TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 62
Previous part

Chapter: 19 
Verse: 1  Link to ntkpl   და შევიდა და განვიდოდა იერიქოთ.

Verse: 2  Link to ntkpl   
და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთა და ესე იყო მდიდარ ფრიად.

Verse: 3  Link to ntkpl   
და უნდა ხილვა იესოსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერის მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.

Verse: 4  Link to ntkpl   
და წარბიოდა წინა და აჰჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.

Verse: 5  Link to ntkpl   
და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესო და ჰრქუა მას. ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფა.

Verse: 6  Link to ntkpl   
და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.

Verse: 7  Link to ntkpl   
და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.

Verse: 8  Link to ntkpl   
აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა; და უკეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

Verse: 9  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესო: დღეს იქმნა ცხორება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.

Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

Verse: 11  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმს, და ჰგონებდეს იგინი, ვითარედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.

Verse: 13  Link to ntkpl   
და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნა და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფება ჩუენ ზედა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და იყო მოქცევასა მას მისსა მო-რა-აქუნდა მეუფება თჳსი და ბრძანა მოწოდება მათ მონათა, რომელთა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის რა-იგი ივაჭრეს.

Verse: 16  Link to ntkpl   
და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუა შესძინა სასწორი.

Verse: 17  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ. იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.

Verse: 18  Link to ntkpl   
და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუა-ღა ხუთი სასწორი ყო.

Verse: 19  Link to ntkpl   
ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,

Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.

Verse: 22  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.

Verse: 23  Link to ntkpl   
და რასათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.

Verse: 24  Link to ntkpl   
და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი ეგე და მიეცით, რომელსა-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.

Verse: 25  Link to ntkpl   
და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.

Verse: 26  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს. ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე ეღოს მისგან.

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფება ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა.

Verse: 28  Link to ntkpl   
და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმად.

Verse: 29  Link to ntkpl   
და იყო ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანი

Verse: 30  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აჰჴსენით და მომგუარეთ მე.

Verse: 31  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რასათჳს აჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

Verse: 32  Link to ntkpl   
და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.

Verse: 33  Link to ntkpl   
და აღ-რა-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქვეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აჴსნით კიცუსა მაგას?

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

Verse: 35  Link to ntkpl   
და მოჰგუარეს იგი იესოს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას; და დაჯდა იესო მას ზედა.

Verse: 36  Link to ntkpl   
და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.

Verse: 37  Link to ntkpl   
და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა მის ზეთის ხილთასა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი.

Verse: 38  Link to ntkpl   
და იტყოდეს: კუერთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშჳდობა ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

Verse: 39  Link to ntkpl   
და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!

Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: და ღათუ ესენი დუმდენ, ქვანი ღაღადებდენვე.

Verse: 41  Link to ntkpl   
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა.

Verse: 42  Link to ntkpl   
და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.

Verse: 43  Link to ntkpl   
რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგენ შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარემოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო

Verse: 44  Link to ntkpl   
და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვა ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისხმაჰყავ ჟამი მოხედვისა შენისა.

Verse: 45  Link to ntkpl   
და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა.

Verse: 46  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლი სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.

Verse: 47  Link to ntkpl   
და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.

Verse: 48  Link to ntkpl   
და ვერარას ჰპოებდეს, რა უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.