ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდეს მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
სადა არს, [რომელი იგი იშვ]ა მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვასკულავი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე?
ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრე წერილ არს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
და შენ ბეთლემ, ქუეყანაჲ იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენ[გან] გამოვიდეს დიდი იგი მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი
მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვასკულავისაჲ.
და წარავლინნა ბეთლემდ და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ყრმისა [მისთჳს] ჭეშმარიტად; რაჟამს ჰპოოთ, [მით]ხართ მე, რაჲთა მ[ე] მოვიდე და თ[ავყ]უანის-ვსცე.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მ[ე]ფისა მისგან, წ[ა]რვიდეს. და, აჰა, ესერა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძ[ღო]და მათ, ვიდრემდე [მ]ოვიდა და და[ადგრა, სადა]ცა იყო ყრმაჲ იგი.
[ხოლო მათ] ვითარცა იხილეს ვარ[სკ]ულავი იგი, გა[ნიხ]არეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას. [დ]ა აღახუნეს საუნჯეთა მათთა [და] მოართუეს მას ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა; არამედ სხჳთ გზით განეშორნეს და წარვიდეს სოფლად თჳსა.
და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსეფს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
ხოლო იგი აღდგა და წარვიდა, წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულ[ებადმდე] ჰეროდჱსა.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ თქჳს: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.
მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს [ბეთლე]მს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლისაჲთგანნი და უდარესი, ჟამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:
ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისაჲ და ტირილისაჲ და ღაღადებისაჲ მრავალი; ჰრაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსეფს ეგჳპტეს
და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წ[ილ, მა]მისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.
და მოვიდა, დაეშჱნა ქალაქსა მას, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარეტყუელი[სა მიერ], ვითარმედ: ნაზორეველ ეწოდოს.