TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 25
Previous part

Chapter: 25 
Verse: 1    და მოუმატა აბრაამმა და იყო, შეირთო ქალი და სახელი მისი კეტურა.

Verse: 2    
და დეებადა მას იგი ზიმრა და იგი იოკშან და იგი მედან და იგი მიდიან და იგი იუშვაკ და იგი შუახ.

Verse: 3    
და იუკშან დეებადა იგი შევა და იგი დედან; და შვილები დედანის იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი301*.

Verse: 4    
და შვილები მიდიანისა იყვნენ ყეფა302*, ყეფერ303*, ხანოხ და ავიდაყი და ელდაყა. ყოველი ესენი შვილები კეტურასი.

Verse: 5    
და მიცა აბრაამმა იგი ყოველი, რომ მისთვის, იცხაკისათვის.

Verse: 6    
და შვილებსა ხასების მისისას, რომ აბრაამისათვის, მიცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი იცხაკისა პირის მისისაგან, კიდევ ის ცოცხალი, კედმასა, იმა ქვეყანასა აღმოსავლეთისას.

Verse: 7    
და ესენი წლები304* სიცოცხლე აბრაამისა, რომ იცოცხლა, ასი წელი, სამოზდაათი წელი და ხუთი წლები.

Verse: 8    
და გაცვდა და გადიცვალა აბრაამი შინა სიმდღევნითა კარგითა, მოხუცებული და გულმოჯერებული, და შეეძინა იმათ ერსა მისა.

Verse: 9    
და დაასაფლავეს ის იცხაკმა და იშმაყელმა, შვილებმა მისმან, იმათ გამოქვაბულსა მეყარათ ამახპელასა, იმათ მინდორსა ყეფრონისას, შვილსა ცოხარსა ახითიელსა, რომ ზედა პირსა მამრესას.

Verse: 10    
იგი მინდორი, რომ იყიდა აბრაამმა იმის შვილებისა305* ხეთიმისაგან, იქ დასაფლავდა აბრაამი და სარა, ცოლი მისი.

Verse: 11    
და იყო უკანით აბრძანებასა306* აბრაამისასა, აკურთხა ღმერთმა იგი იცხაკი, შვილი იმისი. და იცხოვრა 307* იცხაკმა თანა ბეერ-ლახაი როიშიდა.

Verse: 12    
და ესენი გვარიშვილობაები იშმაყელისა, შვილი აბრაამისა, რომ დეებადა აგარსა მიცრითიელსა, მოახლესა სარას, აბრაამისათვის.

Verse: 13    
და ესენი სახელები შვილები იშმაყელებისა სახელებით მათითა, გვარიშვილობაებით მათითა: უფროსი იშმაყელისა ნებაიოთ, კედარი და ადბეელი308* და მივსამი.

Verse: 14    
და მიშმა და დუმა და მასა.

Verse: 15    
ხადადი, თემაია, იტურ, ნაფიში და კედმა.

Verse: 16    
ესენი ისინი შვილები იშმაყელისა, და ესენი სახელები მათი ეზოებით მათითა და ქალაქებით მათითა, თორმეტი თავადები ერებით309* მათითა.

Verse: 17    
და ესენი წლები სიცოცხლე იშმაყელისა: ასი წელიწადი, ოზდაათი წელიწადი და შვიდი წელიწადები. და გაცვდა და გადიცვალა და შეეძინა იმათ ერსა მისა.

Verse: 18    
და დაიმკვიდრა იმის ხავილასაგან ვიდრე შურამდე, რომ ზედა პირსა მიცრაიმისა, ბოახა აშურა, ზედა პირსა ყოველი ძმებისას დასახლდნენ310*.



ფარაშათ თოლედოთ311*



Verse: 19    
და ესე გვარიშვილობაები312* იცხაკისა, შვილი აბრაამისა.

Verse: 20    
აბრაამ დეებადა იგი იცხაკ. და იყო იცხაკი შვილი ორმოცი წლისა შინა შერთვასა მისა იგი რიბკა, ქალიშვილი ბეთუელ არამისა იმის ფადან არამისაგან, და ლაბან არამისა, მისთვის მეტოლედ.

Verse: 21    
შეევედრა და ილოცა იცხაკმა წინაშე უფალსა მართებით ცოლსა მისა, ნამეტურ313* უშვილო ის. და უყაბულა მას გამჩენმა და ფეხით დამძიმდა რიბკა, ცოლი მისი.

Verse: 22    
და დარბოდენ იმის შვილები შინა შუა მისა და მოახსენა: თუმც ენგრეთ, რად ესე მე ასე? და წავიდა მოსაძებნავად იმათ უფალსა.

Verse: 23    
და უბძანა უფალმა მას: ორი ერები შინა მუცელსა შენსა და ორი უმოთები იმის წელის შენისაგან გაიყოფიან; და უმოთი იმის უმოთისაგან გაძლიერდება და დიდი ემსახურება პატარას.

Verse: 24    
და შესრულდენ დღეები მშობიერობისა და ესერა ტყუპები შინა მუცელსა მისა.

Verse: 25    
და გამოვიდა იგი პირველი წითელი, სუყველა ის ვითარცა ჩოხისა ბალნიანისებრი; და დაარქვენ სახელი მისი ყესავ.

Verse: 26    
და უკანით ენგრეთ გამოვიდა ძმა მისი და ხელი მისი ჩაჭიდებული ქონდა შინა ქუსლსა ყესავისას; და დაარქვა სახელი მისი იაყაკობ. და იცხაკი შვილი სამოცი წლისა შინა დაბადებასა მათისა.

Verse: 27    
და გაიზარდენ იგი ყმაწვილები; და იყო ყესავი კაცი მცოდნე მონადირე, კაცი მინდვრისა; და იაყაკობი კაცი სრული314*, მჯდომი კარვებშიდა.

Verse: 28    
და შეიყვარა იცხაკმა იგი ყესავი, რადგანაც მონადირე იყო პირით მისითა, და რიბკას შეუყვარდა იგი იაყაკობ.

Verse: 29    
და დაამზადა315* იაყაკობმა ნამზადი და მოვიდა ყესავი იმის მინდვრისაგან, და ის დაღლილი.

Verse: 30    
და უბძანა ყესავმა იმათ იაყაკობ: ჩამაყლაპე აწ იმის წითლისა, წითლისა ამისაგან, ნამეტურ დაღლილი მე; ზედა ენგრე დაარქვა სახელი მისი ედომ.

Verse: 31    
და მოახსენა იაყაკობმა: მომყიდე დღეს იგი უმფროსობა შენი ჩემთვის.

Verse: 32    
და უბძანა ყესავმა: ესერა მე მივდივარ მისაცვალებლად, თანა რად ესე ჩემთვის უმფროსობა?

Verse: 33    
და უბძანა316* იაყაკობმა: შემომფიცე მე დღეს; და შეფიცა მას და მიყიდა იგი უმფროსობა მისი იაყაკობსა.

Verse: 34    
და იაყაკობმა მისცა ყესავსა პური და ნამზადი ოსპი317* და შეშჭამა და სვა და ადგა და წავიდა. და აიგდო318* ყესავმა იგი უფროსობა მისი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.