TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 81
Previous part

Chapter: 13 


Verse: 1  Link to ntkpl   და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.

Verse: 1V    
დღჱსასწაულისა Q.


Verse: 2  Link to ntkpl   
და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.


Verse: 3  Link to ntkpl   
იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.


Verse: 4  Link to ntkpl   
აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.

Verse: 4V    
სერობისა მისგან ] სერობისაგან K.


Verse: 5  Link to ntkpl   
და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.


Verse: 6  Link to ntkpl   
და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?

Verse: 6V    
სიმონ-პეტრესსა HIK.


Verse: 7  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.

Verse: 7V    
ამისსა HIK.


Verse: 8  Link to ntkpl   
ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. -- ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.


Verse: 9  Link to ntkpl   
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.

Verse: 9V    
მას -- K.


Verse: 10  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.


Verse: 11  Link to ntkpl   
რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?

Verse: 12V    
და (3) -- K; თქუჱნ HI.


Verse: 13  Link to ntkpl   
თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, -- და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.

Verse: 13V    
მე -- K.


Verse: 14  Link to ntkpl   
უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, და თქუენცა თანაგაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.


Verse: 15  Link to ntkpl   
რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.

Verse: 15V    
თქუჱნცა HI.


Verse: 16  Link to ntkpl   
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.


Verse: 17  Link to ntkpl   
ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.

Verse: 17V    
უკუჱთუ H.


Verse: 18  Link to ntkpl   
არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.

Verse: 18V    
იგი -- K.


Verse: 19  Link to ntkpl   
ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.


Verse: 20  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.

Verse: 20V    
უკუჱთუ H.


Verse: 21  Link to ntkpl   
ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.

Verse: 21V    
თქუჱნ H; თქუჱნგანმან H.


Verse: 22  Link to ntkpl   
ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.

Verse: 22V    
უკუჱ QHIK.


Verse: 23  Link to ntkpl   
და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.


Verse: 24  Link to ntkpl   
წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს.


Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?

Verse: 25V    
ი̃ჳჲსა Q.


Verse: 26  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. -- და დააწო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.


Verse: 27  Link to ntkpl   
და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე!

Verse: 27V    
იუდაჲსსა QHIK; მისსა K.


Verse: 28  Link to ntkpl   
ესე უკუე არავინ ცნა ინაჴითმჯდომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.

Verse: 28V    
უკუჱ QHIK; ინაჴითმსხდომარეთაგანმან K.


Verse: 29  Link to ntkpl   
რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.

Verse: 29V    
დღჱსასწაულსა Q.


Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.


Verse: 31  Link to ntkpl   
და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.

Verse: 31V    
ძე HIK.


Verse: 32  Link to ntkpl   
უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.


Verse: 33  Link to ntkpl   
შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიებდეთ მე და, ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად, და აწ თქუენ გეტყჳ.


Verse: 34  Link to ntkpl   
მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.


Verse: 35  Link to ntkpl   
ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას.


Verse: 36  Link to ntkpl   
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.


Verse: 37  Link to ntkpl   
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა.


Verse: 38  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამგზის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.