TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 101
Previous part

Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to sept   და ვინაჲთგან დაესრულა ყოველი ერი გამვლელი იორდანისაჲ. და ჰრქუა უფალმან იისუს, მეტყუელმან:

Verse: 2   Link to sept   
მიმყვანებელი ათორმეტთა მამაკაცთა ერისაგან ერთსა თთოჲსა ტომისაგან,

Verse: 3   Link to sept   
ამცნებდ მათ, მეტყუელი: აღმოირჩიენით ამიერ საშუალით იორდანისაჲთ მზანი ათორმეტნი ლოდნი და ამათთა მომხუმელთა თქუენ თანა მაგათ დასხენით იგინი მჴედრობისა თქუენის შორის, სადაცა დაიბანაკოთ მუნ დამე.

Verse: 4   Link to sept   
და მიმწოდებელმან იისუმან ათორმეტთა Page of ms. Ga: 310v   მამაკაცთა დიდებულთამან ძეთა ისრაჱლისათაგან, ერთსა თითოეულისა ტომისაგან,

Verse: 5   Link to sept   
ჰრქუა მათ: მოიხუენით წინაშე ჩემსა წინა პირსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა საშუალისაგან იორდანისა და აღმომრჩეველმან თითომან მუნით ქვასა ერთსა აღიღენ მჴართა თჳსთა ზედა რიცხჳსაებრ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა,

Verse: 6   Link to sept   
რაჲთა იყვნენ თქუენდა იგინი სასწაულად მდებარენი მარადის, რაჲთა რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე, მეტყუელი: რაჲ არიან ლოდნი ესე თქუენდა?

Verse: 7   Link to sept   
და შენ განუცხადო ძესა შენსა, მეტყუელმან, ვითარმედ: მოაკლდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა აღთქუმისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა განჰვლიდა მას. და იყვნენ ლოდნი ესე მოსაჴსენებელ ძეთა ისრაჱლისათა ვიდრე საუკუნოდმდე.

Verse: 8   Link to sept   
და ყვეს ეგრეთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო უფალმან იისუსა. და მიმხუმელთა ათორმეტთა ლოდთასა საშუალით იორდანისაჲთ, ვითარ-იგი უბრძანა უფალმან იისუსა დასასრულსა განვლისა ძეთა ისრაჱლისათასა, და მოიხუნეს მათ თანა ბანაკად და დასხნეს იგინი მუნ.

Verse: 9   Link to sept   
ხოლო აღდგნა იისუმან სხუანიცა ათორმეტნი ლოდნი თჳთ იორდანესა შინა, ადგილსა შინა ქმნილსა ფერჴთა ქუეშე მღდელთასა, აღმღეთა კიდობნისა აღთქუმისა უფლისათასა იორდანესა შინა.

Verse: 10   Link to sept   
ვიდრემდე აღასრულნა იისუმან ყოველნი, რაოდენნი ამცნნა უფალმან მითხრობად, და სრულ-ყვნა ერმან და განვიდეს.

Verse: 11   Link to sept   
და იყო, ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან განვლაჲ და განვიდა კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ და ქვანი პირველნი წინა კერძო მათსა.

Verse: 12   Link to sept   
და განვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და კერძოჲ ტომისაჲ მანასეს.

Verse: 13   Link to sept   
ოთხგზისნი ბევრნი კეთილსარტყელნი მბრძოლად განვიდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოჲსა ქალაქისა.

Verse: 14   Link to sept   
მას დღესა შინა აღაორძინა უფალმან იისუ წინაშე ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა Page of ms. Ga: 311r   და ეშიშვოდეს მას, ვითარ-სახედ ეშიშვოდეს მოსესა, რაოდენ ჟამს ცოცხალ იყო.

Verse: 15   Link to sept   
და ჰრქუა უფალმან იისუსა, მეტყუელმან:

Verse: 16   Link to sept   
ამცენ მღდელთა აღმღეთა კიდობნისა აღთქუმისა უფლისა საწამებელისათა გამოსლვაჲ იორდანით.

Verse: 17   Link to sept   
და ამცნო იისუმან მღდელთა, მეტყუელმან:

Verse: 18   Link to sept   
და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი აღმღენი კიდობანსა აღთქუმისა უფლისასა იორდანით და დადგნეს ფერჴნი მათნი ქუეყანასა ზედა. და მიიმართა წყალმან იორდანისამან ადგიდ თჳსსა და ვიდოდა ვითარცა გუშინ და მესამესა დღესა ყოვლისა შორის კმოდისა.

Verse: 19   Link to sept   
და ერი აღვიდა იორდანით მეათესა თთჳსა პირველისასა და რაზმის წყობა-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალთა შორის კერძოთა მზისა აღმოსავალად მიმართთა იერიქოჲთ გამო.

Verse: 20   Link to sept   
და ათორმეტნი იგი ქვანი, რომელნი მოიხუნეს იორდანით, დადგნა იისუმან გალგალთა შორის, მეტყუელმან:

Verse: 21   Link to sept   
რაჟამს გკითხვიდენ ძენი თქუენნი თქუენ, მეტყუელნი: რაჲ არიან ქვანი ესე,

Verse: 22   Link to sept   
მიუთხართ ძეთა თქუენთა, ვითარმედ: ჴმელსა ზედა განვიდა ისრაელი იორდანესა ამას,

Verse: 23   Link to sept   
განაჴმო რაჲ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წყალი იორდანისაჲ წინაშისაგან მათისა, ვიდრე არა განეიდეს, ვითარიგი უყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან მეწამულსა ზოუასა, რომელი განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე ჩუენსა. ვიდრემდის განვვლეთ,

Verse: 25   Link to sept   
რაჲთა ცნან ყოველთა წარმართთა ქუეყანისათა, ვითარმედ ძალი უფლისაჲ ძლიერ არს, და რაჲთა თქუენ ემთნნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა ყოველსა ჟამსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.