TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 27
Previous part

Chapter: 27 
Verse: 1    და იყო, როცა მოხუცდა იცხაკი და დაუბრმავდა თვალები მისი იმის შეხედვისაგან, დაუძახა იმათ ყესავსა, შვილსა მისსა უმფროსსა336*, და უბძანა იმათ მისა: შვილო ჩემო, და მოახსენა იმათ მისა: ესერა მე.

Verse: 2    
და უბძანა: ესერა აწ მოვხუცდი მე, არ ვიცი მე დღე მიცვალების ჩემისა.

Verse: 3    
და ახლა აიღე აწ ჭურჭელი შენი337*, ხმალი შენი და შვილდ-ისარი შენი და გადი იმა მინდორშიდა და მამინადირე მე ნადირი.

Verse: 4    
და გამიკეთე მე სანუკარი საჭმელები, როგორც რომ მიყვარს მე, და მამიტანე მე და შევჭამ; ამისათვის გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან, სანამ გადავიცვლებოდე.

Verse: 5    
და რიბკას ესმოდა საუბარი იცხაკისა იმათ ყესავსა, შვილსა მისა. და წავიდა ყესავი იმათ მინდორში სანადიროდ, ნადირისა მოსატანლად.

Verse: 6    
და რიბკამ უბრძანა იმათ იაყაკობსა, შვილსა მისა ამნაირად: ესერა მოვისმინე მე, იგი მამაშენი ელაპარაკებოდა იმათ ყესავსა, ძმასა შენსა, ამნაირად:

Verse: 7    
მამიტანე მე ნადირი და გამიკეთე მე სანუკარი საჭმელები და შევჭამ და გაკურთხებ შენ წინაშე უფალსა, უწინათ გადვიცვლებოდე მე.

Verse: 8    
და ახლა, შვილო ჩემო, მოისმინე ხმა ჩემი, რომ მე გავალებ შენ.

Verse: 9    
წადი ახლა იმათ ცხვრებსა და აიყვანე ჩემთვის იქიდან ორი ბატკნები თხებისა კარგები, და გავაკეთებ მათ სანუკვარ საჭმელად თანა მამის შენისათვის, როგორც რომ უყვარს.

Verse: 10    
და მიუტანე შენ მამაშენსა და შეშჭამს იმისათვინ, რომ გაკურთხოს შენ წინაშე აბძანებასა მისა.

Verse: 11    
და უბძანა იაყაკობმა იმათ რიბკას, დედასა მისა: ესერა ყესავი, ძმა ჩემი, კაცი ბალნიანი და მე კაცი გალიპული338*.

Verse: 12    
ეგებიცა მომისვას მე მამაჩემმა ხელები339* და შევიქნები თვალებსა მისა ვითარცა მატყუარასებრი, და მოვიტან მე ზედაე ჩემსა წყევლასა და არა კურთხებასა.

Verse: 13    
და უბძანა მას დედამისმან: ზედაე ჩემსა წყევლა შენი, შვილო ჩემო, ხოლოთ მოისმინე ხმა ჩემი და წადი, აიყვანე ჩემთვის.

Verse: 14    
და წავიდა და აიყვანა და მოუყვანა დედასა მისა; და გაუკეთა დედამისმან სანუკარი საჭმელები, როგორც რომ უყვარს მამასა მისსა.

Verse: 15    
და აიღო რიბკამ ტანსაცმელი ყესავისა, შვილის მისისა, იგი უფროსი340*, იგი სანატრელები, რომ მას თანა შინა სახშიდა, და ჩააცვა იმათ იაყაკობსა, შვილსა მისა უმცროსსა.

Verse: 16    
და იგი ტყავები თიკნებისა და თხებისა ჩააცვა ზედა ხელებსა მისა და ზედა ნაწილსა გლუვსა კისრის მისისას.

Verse: 17    
და მისცა იგი სანუკარი საჭმელები და იგი პური, რომ გააკეთა, შინა ხელსა იაყაკობისა, შვილსა მისა.

Verse: 18    
და მოვიდა იმათ მამასა მისა და მოახსენა: მამაჩემო; და უბძანა: ესერა მე, ვინ შენ, შვილო ჩემო?

Verse: 19    
და მოახსენა341* იაყაკობმა იმათ მამასა მისა: მე, ყესავი, უფროსი შენი, ვქენი მე, როგორც რომ ისაუბრე შენ იმა ჩემსა; ადექი აწ, დაბძანდი342* და შჭამე იმის ნადირი ჩემისაგან, გულისათვის მაკურთხოს მე სულმან შენმან.

Verse: 20    
და უბძანა იცხაკმა იმათ შვილსა მისა: რა ეს დაგისწრაფებია343* საპოვნელად, შვილო ჩემო; და მოახსენა, ნამეთურ დაამზადა344* უფალმან, ღმერთმა შენმან წინაე ჩემსა.

Verse: 21    
და უბძანა იცხაკმა იმათ იაყაკობ: მოიწიე ახლოს აწ და გაგძებნი შენ345*, შვილო ჩემო, აჰა შენ346* ესე შვილი ჩემი ყესავი თუ არა?

Verse: 22    
და მიეწურა იაყაკობი347* იცხაკსა, მამასა მისა, და მოუფათურა მას348* ხელი; და ბძანა იცხაკმა: ხმა იაყაკობისა და იგი ხელები ხელები ყესავისა.

Verse: 23    
და არ იცნო ის, ნამეთურ იყვენ ხელები მისი ვითარცა ხელებისა ყესავისა, ძმის მისისა, ბალნიანი, და აკურთხა ის.

Verse: 24    
და უბძანა: შენ შვილი ჩემი ყესავი? და მოახსენა349*: მე.

Verse: 25    
და უბძანა: მომიახლოვე მე და ვჭამ იმის ნადირისა შვილის ჩემისაგან, გულისათვის გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მიუახლოვა მას და შჭამა და მიუტანა მას ღვინო და დალია.

Verse: 26    
და უბძანა იმათ მისა იცხაკ მამამისმან: მოიწიე350* აწ და მოხკოცნი მე, შვილო ჩემო.

Verse: 27    
და მიახლოვდა და მოკოცნა მას და ისუნა იგი სუნი ტანსაცმელის მისისა და აკურთხა ის; და ბრძანა: ვხედამ სულსა შვილის ჩემისას ვითარცა სულისა მინდვრისებრი, რომ აკურთხა ის უფალმან.

Verse: 28    
და მოგცეს შენ იმა ღმერთმან იმის ნამისა მცებისაგან351*, იმის სიმსუყნისა ქვეყნისაგან მრავალი ხორბალი და ტკბილი.

Verse: 29    
გემსახუროს შენ ერებმა და გეთაყვანოს შენ უმოთებმა, შეიქენი ძლიერად ძმების შენისათვის, გემსახუროს შენ შვილებმა დედიშენისამან, მაწყევარი შენი წყეულს იქნეს, მაკურთხებელი შენი კურთხეულს იქნეს.

Verse: 30    
და იყო, როცა გაათავა იცხაკმა საკურთხებლად იგი იაყაკობი, და იყო, მხოლოთ გამოსვლით გამოდიოდა იაყაკობი მის სიახლისა პირისა იცხაკისა მამის მისისაგან, და ყესავი, ძმა მისი, მოვიდა ნადირის მისისაგან.

Verse: 31    
და გააკეთა კვლავ-დე იმანაც სანუკვარი საჭმელები და მოუტანა მამამისსა, და მოახსენა მამამისსა: წამოდგეს მამაჩემი და შჭამოს იმის ნადირისა შვილის მისისაგან, გულისათვის მაკურთხოს მე სულმან შენმან.

Verse: 32    
და უბძანა მას იცხაკმა მამამისმა: ვინ შენ? და მოახსენა: მე შვილი შენი, უფროსი შენი, ყესავი.

Verse: 33    
შეშინდა იცხაკი352* შიშითა დიდითა ვიდრე მეტად; და უბძანა: ვინ, საიდან ის, იგი მონადირე ნადირისა, და მამიტანა მე და ვჭამე იმის ყოველისაგან უწინათად353* მოხვიდოდი, და ვაკურთხე ის? კვლავ-დე კურთხეულ იქნეს.

Verse: 34    
როცა მოისმინა ყესავმა იგი საუბრები მამის მისისა, დაიკივლა კივილითა დიდითა და მწარედ ვიდრე მეტად და მოახსენა354* მამამისსა: მაკურთხე მეც, კვლავ-დე მეც, მამაჩემო.

Verse: 35    
და უბძანა: მოვიდა ძმა შენი ლათიანობითა355* და აიღო კურთხება შენი.

Verse: 36    
და მოახსენა: ასე და ამიტომ დაარქვი სახელი მისი იაყაკობ? და მომატყუა მე ესე ორჯერ: იგი უფროსობა ჩემი წაიღო და ესერა ახლა აიღო კურთხება ჩემი; და მოახსენა: აგერ დატეებულია ჩემთვის კურთხევა356*?

Verse: 37    
და უპასუხა იცხაკმა და უბძანა ყესავსა: ესერა ძლიერად დავდებ მას შენთვის და იგი ყოველი ძმები მისი მივეცი მე მისთვის თანა-მოსამსახურეებათ, ხორბალი და ტკბილი მივეცი მას; და შენთვის საიდან ახლა რა გავაკეთო, შვილო ჩემო?

Verse: 38    
და მოახსენა ყესავმა357* იმას მამასა მისსა: კურთხება ერთი შენთვის, მამაჩემო, მაკურთხე კვლავ-დე მეც, მამაჩემო! და მოიმაღლა ყესავმა ხმა მისი და იტირა.

Verse: 39    
და უპასუხა იცხაკმა, მამამისმა, და უბძანა იმათ მისა: ესერა იმის სიმსუყნისა ქვეყნისაგან იქნება საჯომი შენი და იმის ტალის მცისაგან იმის ზევით.

Verse: 40    
და ზედა ხმალით შენითა იცოცხლებ და იმათ ძმებსა შენსა ემსახურე; და იქნება, როდესაც რომ ჩამოხადე შენ უღელი მისი იმის ზევით კისრის შენისაგან.

Verse: 41    
და დეექადნა358*ყესავი იმათ იაყაკობ ზედა იმა კურთხებასა, რომ აკურთხა ის მამამისმან, და თქვა ყესავმა გულსა მისა: მოახლოვდებიან დღეები მგლოვიერობა მამიჩემისა და მოვკლავ იმათ იაყაკობსა, ძმასა ჩემსა.

Verse: 42    
გეეცხადა რიბკას იგი საუბრები ყესავისა, შვილის მისისა, იგი უფროსი359*, და გაუშვა და დაუძახა იაყაკობსა, შვილსა მისა უმცროსსა360*, და უბძანა361* იმათ მისა: ესერა ყესავი, ძმა შენი, გექადნება362* შენ სასიკვდილოთ შენთვის.

Verse: 43    
და ახლა, შვილო ჩემო, მოისმინე ხმა ჩემი, ადექი, გაიქეცი363* შენ იმათ ლაბანსა, ძმასა ჩემსა, ხარანას.

Verse: 44    
და დაჯდექი მას თანა დღეებითა ერთეულებითა, ვიდრე დაბრუნდებოდეს ხურვება ძმის შენისა.

Verse: 45    
ვიდრე შემოიქცევდეს364* რისხვა ძმის შენისა იმის შენგან და დაივიწყებს იგი, რომ გაუკეთე მას, და გამოუშვებ365* მე და აგიყვან შენ იმის იქიდან, თანა რა წამოიკრებით კვლავ-დე ორივე თქვენა დღესა ერთსა?

Verse: 46    
და უბძანა366* რიბკამ იმათ იცხაკსა: ვწუხვარ მე შინა სიცოცხლესა ჩემსა იმის წინაშე ქალიშვილებისა ხეთიელისაგან; თუც აიყვანს იაყაკობი დედაკაცსა იმის ქალიშვილებისა ხეთისაგან, ამეებსა იმის ქალიშვილებსა იმის ქვეყნისას, რად ჩემთვის სიცოცხლე?


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.