| Strophe: 116_[116] | ||
| Verse: a | თამაზს მოადგა ყალასა | ნარიმან ფალავანია. | 
| Verse: b | არვის უნახავს უმაგრე | ციხე და გალავანია! | 
| Verse: c | რკინისა კარი შელეწა, | შინ შედგა გულოვანია. | 
| Verse: d და | სალოდე იყო მორთული, | თავს დასცეს დიდნი ქუ̂ანია. | 
| Strophe: 117_[117] | ||
| Verse: a | დასუსტდა და უკმობრუნდა, | თქუ̂ა თუ: "დავლიე დღე რითა?!" | 
| Verse: b | იქით და აქათ შეუსხდეს, | წამოიყუ̂ანეს ჴელითა. | 
| Verse: c | სამს დღეს იცოცხლა ოთაღში, | -- თამაზ შეიქნა ლხენითა. | 
| Verse: d და | სოფელსა გამოესალმა. | -- მოსთქვემდეს ცრემლთა დენითა. | 
| Strophe: 118_[118] | ||
| Verse: a | ამა მუხთლისა სოფლისა | თავსა ეს გვაძევს ბეგარა: | 
| Verse: b | ზოგნი მინახავს ტახტითა, | ზოგნი -- გაყრილი მე გარა. | 
| Verse: c | ნუ მიენდობით სოფელსა, | -- შენგან საქნელი ეგ არა, | 
| Verse: d და | ვინცა გაჰყუ̂ება -- უჯობდა, | თავი უწინვე ეგარა. | 
| Strophe: 119_[119] | ||
| Verse: a | უკუ ეყარნეს ლაშქარნი, | თავს მიწას გარდიყრიდესა. | 
| Verse: b | თაბუთი შექნეს, -- მაშიგან | ჩაასუ̂ენეს და ვლიდესა. | 
| Verse: c | საამთან კაცი გაგზავნეს, | ავს ამბავს მიართმიდესა, | 
| Verse: d და | ჰკადრეს: "დაბნელდა ჩუ̂ენი მზე, | ჩასუ̂ენდა ცისა კიდესა!"... | 
| Strophe: 120_[120] | ||
| Verse: a | თხუთმეტისა წლის ქნილიყო | საამ, ემართა, მთა ვითა. | 
| Verse: b | რა ესმა, დიდი შაჰყვირა, | აგრგვინდა ღრუბელივითა. | 
| Verse: c | მამას მოსთქვემდა, იცემდა, | სისხლი გარდმოზდის თავითა. | 
| Verse: d და | წინ მიეგება თაბუთსა | ვაგლახითა და ვაითა. | 
| Strophe: 121_[121] | ||
| Verse: a | სრულ ზაულელნი მოსთქმიდეს, | უქეს ყოელი ზნეობა: | 
| Verse: b | მკერდი, მკლავი და სისრულე | თვალ-ტანადობა, მზეობა, | 
| Verse: c | მძიმისა ლახტის ჴმარება | და ჴმალთა მონაქნეობა, | 
| Verse: d და | მოსთქვემდეს მისსა საქმესა, | ან თუ რაც ექნა მძლეობა. | 
| Strophe: 122_[122] | ||
| Verse: a | მამა-პაპათა სამარხსა | მიიღეს, ჩაასუ̂ენესა. | 
| Verse: b | გლოა დაიდვეს, ვაებით | თავსა არ მოასუ̂ენესა, | 
| Verse: c | მეფესთან კაცი გაგზავნეს, | ეს საქმე მოახსენესა, | 
| Verse: d და | რა გაიგონა, ესე სთქუ̂ა: | "ვაგლახ მე ამის მსმენელსა!"... | 
| Strophe: 123_[123] | ||
| Verse: a | ფრიდონ, ჴელ-მწიფე ყვიროდა, | საყელო გარდახეული. | 
| Verse: b | წლამდის იგლოა, ჩაიცვა | შავი და თეთრი რეული. | 
| Verse: c | წელს უქან გახსნა გლოა და | შექნა ნადიმი ჩვეული, | 
| Verse: d და | მას დღესა გასცა უზომო | თვალ-მარგალიტი რჩეული. |