და ვითარ იხილა იესუ ერი მრავალი, აღჴდა მთად და ჯდა იგი მუნ. მოვიდეს მისა მოწაფენი მისნი.
აღაღო პირი თჳსი. ასწავლიდა მათ და ეტყოდა:
ნეტარ გლახაკთა სულითა, რამეთუ მათი არს სასუფევე[ლი ...]
[დაიმკჳდრ]ონ ქ[უეყანაჲ].
ნეტარ რ[ომელთა ჰშიო]დის და [სწყურო]დის ს[...]
ნეტ[... გუ]ლითა [...]
ნეტარ [...]ლთა [...]
[...]დრი [...] და გ[...] და თქ[...]ნ ყო
[თ]ქუენსა წინა
თქუენ ხართ მარილ ქუეყანისა. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარას შემძლებელ არნ იგი, გარნა განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთაგან.
თქუენ ხართ ნათე[...] ზედა შე[...]
არცა აღანთიან სანთელი და ქუე შედგიან იგი ჴჳმირსა. არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა.
ეგრე ნათობდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა ხედვიდენ საქმეთა თქუენთა კეთილთა [...]
[შჯული]სა ანუ [წინაწა]რმეტყუელთა; არ[ა] მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: ვიდრ[ე] წარსლვამდე ცის[ა] და ქუეყანისა, * იოტა ოდენი სასწაული ერთი არა წარჴდეს შჯულისაგანი და წინაწარმეტყუელთაჲ, ჩემდა არა ყოველი იყოს.
უკუეთუ ვინმე დაჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი მცირედთაჲ და ასწავოს ეგრეთ კაცთა, შეურაცხ ერქუას მას სასუფეველსა შინა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, მას დიდი ერქუას სასუფეველსა შინა ცათასა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არა თუ მატდეს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართასა და ფარისეველთასა, არასადა შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
გასმიეს სამე, რამეთუ თქუმულ არს პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს საშჯელისა.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ იყოს სასჯელისა; რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: შესულებულ, -- თანა-მდებ იყოს იგი კრებულისა; და* რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
შე-თუ-სწი[რვიდე] შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე იყოს შენთჳს,
დაუტევე მუნ შესაწირავი იგი შენი წინაშე საკურთხეველსა შენსა და მივედი პირველად და დაეგე ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და [შეწირე] მსხუერპლი იგი შენი.
[ი]ყავ მართლ განმზრახველ მოსაჯულისა შენისათჳს ადრე, ვიდრე გზასაღა იყო მის თანა, ნუუკუე მიგცეს მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მან მიგცეს შენ მტარვალსა, და საპყრობილედ შეგაგდონ შენ.
მართლიად გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე შენ შეურაცხი იგი დანგიცა.
* გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: არა იმრუშო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მისა, მუნქუესვე იმრუშა მის თანა გულსა შიდა თჳსსა.
უკუეთუ თუალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე იგი შენგან, რამეთუ უმჯობე არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუ ყოველი გუამი შენი შთავარდებინ გეჰენიასა.
და თუ მარჯუენჱ ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავარდების გეჰენიასა.
თქუმულ არს: რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, ეცინ მას განსატევებელი წიგნი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან დაუტევოს ცოლი თჳნიერად სიტყჳსა სიძვისაჲსა, ამრუშოს იგი; და რომელმან დატევებული ცოლ-იყოს, იმრუშებდეს.
მერმე გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს პირველთა: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ ჰფუცავთ ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ.
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკია ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს დიდისა მეუფისაჲ.
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერშემძლებელ ხარ ერთისა თმისა განთეთრებად ანუ დაშავებად.
არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰჱ -- ჰე და: არაჲ -- არა. ხოლო უმეტესი ამათსა ეშმაკისაგანი არს.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ უჴდებით ბოროტსა, არამედ გცეს თუ ვინმე მარჯუენესა ღაწუსა შენსა, მიუპყარ შენი ერთიცა.
და რომელსა უნდეს სასჯელად შენდა და კუართისა შენისა მიღებად, მიუტევე მას ფიჩჳცა შენი.
და თუ ვინმე წარგიძღუანებდეს შენ მილიონ ერთ, მივედ შენ მის თანა ორცა.
რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს ვასხებად შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ჰყუარობდით მტერთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით, რომელნი მიგხუეჭდენ თქუენ.
რაჲთა იყვნეთ შვილ მამისა თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, რამეთუ მზჱ მისი აღმოავლინის ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმნ მართალთა ზედა და ცოდვილთა.
უკუეთუ ჰყუარობდეთ მოყუარეთა თქუენთა ხოლო, რაჲ სასყიდელ გაქუნდეს თქუენ? არა მეზუერეთაცა ეგრევე ყვიანა?
და თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა თქუენთა ხოლო, რაჲ უმეტეს ჰყოთ? არა წარმართთაცა ეგრევე ყვიანა?
იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ცათა შინა სრულ არს.