ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 145

Page of edition: 145  Line of edition: 1    მზემან დასლვად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა
Line of edition: 2    
იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და
Line of edition: 3    
თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან
Line of edition: 4    
გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა
Line of edition: 5    
მათ მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი
Line of edition: 6    
სხუად და სხვად ფერად იხილვებოდეს.

Line of edition: 7    
ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს.

Line of edition: 8    
მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს
Line of edition: 9    
თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა
Line of edition: 10    
სიკუდილსა: "რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ". ამას
Line of edition: 11    
ჴმობდეს და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა \ აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა
Line of edition: 12    
ჩუენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა
Line of edition: 13    
შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა
Line of edition: 14    
მწუხარებათა, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა
Line of edition: 15    
შეუძლებელ იყო.

Line of edition: 16    
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა
Line of edition: 17    
[წარჩინებულთა] სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ
Line of edition: 18    
მდგომარე ესრეთ ეტყოდა: "ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან
Line of edition: 19    
საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის
Line of edition: 20    
სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა
Line of edition: 21    
თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე
Line of edition: 22    
თჳთოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა
Line of edition: 23    
მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა
Line of edition: 24    
და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა
Line of edition: 25    
შინა იყვნეთ, მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ
Line of edition: 26    
რომელნი მომცნა \ ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით.

Line of edition: 27    
ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი".

Line of edition: 28    
შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა.

Line of edition: 29    
და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ
Line of edition: 30    
მეტყუელმან: ქრისტე," ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და
Line of edition: 31    
ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას,
Line of edition: 32    
პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ
Line of edition: 33    
მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.