მაშინ იესო აღმოიყუანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.
დაიმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე, და მერმე შეემშია.
მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნნენ.
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲ.
მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა
და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილს არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
ჰრქვა მას იესო: ვითარმედ წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
კუალად წარიყუანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენა მას ყოვვლნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი,
და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყუანის-მცე მე.
მაშინ ჰრქუა მას იესო: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
ხოლო ესმა რა იესოს, ვითარმვდ იოანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,
რაჲთა აღესრულოს თქმული იგი ესაიას წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს:
ქუეყანა ზაბულონისი და ქუეყანა ნეფთალემისი, გზა ზღჳსა წიაღ იორდანესა, გალილეა წარმართთა.
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი. და რომელნი სხდეს საფლავსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.
მიერითგან იწყო იესო ქაღაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა.
და იქცეოდა რაჲ იესო ზღჳსკიდესა მას გალილეასასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პვტრე, და ანდრია, ძმა მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. გან-რა-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას.
და მოვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი.
და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეათ და ათქალაქით და იერუსალიმით და ჰურისტანით და წიაღ იორდანით.