ARMAZI
Text collection: Sin.Mr. 
The Sinai Polycephalion

სინური მრავალთავი


On the basis of the edition
Sinuri Mravaltavi 864 c̣lisa,
sasṭambod moamzades ḳatedris c̣evrebma
Aḳaḳi Šaniʒis redakciit, c̣inasiṭq̇vaobit da gamoḳvlevit,
Tbilisi 1959

electronically prepared
under the supervision of Zurab Sarǯveladze and Dareǯan Tvaltvadze,
Tbilisi 2001-2006;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 28.10.2007





Text: 1 
Page of edition: 3 
Page of ms.: 1r 


Line of edition: 1   თ̃ა1* მარტსა კ̂ე



Line of edition: 2   საკითხავნი ხარებისანი

Line of edition: 3  
თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა
Line of edition: 4  
ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა


Line of edition: 5        დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან
Line of edition: 6     
და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.
Line of edition: 7        
დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა
Line of edition: 8     
ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი
Line of edition: 9     
განანათლნა.
Line of edition: 10        
დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების,
Line of edition: 11     
ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.
Line of edition: 12        
დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა
Line of edition: 13     
უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.
Line of edition: 14        
დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა
Line of edition: 15     
უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ
Line of edition: 16     
განცხადებულად გუაუწყა ჩუენ.
Line of edition: 17        
დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და
Line of edition: 18     
მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ: ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ
Line of edition: 19     
ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა
Line of edition: 20     
და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა
Line of edition: 21     
მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა.
Line of edition: 22        
დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, Page of ms.: 1v  რომელსა იტყჳს:
Line of edition: 23     
იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა,
Line of edition: 24     
რამეთუ მოვალს. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან
Line of edition: 25     
უფლისა, რამეთუ მოვალს(1)*, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა
Line of edition: 26     
წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისთჳს უფლისა
Line of edition: 27     
უწოდა. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიხარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა
Line of edition: 28     
მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ
Line of edition: 29     
და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან(2)*.
Line of edition: 30        
დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა
Line of edition: 31     
სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა,
Line of edition: 32     
განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ.

Page of edition: 4  
Line of edition: 1        
დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა
Line of edition: 2     
და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! ხოლო იგი განიზრახვიდა:
Line of edition: 3     
ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად
Line of edition: 4     
მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა! ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე
Line of edition: 5     
მადლი ღმრთისაგან. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი
Line of edition: 6     
მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან
Line of edition: 7     
საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა
Line of edition: 8     
უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა Page of ms.: 2r  იყოს დასასრულ.
Line of edition: 9        
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე
Line of edition: 10     
მამაკაცი არა1* ვიცი?(1)* და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს
Line of edition: 11     
ქალწულებისა იგი პატივი?
Line of edition: 12        
ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელოზმან2*
Line of edition: 13     
მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ
Line of edition: 14     
მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა
Line of edition: 15     
მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის(2)*.
Line of edition: 16        
რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს. შემსგავსებულად წმიდაჲ
Line of edition: 17     
მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ
Line of edition: 18     
ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი3* იყო.
Line of edition: 19        
არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესვთა სადამე იპოვა. არა ვითარ
Line of edition: 20     
პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური
Line of edition: 21     
გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მტავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი
Line of edition: 22     
შეიწყნარა და ესრჱთ გულისა მისისა ზრახვაჲ4* განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან
Line of edition: 23     
მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა
Line of edition: 24     
სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა,_არამედ
Line of edition: 25     
მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა
Line of edition: 26     
პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა Page of ms.: 2v  შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა
Line of edition: 27     
მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი. ამას თავით
Line of edition: 28     
თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა5* მას
Line of edition: 29     
ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგართუ6* ჩუენ? რომელთა
Line of edition: 30     
საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა? ვინაჲ აქუს ჩუენდა
Line of edition: 31     
მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი? ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ
Line of edition: 32     
და სანთელ ნათლის ელვარე ხარ. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ
Line of edition: 33     
იგი. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზთმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა
Line of edition: 34     
და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს
Line of edition: 35     
შენ. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდას ეწოდოს, ძე ღმრთის(3)*.
Line of edition: 36        
ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებას
Line of edition: 37     
შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი.
Page of edition: 5  
Line of edition: 1        
ნუ გეშინინ, მარიამ1*, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა
Line of edition: 2     
მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად
Line of edition: 3     
მადლმან არა თავს-იდვას.
Line of edition: 4        
გულისხმა-ყავ2*, მარიამ, რომელნი მამათ-მთავართა3* და წინაწარმეტყუელთა
Line of edition: 5     
შესცილდეს; ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ
Line of edition: 6     
იყვნეს. გესმა ესევითარი, რომელსა ვე\რსადა Page of ms.: 3r  კრებული იგი ღმრთის
Line of edition: 7     
შემოსილთაჲ ღირს იქმნა. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი
Line of edition: 8     
წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს.
Line of edition: 9        
შენ ხოლო მხოლომან, წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა
Line of edition: 10     
ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული
Line of edition: 11     
წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს. სული წმიდაჲ
Line of edition: 12     
მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა
Line of edition: 13     
მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა.(1)* უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა
Line of edition: 14     
თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა
Line of edition: 15     
აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან
Line of edition: 16     
დიდებაჲ იგი განათლდების. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა
Line of edition: 17     
მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა
Line of edition: 18     
წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი.
Line of edition: 19        
და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს:
Line of edition: 20     
სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა(2)*; არა ხოლო თუ ერთსა
Line of edition: 21     
ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა
Line of edition: 22     
ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად.
Line of edition: 23        
მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და
Line of edition: 24     
ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო,(2)* Page of ms.: 3v  რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ
Line of edition: 25     
მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო
Line of edition: 26     
მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა. ამან მარტომან
Line of edition: 27     
იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა(3)* და არა ხოლო სიკეთჱ
Line of edition: 28     
წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულ[ის]აჲცა4* სათნოჲ სახჱ.
Line of edition: 29        
რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ
Line of edition: 30     
და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და არა ქუეყანისა
Line of edition: 31     
სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა
Line of edition: 32     
იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა
Line of edition: 33     
იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი5*, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი, რომელმან
Line of edition: 34     
ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა
Line of edition: 35     
ევაჲ გამოიყვანა. იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალდ შენგან.
Line of edition: 36        
მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ
Line of edition: 37     
და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით:
Line of edition: 38     
გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! რამეთუ შენი არს სიხარული
Page of edition: 6   Line of edition: 1     
ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან,
Line of edition: 2     
ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა Page of ms.: 5r 1* თანა
Line of edition: 3     
შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა(1)*, შეუგინებელისა თანა _ რომელი
Line of edition: 4     
განსწმედს ყოველთა ადგილთა. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი.
Line of edition: 5     
რომელიცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ
Line of edition: 6     
ღმრთეებისაჲ.
Line of edition: 7        
გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ
Line of edition: 8     
ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო
Line of edition: 9     
და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო,
Line of edition: 10     
ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი
Line of edition: 11     
შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა
Line of edition: 12     
მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად
Line of edition: 13     
ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და
Line of edition: 14     
რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა,
Line of edition: 15     
რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი
Line of edition: 16     
ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა
Line of edition: 17     
ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად
Line of edition: 18     
და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან
Line of edition: 19     
მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული.
Line of edition: 20        
მრავალთა წმიდათა მამ\ათაგანთა Page of ms.: 5v  და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა
Line of edition: 21     
გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს(2)*. და
Line of edition: 22     
რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა
Line of edition: 23     
ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს2* სმენად, და რომელნიმე წმიდათა
Line of edition: 24     
ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა
Line of edition: 25     
გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: "გიხაროდენ,
Line of edition: 26     
მიმადლებულო"! და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას
Line of edition: 27     
ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი
Line of edition: 28     
გამოიღო.
Line of edition: 29        
მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის
Line of edition: 30     
სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ,
Line of edition: 31     
უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ(3)*
Line of edition: 32     
რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე
Line of edition: 33     
განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია.
Line of edition: 34     
აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი
Line of edition: 35     
_ პირველ შექმნული ადამი.
Line of edition: 36        
ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო
Line of edition: 37     
კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა
Page of edition: 7   Line of edition: 1     
Page of ms.: 4r  და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე
Line of edition: 2     
ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ. გულმან უტქუა მეუფესა სიკეთჱ შენი,
Line of edition: 3     
რამეთუ უგუ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე1* მას(1)*.
Line of edition: 4     
ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს,
Line of edition: 5     
რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი; ისმინე ჩემი, შენდა
Line of edition: 6     
მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა
Line of edition: 7     
საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ.
Line of edition: 8        
მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა
Line of edition: 9     
მოვისსწრაფოდით და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ
Line of edition: 10     
დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ
Line of edition: 11     
და ვაქებდეთ. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების
Line of edition: 12     
ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას
Line of edition: 13     
ნათესობასა და იტყჳს, ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად
Line of edition: 14     
ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელი-იგი
Line of edition: 15     
თხოვილ იყო მისა. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან
Line of edition: 16     
და ტომისა დავითისა(2)*.
Line of edition: 17        
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი2* და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ
Line of edition: 18     
უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა Page of ms.: 4v  და
Line of edition: 19     
მიაწვინა ბაგასა(3)*; შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა; შეხჳა,
Line of edition: 20     
რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი(4)*. მიაწვინა ბაგასა ქერობინთა
Line of edition: 21     
ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ; პირუტყუთა3*
Line of edition: 22     
ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი
Line of edition: 23     
ნებით თჳსით პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა
Line of edition: 24     
პირუტყუთ-სახეთა4* კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი.
Line of edition: 25     
და არცაღა ადგილ მათა სავანესა მას. ადგილი არა აქუნდა,
Line of edition: 26     
რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა! ამისთჳს რამეთუ მდიდარი
Line of edition: 27     
იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა(5)* და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს
Line of edition: 28     
ბუნებისა ჩუენისა... ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა
Line of edition: 29     
მკლავთა ზედა დედისათა განისუენა. ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარემოადგს,
Line of edition: 30     
ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს. ზეცას
Line of edition: 31     
მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა
Line of edition: 32     
განისუენებდა. საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი
Line of edition: 33     
სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა
Line of edition: 34     
ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან.
Line of edition: 35        
რამეთუ მისა შუენის ყოველი Page of ms.: 6r  დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Sinai Polycephalion.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.