ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიაჲსასა. ხოლო გამო-ესრჱთ-უცხადა:
იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდეთ სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. მას ღამესა არარაჲ იპყრეს.
და ვითარცა განთენებოდა, დადგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადჱ ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მის და ჰპოვოთ. ხოლო მათ სდვეს და ვერღარა ეძლო გამოთრევად მისა სიმრავლისაგან თევზთაჲსა.
ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, რამეთუ უფალი არს, შესამოსელი მოირტყა, რამეთუ შიშუელ იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად.
ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანასა, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.
და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარჱ და თევზი მას ზედა და პური.
ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მაგათგანი, რომელ იპყართ აწ.
გამოვიდა სიმონ-პეტრე და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელ იყო ასერგასისდასამ. და ესოდენ იყო, და არა განხთქდა ბადჱ იგი.
ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არღარავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს, რამეთუ უფალი თჳთ იგი არს.
მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრევე.
ესე სამგზის გამოეცხადა იესუ თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დააძოვენ კრავნი ჩემნი.
მერმე ჰრქუა მას მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ, ვითარმედ: გიყუარ? ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ყოველი შენ იცი და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი შენნი და სხუათა შეგარტყან შენ და წარგიყვანონ შენ, ვიდრე შენ არა გინდეს.
ხოლო ესე თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ესე ვითარცა თქუა, მერმე ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფეჱ იგი, რომელი უყუარდა იესუს, რომელიცა-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
ესე ვითარცა-იგი იხილა პეტრე, და ჰრქუა იესუს: უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრე მოვიდე. შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფეჱ იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე.
ესე არს მოწაფეჱ იგი, რომელი წამებს ამისთჳს და რომელმან დაწერა ესე. და ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.