TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 33
Previous part

Chapter: 33 
Verse: 1    და აახილა იაყაკობმა თვალები მისი და დაინახა: და ესერა ყესავი მოდის და მას თანა ოთხასი კაცი. და გაანახევრა იგი ყმაწვილები ზედა ლეაზე და ზედა რახელზე და ზედა ორსა მოახლეებსა.

Verse: 2    
და დასდვა იგი მოახლეები და იგი ყმარწვილები მათი პირველად, იგი ლეა და ყმაწვილები მისი შემდეგ და იგი რახელი და იგი იოსეფი უკანით.

Verse: 3    
და იმან გადიარა წინაშე მათსა და ეთაყვანა მიწაზედა შვიდჯერ ვიდრე მიწურვებასა მისა ვიდრე ძმასა მისა.

Verse: 4    
და გაირბინა ყესავმა წინსაგებრად მისთვის და შემეეხვია მას და დავარდა ზედა კისერსა მისა და მოკოცნა მას, და იტირენ.

Verse: 5    
და აახილა იგი თვალები მისი და დაინახა იგი ქალები და იგი ყმაწვილები და უბძანა: ვინ ესენი შენთვის? და მოახსენა: იგი ყმარწვილები, რომ შეიწყალა492* ღმერთმან იგი ყმა შენი.

Verse: 6    
და მიახლოვდა იგი კვლავ-დე იმა მოახლეებსა და ყმაწვილებსა მათსა და ეთაყვანა.

Verse: 7    
და მიახლოვდა კვლავ-დე ლეასა და ყმაწვილებსა მისა და ეთაყვანენ, და უკანით მიახლოვდა იოსეფ და რახელსა და ეთაყვანენ.

Verse: 8    
და უბძანა: ვინ შენთვის ყოველი იგი ბანაკი ესე, რომ შემოვხვდი მე? და უბძანა493*: თანა-საპოვნელად ხუნჯულობა494* თვალებსა ბატონის ჩემისას.

Verse: 9    
და უბძანა ყესავმა: არის ჩემთვის მრავალი, ძმაო ჩემო, იქნეს შენთვის.

Verse: 10    
და უბძანა იაყაკობმა: თუც აწ ვიპოვნი მე ხუნჯულობას495* თვალებსა შენსა, და აიღე შენ ძღვენი ჩემი იმის ხელის ჩემისაგან, რამეთუ ზედა ენგრეთ ვნახე მე პირი შენი, ვითარცა ნახვისა პირისა ანგელოზებრისებრივ, და მისურვე მე.

Verse: 11    
აიღე აწ იგი კურთხება ჩემი, რომ მოგიტანე შენ, ნამეტურ შემიწყალა მე ღმერთმან, და რომ არის ჩემთვის ყოველი. და დაუჯინდა შინა მისა და აიღო.

Verse: 12    
და უბძანა: ავიყაროთ და წამოვალ496* მართებით შენსა.

Verse: 13    
და მოახსენა იმათ მისა: ბატონმა ჩემმა იცის, ნამეტურ იგი ყმარწვილები ჩვილები არიან497*, და იგი ცხვარი და იგი მეწველი საქონელი დაიღლებიან დღესა ერთსა498* და გადიცვლებიან ყოველი იგი ცხვარი.

Verse: 14    
გადმოიაროს აწ ბატონმა ჩემმა წინაშე ყმასა მისა და მე წავაზავებ ნელა თანა ფეხსა იმისა საქმედ, რომ წინაე ჩემსა, და ფეხსა იმის ყმაწვილებისას, რომ მოვალ იმათ ბატონსა ჩემსა სეყირას.

Verse: 15    
უბძანა ყესავმა: დაგიყენებ აწ შენ თანა იმის ერისაგან, რომ ჩემ თანა ჩემთვის; და უბძანა: თანა რად ეს? ვიპოვნიდე499* ხუნჯულობას500* თვალებსა ბატონის ჩემისას.

Verse: 16    
შემოიქცა501* შინა დღესა იმას ყესავი გზასა მისა სეყირას.

Verse: 17    
და იაყაკობი გაემგზავრა სუქოთას და ააშენა მისთვის სახლი, და ჯოგის მისისათვის გააკეთა კარავი; ზედა ენგრეთ დაარქვა სახელი იმა ადგილსა სუქოთ502*.

Verse: 18    
და მოვიდა იაყაკობი მთელი ქალაქსა შეხემისას, რომ შინა ქვეყანასა ქენაყანისას, შინა მისვლასა მისა იმის ფადან-არამისაგან, და დაბანაკდა503* იგი იმ ადგილსა ქალაქისას.

Verse: 19    
და შეისყიდა504* იგი ნაწილი მინდვრისა, რომ გადაწვადა იქა კარავი მისი, იმის ხელისა შვილებისა ხამორისა, მამა შეხემისა, ას მისხალათ.

Verse: 20    
და დააყენა იქა სამწირველო505*, დაარქვა მას ელ-ელოე-ისრაელ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.