TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 175
Previous part

Chapter: 29  
თავი 29



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა Page of ed. 1709: 99a  და მღდელთა მიმართ და ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონდ მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონდ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲსა და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა და პყრობილისა იერუსალიმით.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამპრია, ძისა ქელკიაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია მეფემან იუდაჲსმან მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონდ მეტყუელმან.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონდ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიყვანენით ცოლნი და შვილ ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლნი. და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შვნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ, და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშჳდობა თქუენი.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისმან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელნი თქუენი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებედ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმე[ნ]თ ძილის-შორისთა თქუენთასა, რომელთა იძილის-შორისებთ თქუენ.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცრუთა გიწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მიმავლინენ იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ ყოფაჲ ბაბილონს სამეოც Page of ed. 1709: 99b  და ათსა წელსა, ზედმოვიხილო თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყუანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მიმართ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე უწყი გულის-სიტყუაჲ, რამეთუ მე ვარ და ვსიტყუავ თქუენ ზედა, თქუა უფალმან გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა მიცემად თქუენდა ამათ სასოებაჲ კეთილი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მხადოდით მე და ხჳდოდით, და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამომიძიეთ მე და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამომეცხადო თქუენ, თქუა უფალმან, და მოვაქციო ტყუეობაჲ თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ მუნ, თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ, ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინაჲ-იგი წარგტყუენენ თქუენ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაჲსწარმეტყუელნი ბაბილონს.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ, მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა, და ყოველსა ზედა ერსა, დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარი მისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დევნა-ვყო უკუანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი მუნ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყუაჲ ჩემი, იტყჳს უფალი, მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი, წინაჲსწარმეტყუელნი, აღმმსთობმან და მიმავლ\ენელმან, Page of ed. 1709: 100a  და არა ისმინეს, თქუა უფალმან.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუენ, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსლიმით ბაბიდონდ (15) რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩუენ ზედა წინაჲსწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან აქიაბის ზედა, ძის კოლაჲსისა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გაწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა, და მოწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიაბს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა და იმრუშებდეს ცოლებსა მოქლაქეთა მათთასა და სიტყუაჲ გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი არა უბრძანე მათ, და მე ვარ მცნობელი და მოწამე, იტყჳს უფალი.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: მის წილ რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმს შინასა, არ მიგავლინებენ სახელითა ჩემითა და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მასესსა მღდელსა და ყოველთა მღდელთა, მეტყუელმან:

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედა-მდგომელად სახლსა შორის უფლისასა ყოვლისა კაცისა მწინაჲსწარმეტყუელებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდეველად სინოხს და კატარრაკატსა მას.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა, მწინაჲსწარმეტყუელებსა თქუენსა?

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოავლინა Page of ed. 1709: 100b  ჩუენდა ბაბილონდ მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამეთ ნაყოფი მათი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაჲსწარმეტყუელისათა.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ, მეტყუელი.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა, მეტყუელი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეაჲს ზედა ელამიტელისა, მეტყუელსა: ვინაჲთგან გიწინაჲსწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი, და მოსავ-გყვნა თქუენ ცრუსა ზედა.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა მე ზედ-მოვიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, თქუა უფალმან, რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.