ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 135

Page of edition: 135  Line of edition: 1    განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს;
Line of edition: 2    
არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს
Line of edition: 3    
შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა
Line of edition: 4    
ღმრთისასა. \ ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა
Line of edition: 5    
კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და
Line of edition: 6    
შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.

Line of edition: 7    
ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა
Line of edition: 8    
თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა
Line of edition: 9    
განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი!
Line of edition: 10    
სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს
Line of edition: 11    
მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს,
Line of edition: 12    
რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან".

Line of edition: 13    
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული
Line of edition: 14    
სულტნისა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.