TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 55
Previous part

Chapter: 12 
Verse: 1  Link to ntkpl   რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენდა ცომისაგან ფარისეველთასა, რომელ არს ორგულება.

Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.

Verse: 3  Link to ntkpl   
ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერთდოთა ზედა.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქვს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.

Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა, ჰე, გეტყჳ თქვენ, მისა გეშინოდენ.

Verse: 6  Link to ntkpl   
ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორისა ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.

Verse: 7  Link to ntkpl   
არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

Verse: 10  Link to ntkpl   
და ყოველმან რომელმან თქვას სიტყუა ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.

Verse: 11  Link to ntkpl   
და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ზრუნავთ: ვითარ, ანუ რაჲ სიტყუა მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,

Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

Verse: 13  Link to ntkpl   
ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რათა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?

Verse: 15  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისამე არნ ცხორება მისი ნაყოფთა მისთაგან.

Verse: 16  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისა ვისმე მდიდრისა ნაყოფიერ იყო აგარაკი.

Verse: 17  Link to ntkpl   
და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲმე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?

Verse: 18  Link to ntkpl   
და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროსნი აღვაშენენ და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.

Verse: 19  Link to ntkpl   
და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ.

Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქვა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?

Verse: 21  Link to ntkpl   
ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა, და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის.

Verse: 22  Link to ntkpl   
და ჰრქუა იესო მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ შჭამოთ და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ.

Verse: 23  Link to ntkpl   
რამეთუ სული უფროს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა.

Verse: 24  Link to ntkpl   
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?

Verse: 25  Link to ntkpl   
ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

Verse: 26  Link to ntkpl   
უკეთუ არცა უმცირესა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ზრუნავთ?

Verse: 27  Link to ntkpl   
განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძინდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა ვითარცა ერთი ამათგანი.

Verse: 28  Link to ntkpl   
უკუეთუ ველსა გარე რომელი დღეს თივა არს, და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროს თქუენ მცირედ მორწმუნენო?

Verse: 29  Link to ntkpl   
და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ შჭამოთ და რა სუათ, და ნუცა განსცხრებით,

Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რა გიჴმს ამათ ყოველთაგანი.

Verse: 31  Link to ntkpl   
გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.

Verse: 32  Link to ntkpl   
ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.

Verse: 33  Link to ntkpl   
განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის საქმე; და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელ არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.

Verse: 34  Link to ntkpl   
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

Verse: 35  Link to ntkpl   
იყუნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.

Verse: 36  Link to ntkpl   
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას.

Verse: 37  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთა მოვიდეს უფალი მათი და პოვნენ იგინი მღჳძარენი; ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.

Verse: 38  Link to ntkpl   
დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მივიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყუნენ იგინი.

Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.

Verse: 40  Link to ntkpl   
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს.

Verse: 41  Link to ntkpl   
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ?

Verse: 42  Link to ntkpl   
და ჰრქუა იესო: ვინმე არს მნე იგი სარწმუნო და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა?

Verse: 43  Link to ntkpl   
ნეტარ არს იგი მონა, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.

Verse: 44  Link to ntkpl   
ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.

Verse: 45  Link to ntkpl   
უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყონ გუემად მონათა და მჴეველთა და ჭამად და სუმად და დათრობად.

Verse: 46  Link to ntkpl   
მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი, და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.

Verse: 47  Link to ntkpl   
ხოლო მონამან რომელმან იცის ნება უფლისა თჳსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.

Verse: 48  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისა, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.

Verse: 49  Link to ntkpl   
ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და არა მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს.

Verse: 50  Link to ntkpl   
ხოლო ნათლის-ღება მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!

Verse: 51  Link to ntkpl   
ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.

Verse: 52  Link to ntkpl   
რამეთუ იყვნეს ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.

Verse: 53  Link to ntkpl   
განყოფად მამა ძისაგან და ძე მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული დედისაგან, დედამთილი ძის ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.

Verse: 54  Link to ntkpl   
ეტყოდა იესო ერსაცა მას: რაჟამს იხილოთ ღრუბელი აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქუთ, ვითარმედ: წჳმა მოაქუს, და არნ ეგრეთ.

Verse: 55  Link to ntkpl   
და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქუთ, ეითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე.

Verse: 56  Link to ntkpl   
ორგულნო, პირი სამე ქუეყანისა და ცისა იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?

Verse: 57  Link to ntkpl   
ანუ რასა თავით თჳსით არა ჰშჯით სამართალსა?

Verse: 58  Link to ntkpl   
რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავარისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ.

Verse: 59  Link to ntkpl   
გეტყჳ შენ, ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკუანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.