ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 153

Page of edition: 153  Line of edition: 1    ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, \ და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე
Line of edition: 2    
ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად,
Line of edition: 3    
აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად
Line of edition: 4    
ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ \ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე
Line of edition: 5    
განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.

Line of edition: 6    
ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს;
Line of edition: 7    
რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი,
Line of edition: 8    ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი
Line of edition: 9    ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და
Line of edition: 10    
მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა
Line of edition: 11    
მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა,
Line of edition: 12    
ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს:
Line of edition: 13    
"სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ
Line of edition: 14    
პირველსა ომსა მეფობისა შენისასა" და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა
Line of edition: 15    
ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი
Line of edition: 16    
რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი
Line of edition: 17    
მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს
Line of edition: 18    
ძლიერად ყუარყუარე \ ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე,
Line of edition: 19    
მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.

Line of edition: 20    
ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე \ მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან
Line of edition: 21    
მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე \ ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად,
Line of edition: 22    
და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.