Verse: 12და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
Verse: 13ხ̃ ესმა რაჲ იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა მიერ უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკურცხილ ქალაქებისაგან.
Verse: 14და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.
Verse: 15და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფანი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
Verse: 16ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; ეცით მაგათ თქუენ ჭამადი.
Verse: 17ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუნს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
Verse: 18ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მომართუთ მე იგი აქა!
Verse: 19და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა პური იგი, და მოწაფეთა მისცეს ერსა მას.