[მ]აშინ იესუ აღიყვანა სულისა მისგან უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგან.
და დაიმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და უკუანაჲსკნელ შეემშია.
და მოვიდა მისა გამომცდელი იგი და ჰრქუა მას: ძჱ თუ ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.
ხოლო მიუგო მან და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა.
მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა მას ქალაქსა და დაადგინა იგი გოდოლსა ზედა მის ტაძრისასა
და ჰრქუა მას: უკუეთუ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, გარდავარდი შენ ამიერ დაქუე, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიქუან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
ჰრქუა მას იესუ: მერმე წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
მერმე აღიყვანა იგი ეშმაკმან მან მთასა მაღალსა ფრიად და უჩუენნა მას ყოველნი მეფო[ბანი და] დიდებაჲ მათ[ი].
და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, და-თუ-ჰ[ვ]არდე და თაყუანის-მცე მე.
მაშინ ჰრქუა იესუ: ვიდოდე, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახ[უ]რებდე.
მაშინ დაუტევ[ა] ეშმაკმან მა[ნ] მუნქუეს [და ანგელო]ზნი მოუჴდეს და ჰმსახურებდეს მას.
[ხოლო] ესმა რაჲ უკუე იესუს, რამეთუ იოვანე საპყრობილედ მიეცა, წარვიდა გალილეად.
და დაუტევა ნაზარეთი, მოვიდა, დაეშენა კაფარნაომდ ზღჳსკიდე[ს]ა საზღვართა [ზა]ბულონისთა [და] ნეფთალემის[თა],
რაჲთა აღესრუ[ლო]ს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული:
ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფლებსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ.
მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: ინანდით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ზეცათაჲ.
და ვიდოდა იგი ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ერქუა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, ისათხევლებდეს სათხევლითა, რამეთუ მთხევლარ იყვნეს.
და ჰრქუა მათ: მოვედით, შემო[მიდეგით] მე და გყვნე თქუენ [მ]ონადირე კაცთ[ა].
მათ მუნქუესვ[ე] დაუტევნეს სათხეველნი იგი და მისდევდეს მას.
და წარვიდა მიერ, იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი, იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განჰკერვიდეს ბადეთა მათთა, [და უწო]და მათ.
[ხოლო] მათ მუნქუეს[ვ]ე დაუტევეს [ნ]ავი იგი და მამაჲ მათი და შეუდგეს მას.
და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა, ასწავლიდა შესაკრებელთა შინა მათთა, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სნეულებათა და ყოველთა არაძლებათა ერისათა.
და განჴდა ჰამბავი იგი მისი ყოველსა ასურეთსა. და მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა პირად-პირადითა სენითა და გუემითა შეპყრობილთა, ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი:
და მისდევდა მას ერი მრავალი. [გან]კურნა იგინი.