Verse: 21და იესუ მიხედა მას და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: ერთღა გაკლს შენ: გუალე, რაჲცა გიც, განყიდე და მიეც გლახაკთა და მოიღო შენ საფასე ცათა შინა და აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.
Verse: 22ხოლო იგი დაწუხნა სიტყუასა მას ზედა და წარვიდა მწუხარედ, რამეთუ იყო იგი ნაყოფიერ ფრიად.
Verse: 29მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი ჩემთჳს, გინა თუ სახარებისა ამისთჳს.
Verse: 30ვითარმცა არა მოიღო ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლები და ძმანი და დანი და დედაჲ და შვილნი და აგარაკები დევნულებითურთ და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნჱ.
Verse: 31რამეთუ მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი -- წინა.
Verse: 32და იყვნეს იგინი გზასა, აღვიდოდეს იერუსალჱმდ და წარუძღუა მათ იესუ, და დაკჳრვებულ იყვნეს და იგინი შეუდგეს მას და ეშინოდა. და წარიყვანნა მერმე ათორმეტნი იგი და იწყო მათა სიტყუად, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მერმე მისა,
Verse: 33ვითარმედ: ესერა, აღხუალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიცემად არს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილითა და მისცენ იგი წარმართთა.
Verse: 38მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უწყით, რასა ითხოვთ. გიძლავს სასუმელისა შესუმად, რომელ ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ?
Verse: 39მათ ჰრქუეს: გჳძლავს. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი იგი, რომელ ჩემდა შესუმად არს, შესუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელსა მე ნათლის-ღებად ვალ, ნათელს-იღოთ,