TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 218
Previous part

Chapter: 20  
თავი : 20


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა წელსა შინა მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა გამოკითხვად უფლისა და დასხდეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო! თქუ მოხუცებულთა მიმართ ისრაჱლისათა და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ გამოკითხვად ჩემდა მოხუალთ თქუენ, ცხოველ ვარ მე, უკუეთუ მიგიგო თქუენ, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ უსაჯო მათ შჯაჲ, ძეო კაცისაო, უშჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღით რომლითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ და ვეცნობე თესლსა სახლისა იაკობისსა და ვეცნობე მათ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა და შევეწიე მათ ჴელითა ჩემითა მეტყუელი: მე უფალი ღმერთი თქუენი,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა შევეწეოდე მათ ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა ქუეყანად, რომელი განუმზადე მათ, ქუეყანად მადინებელად სძისა და თაფლისა, გოლი არს უფროჲს ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ მათდამი: თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი განყარენინ და სიმარჯუეთა შინა ეგჳპტისათა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განდგეს ჩემგან და არა ინებეს სმენად ჩემი, თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი არა განყარნეს და სიმარჯუენი ეგჳპტისანი არ დაუტევნეს, და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, შესრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის საშუალ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს. წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ed. 1709: 174b  და გამოვიყვანენ იგინი ეგჳპტისა\გან Page of ms. Ga: 257v   და მივიყვანენ იგინი უდაბნოდ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ, რაოდენნი ყვნეს იგინი კაცმან, და ცხოვნდეს მათ შინა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ ყოფად იგინი სასწაულად შორის ჩემსა და შორის მათსა, რაჲთა ცნან მათ, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდამყოფელი მათი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: უდაბნოს ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ. და არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყვნეს იგინი კაცმან და ცხოვნდეს მათ შინა, და განმამწარეს მე სახლმან ისრაჱლისამან, უდაბნოს ზედა ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყვნეს იგინი კაცმან და ცხოვნდეს მათ შინა; და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფრიად; და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა უდაბნოს შინა აღსაჴოცელად მათდა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, უდაბნოს შინა, რაჲთურთით არშეყვანებად მათდა ქუეყანად, რომელი მივეც მათ ქუეყანად მადინებელად სძესა და თაფლსა, გოლი არს უფროჲს ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი განიშორნეს და ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს მათ შინა და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, შემდგომად გულისზრახვათა მათთასა ვიდოდეს.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ შვილთა მათთა მიმართ უდაბნოს შინა: შჯულებთა შორის მამათა თქუენთაჲსა ნუ ხუალთ და სამართალთა მათთა ნუ დაიმარხავთ და სიმარჯუეთა მათთა ნუ თანა აღერევით და ნუ შეიგინე\ბით Page of ed. 1709: 175a .

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ და სამართალნი ჩემნი დაიმარხენით და ყვენით იგინი:

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შაბათნი ჩემნი წმიდა ყვენით იგინი და იყვნენ სასწაულად შორის ჩემსა და შორის თქუენსა, ცნობად, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა: ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი არ დაიმარხნეს ყოფად მათდა, რომელ\თაჲ Page of ms. Ga: 258r   მოქმედი მათი კაცი ცხოვნდეს მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და ვთქუ მიფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ ზედა, უდაბნოს შინა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვაქციე ჴელი ჩემი მათგან, რომელი ვყავ ჩემთჳს, რაჲთა სახელი ჩემი რაჲთურთით არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოს შინა განბნევად მათდა წარმართთა შორის და განთესვად მათდა სოფლებთა შორის.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი არა ყვნეს და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და უკუანა გულისზრახვათა მამათა მათთასა იყვნეს თუალნი მათნი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არაკეთილნი და სამართალნი, რომელთა შინა არ ცხოვნდენ მათ შინა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მწიკულევან ვყვნე იგინი ნიჭთა შინა მათთა განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ განმდებისა საშოჲსაჲსა, რაჲთა უჩინო ვყო იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვიდრე ამისამდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა დაკუეთებათა მიერ მათთა, რომელთა შინა დაეკუეთნეს თჳთ ჩემდამო.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევიყვანენ იგინი ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მათ, და იხილეს ყოველი ბორცჳ მაღალი და ყოველი ხე ჩრდი\ლოანი Page of ed. 1709: 175b  და უზორეს მუნ ღმერთთა მათთა და დააწესეს მუნ საკუმეველი ძღუენთა მათთაჲ და დადვეს მუნ საყნოსი სულნელებისა მათისაჲ და უგეს მუნ გებანი მათნი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ მათდამი: რაჲ არს ღავვანა, რამეთუ თქუენ შეხუალთ მუნ? და ეწოდა სახელი მისი ღავვანა ვიდრე დღესისა დღემდე.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: უშჯულოებათა შინა მამათა თქუენთასა შეიგინებით თქუენ და უკუანა საძაგელთა მათთა ისიძავთ თქუენ.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასაბამთა შინა მისაცემელთა თქუენთასა და განჩინებათა შინა თქუენთა, განვლებისა მიერ შვილთა თქუენთასა ცეცხლს\ისა Page of ms. Ga: 258v   შორის, თქუენ შეიგინებით და ყოველთა შინა გულისზრახვათა მათთა ვიდრე დღესისა დღემდე და მე სიტყუაჲ გიგო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო? ცხოველ ვარ მე, -- იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ და აღვიდეს სულსა თქუენსა ზედა ესე.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა იყოს, ვითარ სახედ თქუენ იტყჳთ: ვიყვნეთ, ვითარცა წარმართნი და ვითარცა ტომნი ქუეყანისანი, დაკუთნვად ძელთა და ქვათა.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაი უფალი; არა თუ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, სადა განიბნიენით მათ შორის, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიგიყვანნე თქუენ უდაბნოდ ერთა და განგესაჯო თქუენდამი მუნ პირითა პირისა მიმართ.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ სახედ განვესაჯე მამათა თქუენთა მიმართ უდაბნოს შინა ეგჳპტისასა, ესრეთ გსაჯნე თქუენ, იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოგიყვანნე, თქუენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა და შეგიყვანნე თქუენ რიცხუსა Page of ed. 1709: 176a  შორის აღთქუმისასა.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვარჩინე თქუენგან უთნონი და განდგომილნი, მით რამეთუ ქუეყანისაგან მსხემობისა მათისა გამოვიყვანნე იგინი და ქუეყანად ისრაჱლისა არა შევიდენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ, სახლი ისრაჱლისაჲ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: კაცადმან სიმარჯუენი თჳსნი მოისპენით და ამათს შემდგომად, უკუეთუ თქუენ ისმინოთ ჩემი და სახელი მისი. წმიდაჲ არ შეაგინოთ, არღა მერმე ძღუენთაებრ თქუენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა გიყო თქუენ,

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა, -- იტყჳს ადონაი უფალი, მუნ მმსახურებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად ქუეყანასა ზედა და მუნ შევიწყნარნე მე იგინი და მუნ ზედ-მივიხილო დასაბამთა თქუენთა და დასაბამთა განნაჩინებთა თქუენთასა, ყოველთაგან სიწმიდეთა თქუენთა.

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საყნოსად სულნელებისად შევიწყნარნე თქუენ, გამოგიყვანნე რაჲ თქუენ ერთაგან, და შეგი\წყნარნე Page of ms. Ga: 259r   თქუენ სოფლებთაგან, რომელთა შორის განიბნიენით მათ შორის, და წმიდა ვიყო თქუენ შორის წინაშე თუალებსა ერთასა.

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი შეყვანებასა შინა ჩემ მიერ თქუენსა ქუეყანად ისრაჱლისა, ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენოთ მუნ გზათა თქუენთაჲ და სიმარჯუეთა თქუენთა ყოველთაჲ, რომელთა შინა შეიგინებოდეთ მათ შინა; იცემდით პირთა თქუენდა ყოველთა ზედა უკეთურებათა თქუენთა, რომელთაცა იქმოდეთ.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, ესრეთ რაჲ გიყო თქუენ, რაჲთა არა შეიგინოს სახელი ჩემი არა გზათა თქუენთაებრ ბოროტთა, არცა სიმარჯუეთა თქუენთაებრ განხრწნილთა, სახლო ისრაჱლისაო, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 45   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 46   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა და მიიხილე Page of ed. 1709: 176b  დაგონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მაღნარსა ზედა წინამძღუარსა ნაგევისსა.

Verse: 47   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მაღნარსა ნაგევისსა: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: აჰა მე აღვაგზნა შენ შორის ცეცხლი და შეჭამოს შენ შორის ყოველი ხე ნედლი და ყოველი ხე ჴმელი, არა დაშრტეს ალი აღტყინებული და დაიწუას მის შორის ყოველი პირი მზის აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

Verse: 48   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნას ყოველმან ჴორცმან, ვითარმედ მე უფალმან აღვაგზენ იგი და არა დავშრიტო.

   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ: ნუსადა, უფალო უფალო! იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქუმული არს ესე?




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.