TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 240
Previous part

Chapter: 42  
თავი : 42


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და შემიყვანა მე ეზოდ გარეშედ აღმოსავალით კერძოდ, პირისპირ ბჭისა ჩრდილოდ მიმართისა, და შემიყვანა მე და აჰა საყდარნი ხუთნი, მახლობელნი ნეშტისანი და მახლობელნი განმაზღვრებელისანი ჩრდილოჲთ კერძო პირისპირ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წყრთითა ასითა სიგრძით ჩრდილოდ მიმართ და სივრცით წყრთითა ერგასისითა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამოწერილნი, ვითარ სახ\ედ Page of ed. 1709: 207b  ბჭენი ეზოჲსა შინაგანისანი და ვითარ სახედ გარემო სუეტები ეზოჲსა გარეშისანი, განწესებულნი წინაშე პირისა სტოანი სამწილნი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და პირისპირ საყდართასა არდაბაგაჲ ათთა წყრთათაჲ, სივრცით წყრთათა ასთა, სიგრძე შინაგანად მიმართ გზად წყრთისა ერთისა; და კარები მათი ჩრდილოჲთ კერძები

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არდაბაგები; ქორედები ეგრეთვე, რამეთუ გამოემატებოდა გარემოჲ სუეტი მისგან ქუეშე კერძოჲსაგან გარემოჲსისა სუეტისა, და ხანი ესრეთგამოჲ სუეტი და ხანი და ესრეთ სტოანი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ სამკეც იყვნეს და სუეტნი არ აქუნდეს, ვითარცა სუეტნი გარეშეთანი, ამისთჳს გაჰმატდეს ქუეშე კერძო და საშუალთაგან ქუეყანით ერგასისნი.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნათელი გარეშე, ვითარ სახედ საყდარნი ეზოჲსა გარეშისანი, მხედველნი პირისპირ საყდართა ჩრდილოდ მიმართთანი, სიგრძე წყრთათა ერგასისთაჲ;

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიგრძე საყდართა, მხედველთაჲ გარეშედ მიმართ ეზოდ, იყო წყრთათა ერგასისთაჲ; და ესენი არიან პირისპირნი, ესე ყოველი წყრთათა ასთაჲ.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კარები საყდართაჲ ამათ შესავალისათაჲ აღმოსავალით Page of ms. Ga: 279v   შესავალად მათ მიერ ეზოისაგან გარეშისა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნათლისაებრ დასაწყისსა შორის არდაბაგისასა და სამხრად მიმართ, პირისპირ სამხრისაჲსა, პირისპირ დანეშტებულისა და პირისპირ განმსაზღვრებელისა, და საყდარნი და არდაბაგაჲ

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირისპირ მათსა საზომთაებრ საყდართაჲსა, გზათა ჩრდილოდ -მიმართთა, და სიგრძისაებრ მათისა და სივრცისაებრ მათისა და ყოველთაებრ გამოსავალთა მათთა და ყოველთაებრ ქცეულებათა მათთა, და ნათელთაებრ მათთა და განსაზიდთაებრ მათთა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საყდართა სამხრად მიმართთაჲსა, და განსაზიდთაებრ არდაბაგის დასაწ\ყისთაჲსა, Page of ed. 1709: 208a  ვითარცა ნათლად მიმართ, ხანი ლელწმისაჲ; და აღმოსავალით კერძო შესლვად მის მიერ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: დასასხდომელნი ესე ჩრდილოჲთ კერძნი და დასასხდომელნი სამხრით კერძნი, მყოფნი პირისპირ ხანებისა, ესე არიან საყდარნი წმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მღდელნი მუნ, ძენი სადუკისნი, მახლობელნი უფლისა მიმართ წმიდათა წმიდათასა, და მუნ დადვოდიან წმიდათა წმიდათასა, ძღუენთაცა და მსხუერპლსა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა, მით რამეთუ ადგილი წმიდა არს.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არ შევიდოდინ მუნ გარეშე მღდელთაჲსა; და არ გამოვიდოდინ წმიდათაგან გარეშედ მიმართ ეზოდ, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ შემწირველნი და მუნ დაჰკრებდენ სამოსელთა მათთა, რაჲთა არა შეეხებოდენ შესამოსელსა მათსა, რომელნი მწირველობენ მათ, რამეთუ წმიდა არიან; და შეიმოსდენ შესამოსელთა სხუათა, ოდეს შევხებოდინ ერსა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასრულდა განზომაჲ სახლისაჲ შინაგან და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა მაგალითი სახლისაჲ მრგულივ განწესებით.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დადგა სამხრით კერძო ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიქცა ჩრდილოდ მიმართ და განზომა პირისპირ ჩრდილოჲსა ხუთასი საზომითა ლელწმი\საჲთა.

Page of ms. Ga: 280r  
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიქცა ზღუად მიმართ და განზომა პირისპირ ზღჳსა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიქცა სამხრად მიმართ და განზომა პირისპირ სამხრისა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა,

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვა\ლებელად Page of ed. 1709: 208b  საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.