყანას ედომისას, ესენი შვილები ყადასი.

Verse: 17    
და ესენი შვილები რეყუელისა, შვილი ყესავისა: თავადი ნახათი, თავადი ზერახი, თავადი შამა, თავადი მიზა; ესენი გენერლები554* რეყუელისა ქვეყანასა ედომისას; ესენი შვილები ბასემათისა, ცოლი ყესავისა.

Verse: 18    
და ესენი შვილები აოლიბამას, ცოლი ყესავისა: თავადი ეყუში, თავადი იაყლამ, თავადი კორახ555*; ესენი გენერლები556* აოლიბამასი, ქალიშვილი ყანასი, ცოლი ყესავისა.

Verse: 19    
და ესენი შვილები ყესავისა და ესენი თავადები მათი; ის ედომ.

Verse: 20    
ესენი შვილები სეყირისა, იგი ახორი, მჯდომი იმა ქვეყანაზედა: ლოტანი, შოვალი, ცივყონი და ყანა.

Verse: 21    
და დიშონი და ეცერი და დიშანი, ესენი გენერლები557* ახორისა, შვილები სეყირისა ქვეყანასა ედომისას.

Verse: 22    
და იყვნენ შვილები ლოტანისა ხორი და ემემი, და და ლოტანისა თიმნა.

Verse: 23    
ესენი შვილები შოვალისა: ყალვანი და მანახათი და ყებალი, შეფო და ონამი.

Verse: 24    
ესენი შვილები ცივყონისა: და აია და ყანა, ის ყანა, რომ იპოვნა იგი აიემიმი შინა უდაბნოშიდა, შინა სურვილით მისითა იგი სახედრები მათი თავად ცივყონისა, მამის მისისათვის.

Verse: 25    
და ესენი შვილები ყანასი: დიშონი და აოლიბამა, ქალიშვილი ყანასი.

Verse: 26    
და ესენი შვილები დიშანისა: ხემდან, ეშბანი, ითრანი და ხერანი.

Verse: 27    
ესენი შვილები ეცერისა: ბილანი, ზაყავანი და ყაკან.

Verse: 28    
ესენი შვილები დიშანისა: უცი და არანი.

Verse: 29    
ესენი თავადები ახორისა: თავადი ლოტანი, თავადი შოვალი, თავადი ცივყონი, თავადი ყანა.

Verse: 30    
თავადი დიშონი, თავადი ეცერი, თავადი დიშანი - ესენი გენერლები558* ახორისა თანა თავადობით მათითა ქვეყანასა სეყირისას.

Verse: 31    
და ესენი ხემწიფეები559*, რომ დახემწიფდენ შინა ქვეყანასა ედომისას წინაშე დახემწიფებასა ხემწიფესა შვილებსა ისრაელისას.

Verse: 32    
და დახემწიფდა ედომში ბელაყი560*, შვილი ბეყორისა, და სახელი ქალაქის მისისა დინაბა.

Verse: 33    
და გადიცვალა ბალაყ და დახემწიფდა ქვეშეთ მისა იობაბი, შვილი ზერახისა იმის ბოცრასაგან.

Verse: 34    
და გადიცვალა იობაბი და დახემწიფდა ქვეშეთ მისა ხუშამი იმის ქვეყნისა თემანისაგან.

Verse: 35    
და გადიცვალა ხუშამი და დახემწიფდა ქვეშეთ მისა561* ადადი, შვილი ბედადისა, იგი მაცემარი იმის მიდიამისა შინა ველსა მოაბისას; სახელი ქალაქის მისისა ყავით.

Verse: 36    
და გადიცვალა ადადი და დახემწიფდა ქვეშეთ მისა562* სამლა იმის მასრეკასაგან.

Verse: 37    
და გადიცვალა სამლა და დახემწიფდა ქვეშეთ563* მისა შაული იმის იმის ნაპირისა რეხოვოთისაგან564*.

Verse: 38    
და გადიცვალა შაული და დახემწიფდა ნაცვლად მისა ბაყალ-ხანან, შვილი ყახბორისა.

Verse: 39    
და გადიცვალა ბაყალ-ხანანი, შვილი ყახბორისა, და დახემწიფდა ნაცვლად მისა ადარი, და სახელი ქალაქის მისისა ფაყუ, და სახელი ცოლის მისისა მეეტაბელ, ქალიშვილი მატრედისა, ქალიშვილი მე- ზააბისა.

Verse: 40    
და ესენი სახელები გენერლები565* ყესავისა სანათესაოთ მათითა, თანა ადგილით მათითა, შინა სახელებით მათითა: თავადი თიმნაყი, თავადი ყალვა, თავადი იეთეთ.

Verse: 41    
თავადი აოლიბამა, თავადი ელა, თავადი ფინონ.

Verse: 42    
თავადი კენაზ, თავადი თემან, თავადი მივცარისა.

Verse: 43    
თავადი მაგდიელი, თავადი ყირამი, ესენი გენერლები566* ედომისა საცხოვრებლით მათითა ქვეყანასა სამკვიდროს მათისას, ის ყესავი, მამა ედომისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.