| Strophe: 124_[124] | ||
| Verse: a | როდესცა ჯიმშედს ჴელ-მწიფეს | ზააქ აჯობა ომითა, | 
| Verse: b | ჯიმშედს ჰყვანდეს ორნი დანი | კუბოსა შიგან ჯდომითა; | 
| Verse: c | ორნივე ზააქ შეირთო, | იამა, თუ რა ზომითა?!. | 
| Verse: d და | ზააქსაც ფრიდონ მორივა | ღმერთმან მისისა ნდომითა. | 
| Strophe: 125_[125] | ||
| Verse: a | ფრიდონ ჯიმშედის ორნი და | ზააქს წაუსხნა მზენია, | 
| Verse: b | ორთავე ქალთან მიეცნეს | სამნი ტურფანი ძენია, | 
| Verse: c | უფროსთან სალიმ და თური, | უმცროსთან ერაჯ ბრძენია, | 
| Verse: d და | ფრიდონ იშვებდა, იტყოდა: | -- "მამხვდა წყალობა-ზენია!" | 
| Strophe: 126_[126] | ||
| Verse: a | დღესა ერთსა ვაზირობა | შექმნა ფრიდონ ჴელ-მწიფემან. | 
| Verse: b | აშაქის ძე ქიშვად, ქავა, | ყარან, ყუბად იჴმო მძლემან, | 
| Verse: c | ბრძანა: "შვილნი მამეწიფნეს, | მე მომფინა შუქი მზემან! | 
| Verse: d და | სამთავ მინდა ცოლი შევრთო, | -- არ ისწრაფოს ჩემმან დღემან!" | 
| Strophe: 127_[127] | ||
| Verse: a | მეფემან ბრძანა;"არ ვიცი, | ვის ჰყუ̂ანან გასათხოველი". | 
| Verse: b | ქავ მოახსენა: იამანთ | მეფესა იცნობთ ყოველი. | 
| Verse: c | სამნი ლამაზნი ასულნი | მას უსხედს, ასრე მოველი, | 
| Verse: d და | მაგრამ გულ-დიდი კაცია, | ამაყი, შეუპოველი. | 
| Strophe: 128_[128] | ||
| Verse: a | ასეთი კაცი გავგზაჴნოთ, | პირველად სთხოვოს ნებითა, | 
| Verse: b | არ მოსცეს, -- ძალად წაუსხნას, | -- არ გვეშინოდეს ვნებითა." | 
| Verse: c | უბრძანა: ქაო," ვინ არი? | -- ვისმინო გაგონებითა, | 
| Verse: d და | ვინ არი ასრე მამაცი, | ანუ ჭკვიანი ცნებითა?!" | 
| Strophe: 129_[129] | ||
| Verse: a | მოახსენა: "თუ იქს საამ | ნარიმანის შვილი, გმირი, | 
| Verse: b | იმათ მართებს ვაზირობა | და მებრძოლთა მისცენ ჭირი, | 
| Verse: c | სჯობს რომ კაცი გაუგზავნოთ | შესამოსი ტურფა, ძვირი, | 
| Verse: d და | გლოვა გახსნას, აქ იჴმევით | -- "საქმე გვაქუ̂სო გასაჭირი!" | 
| Strophe: 130_[130] | ||
| Verse: a | მეფემ ბრძანა: "მამეწონა | ქავისაგან გამორჩევა! | 
| Verse: b | ქიშვადს, ყარანს, ყუბადს უთხრა: | "თქუ̂ენა გმართებს მისი წვევა!" | 
| Verse: c | მოახსენეთ: "თქუ̂ენ ყოფილხართ, | ჩვენი ზურგი, მტერთა ძლევა. | 
| Verse: d და | აწ გამოდი გლოვისაგან, | აქ მობრძანდი, გქონდეს თნევა!" | 
| Strophe: 131_[131] | ||
| Verse: a | ადგეს ფიცხლად. დაეკაზმნეს | ზაულისტანს წასასლელად. | 
| Verse: b | ჴელ-მწიფემან წაატანა | საჩუქარი მისართმევლად, | 
| Verse: c | მძიმე კარგი შესამოსი | შავისათვის გასახდელად, | 
| Verse: d და | ცხენსა შესხდეს, გაემართნეს | მხიარულნი უჭირველად. | 
| Strophe: 132_[132] | ||
| Verse: a | წინდაწინ კაცი გაგზავნეს, | ადრე ვლეს სიგრძე გზისანი. | 
| Verse: b | ჰკადრა: "მოდიან სფაადნი | ფრიდონის ჴელ-მწიფისანი!" | 
| Verse: c | წინ მოეგებნეს თავადნი | ეჯი ვლეს სამის დღისანი. | 
| Verse: d და | წამოუძღვეს და ჩამოჴდეს, | სად კარნი იყუ̂ნეს სრისანი. | 
| Strophe: 133_[133] | ||
| Verse: a | ძღვენი უძღვნეს და შევიდეს | დარბაზთა ტურფად გებულთა, | 
| Verse: b | საამ ჩამოჴდა ტახტითა | ოქსინო გარდაგებულთა, | 
| Verse: c | სალამი მისცეს მისისა | ნახვითა განცვიფრებულთა, | 
| Verse: d და | მოეხვია და აკოცა | მათ ფალავანთა ქებულთა. | 
| Strophe: 134_[134] | ||
| Verse: a | დასხდეს და ჰკადრეს ყოელი, | ჴელმწიფის მოციქულობა: | 
| Verse: b | პასუხად გასცა: -- "ჰმართებდა | თვით აქა წამოსულობა". | 
| Verse: c | ყმათ მოახსენეს: "ნუ ბრძანებ, | ჰქენ გლოვით გამოსულობა, | 
| Verse: d და | ჴელ-მწიფე არის, წავიდეთ, | ისმინე ესე თქმულობა!" | 
| Strophe: 135_[135] | ||
| Verse: a | იგი სფაადნი გაჰკუ̂ირდეს | მისისა სიტურფისაგან: | 
| Verse: b | ღაწვ-ვარდი, თვალ-წარბ-გიშერი | ორი ზომაა დღისაგან, | 
| Verse: c | ძლივ ეტეოდა ტახტზუდა | უმაღლე საროს ხისაგან. | 
| Verse: d და | თქუ̂ეს: "ვერ დაუდგამს მებრძოლი, | ძლევა მიხვდების ღვთისაგან!" | 
| Strophe: 136_[136] | ||
| Verse: a | გამოიყუ̂ანეს გლოვითა, | შემოსეს ნეფის სეული, | 
| Verse: b | გამოემართნეს წასასვლად | ტან-სარო პირად მზეული, | 
| Verse: c | ორმოცდა ათი ათასი | კაცი მოჰყუ̂ების რჩეული; | 
| Verse: d და | სპილოზედ ტახტი დაუდგეს, | თვალ-მარგალიტი ფრქვეული. |