ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 157

Page of edition: 157  Line of edition: 1    და გემოთ-მოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა, და შექცეულ იყო სმასა
Line of edition: 2    
და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი, ვითარმედ: "სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი,
Line of edition: 3    
რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთ-მოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება
Line of edition: 4    
და დიდების-მოყუარება; ამათნი პირმშონი არიან: სიძვანი, მრუშებანი,
Line of edition: 5    
რისხვა, მწყნარობა, ამპარტავნება". ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი,
Line of edition: 6    
უწესოდ \ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთოეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა
Line of edition: 7    
წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: ჭამა იაკობ, განძღა, განსხნა, განსუქნა, და დაუტევა
Line of edition: 8    
ღმერთი შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა".

Line of edition: 9    
ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს
Line of edition: 10    
და უწესოებად მიდრკეს სიძვათა შინა და მთრვალობათა უგუნურნი კაცნი მეფის
Line of edition: 11    
კარსა ზედა არა-ყოფისა-ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოსთა
Line of edition: 12    
ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა. და უმეტს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე ესე,
Line of edition: 13    
არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს.

Line of edition: 14    
ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი, ცოდვათა სიმრავლითა, საქართველოსა მოოჴრებისანი,
Line of edition: 15    
რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.



Line of edition: 16    ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლთისასა


Line of edition: 17    
ქუეყანასა მზისასა აღმოსავლეთით-კერძო, რომელსა ეწოდების ჩინმაჩინი, გამოჩნდეს
Line of edition: 18    
კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა ყარყურუმად წოდებულსა, უცხო \ სახითა,
Line of edition: 19    
წესითა, და შესახედავადცა. \ რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.