TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 195
Previous part

Chapter: 49  
თავი 49



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. Ga: 241v   ძეთა ამონისთა ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაილსა შორის, ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსთჳს დაიპყრა მელხომ გალაადი, და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს?

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა დღ\ენი Page of ed. 1709: 126a  მოვლენ, იტყჳს უფალი, და ვასმინო რაბათსა ზედა, ძეთა ამონისთასა შფოთი ბრძოლათაჲ, და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ, და დაიპყრას ისრაილმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ Page of ms. Ga: _  . ღალად-ყავთ, ასულო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუებად ვალს, მლდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა?

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე მოვიღო შიში შენ ზედა, თქუა უფალმან ძალთამან, ყოველთაგან გარემოჲს მყოფთა შენთა, და განიწესოს კაცადი პირისა კერძ[ო] თჳსისა, და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამის შემდგომად მოვაქ[ც]იო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 241r   იდუმეასა ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწდმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დაითრგუნა ადგილი მათი; დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად, მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მის ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედ-მივჰხვდე მას.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არა დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა, დადვან შენ ზედა ჴელი მათი.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი, დაფარვად ვერ უძლონ; წარწყმდა თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისაჲთა და მეზობლისაჲთა, და არა არს.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი, და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდ\ენ Page of ed. 1709: 126b  .

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს; და შენ, უბრალო-ქმნილი, არა უბრალო-იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, იტყჳს უფალი, ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკრბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა კნინღა, მიგეც Page of ms. Ga: 241v   შენ წარმართთა შორის და ადჳლ საწუნველ კაცთა შორის.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ლაღობამან გულისა შენისამან დაგირწყუნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა, შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისაჲ, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდენი, მიერ გარდმოგაგდებენ, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს იდუმეაჲ უვალად ყოველი თან[ა]-წარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, თქუა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი, და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან, და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ, მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს, ვითარ მე? და ვინ წინა-აღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ განზრახვაჲ უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეასა ზედა, და გულის-სიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა, არა თუ თან[ა]-აღირაცხნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი, არა თუ უვალ იქმ\ნეს Page of ed. 1709: 127a  მათ ზედა სავანე მათი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყა ქუეყანაჲ, და ღაღადებაჲ შენი ზღჳსა შორის მეწამულისა ისმა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განყარნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა; და იყოს გული ძლიერთა იდუმეაჲსათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისაჲ Page of ms. Ga: _  .

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არაფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე; განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულ-მწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოკლებულ იქმნა დამასკოჲ, მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი და სალმობამან მოიცვა ვითარცა მშობი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყუარა?

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, ჰრქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კიდარს, მეფეას ეზოჲსასა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ თქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუნენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოჲს.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ივლტოდეთ ფრიად, განკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, იტყჳს უფალი, რამეთუ, განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან განზრახვაჲ, და ისიტყუა თქუენ ზედა გულის-სიტყუაჲ.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილ-მდგომსა და მყუდროსა Page of ed. 1709: 127b  და მჯდომარესა განსუენებულად, იტყჳს უფალი, რომელსა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე ცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი, და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ეზოჲ მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე, არ დაემკჳდროს მუნ კაცი, და არ დაჯდეს მუნ ძე მიწის ნაშობისაჲ$.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 234v   სიტყუაჲ, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაჲსწარმეტყუელისა ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა: მეფისა იუდაჲსსა, და თქუა:

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: აჰა ესერა შევმუსრო მშჳლდი ელამისაჲ, დასაბამი მძლავრობისა მათისაჲ.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვჰხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვსთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა, და არა იყოს ნათესავი, რომელი არა მოვიდეს მუნ, განმაგარეებელნი ელამისნი.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შიშნეულ-ვყვნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა, და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულის-წყრომისა ჩემისა, იტყჳს უფალი, Page of ms. Ga: 235r   და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი ვიდრე მოსპოლვამდე მათდა.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, თქუა უფალმან.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუანაჲსკნელთა დღეთა ზე-მოვაქციო ტყუეობაჲ ელამისაჲ, იტყჳს უფალი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.