[წ]იგნი შობისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
აბრაჰამ შვა ისაკი; ისაკმან შვა იაკობი; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
ხოლო იუდა შვა ფარჱზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; და ეზრომ შვა არამ;
არამ შვ[ა ამი]ნადაბ; ამინადაბ შვა ნასონ; ნასონ შვა სალმონ;
სალმონ შვა ბოოზ რექაბისგან; ბოოზ შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონი ურიაჲს ცოლისაგან;
სოლომონ შვა რობოამ; [რობო]ამ შვა აბია; აბია შვა ასაფი;
ასაფ შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონი; ამონ შვა იოსია;
იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნისასა.
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელი; სალათიელმან შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
იაკობ შვა იოსეფ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ.
ყოველი ნათესავი აბრაამითგან ვიდრე დავითისა[დმდე] ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისითგან ვიდრე ტყუეობადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილონისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსეფისა. [და ვიდრე] შერთვადმდე მათა იპოვა მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
ხოლო იოსეფ, ქმარი მარიამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მაგისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგა[ნ].
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაჲსწარმეტყუელისაგან, რომელი თქჳს:
აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
განიღჳძა იოსეფ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმა[ნ უფლისა]მან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ, და უწოდეს სახელი მისი იესუ.