ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 133

Page of edition: 133  Line of edition: 1    და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი
Line of edition: 2    და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა \ ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი.

Line of edition: 3    და თჳსი ძე დასუა მუნ.

Line of edition: 4    
ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და,
Line of edition: 5    
რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუეებით
Line of edition: 6    
და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. \ ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა
Line of edition: 7    
ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა,
Line of edition: 8    
მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა
Line of edition: 9    
მათ მზაკუართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო
Line of edition: 10    
განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა
Line of edition: 11    
მანქანათა.

Line of edition: 12    
მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა
Line of edition: 13    
წერილ იყო სახე ესევითარი:

Line of edition: 14    
"მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული
Line of edition: 15    
ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან
Line of edition: 16    მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.

Line of edition: 17    ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და
Line of edition: 18    
ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა".

Line of edition: 19    
"და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე
Line of edition: 20    
მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა \ და განგწუართო შენ და ერი ეგე
Line of edition: 21    
შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო
Line of edition: 22    
ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს
Line of edition: 23    
წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ
Line of edition: 24    
ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.