TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 35
Previous part

Chapter: 7 
Verse: 1  Link to ntkpl   და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.

Verse: 2  Link to ntkpl   
და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს, უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს,

Verse: 3  Link to ntkpl   
რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურება ხუცესთა.

Verse: 4  Link to ntkpl   
და უბანთაგან რა შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან, და სხუაცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხა სასუმლებისა და სტამნებისა და ქუაბებისა და ცხედრებისა.

Verse: 5  Link to ntkpl   
მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რასათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.

Verse: 7  Link to ntkpl   
ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.

Verse: 8  Link to ntkpl   
და დაგიტევებიეს მცნება ღმრთისა და გიპყრიეს მოძღურება კაცთა: განრცხა სასუმლებისა და სტამნებისა, და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.

Verse: 9  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურება თქუენი დაამტკიცოთ.

Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს, გინა დედისათჳს, სიკუდილითა მოკუედინ.

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ სთქუთ: უკეთუ ჰრქუას კაცმან მამასა, ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი-რა ჩემგან სარგებელ გეყოს, --

Verse: 12  Link to ntkpl   
და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.

Verse: 13  Link to ntkpl   
და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუა ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.

Verse: 14  Link to ntkpl   
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ.

Verse: 15  Link to ntkpl   
არა რა არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.

Verse: 16  Link to ntkpl   
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

Verse: 17  Link to ntkpl   
და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.

Verse: 18  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: ეგრევე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს?

Verse: 19  Link to ntkpl   
რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა.

Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთასა გამოვლენან გულისსიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,

Verse: 22  Link to ntkpl   
ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკვანი, არაწმიდებანი, თუალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.

Verse: 23  Link to ntkpl   
ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.

Verse: 24  Link to ntkpl   
და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.

Verse: 25  Link to ntkpl   
რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული, სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღება პურისა შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამენ ნამუსრევისაგან შვილთასა.

Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.

Verse: 30  Link to ntkpl   
და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.

Verse: 31  Link to ntkpl   
და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეასასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.

Verse: 32  Link to ntkpl   
და მოართუეს მას ყრუ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.

Verse: 33  Link to ntkpl   
და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა,

Verse: 34  Link to ntkpl   
და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით!

Verse: 35  Link to ntkpl   
და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულება ენისა მისისა, და იტყოდა მართლიად.

Verse: 36  Link to ntkpl   
და ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, და, რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროს მიმოდასდებდეს.

Verse: 37  Link to ntkpl   
და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.