TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 174
Previous part

Chapter: 28  
თავი 28



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა წელსა, დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუ-წინაჲსწარმეტყუელმან გაბაონე[ლ]მან, სახლსა შინა უფლისასა წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა, მეტყუელმან.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისმან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შემდგომად ორისა წლისა დღეთა და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუხოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონდ.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლებაჲ იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონდ, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა, [თქუა] უფალმან ეგრე, და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა იერემია ანანაჲს მიმართ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელისა წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა, მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყუაჲ შენი, რომელსა შენ წინაჲსწარმეტყუელებ მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაჲსწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა, და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, და წინაჲსწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳ\რთა Page of ed. 1709: 98b  და სიკუდილისა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაჲსწარმეტყუელნი, რომელი წინაჲსწარმეტყუელებდა მშჳდობად, მოსლვასა სიტყჳსასა იცნობებოდა წინაჲსწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიხუნა ანანია წინაშე თუალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაჲსწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ანანია წინაშე თუალთა ყოვლისა ერისათა, მეტყუელმან. ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა Page of ms. Ga: _   ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარვიდა იერემია წინაჲსწარმეტყუელი გზასა თჳსსა. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაჲსწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა, მეტყუელი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდოდე და თქუ ანანაჲს მიმართ, მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან, საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ, და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდინ ნაბუქოდონოსორს მეფესა ბაბილოვნისასა და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან ანანიას ცრუ-წინაჲსწარმეტყუელსა: ისმენე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკუდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოკუდა ანანია ცრუ-წინაჲსწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.