TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 100
Previous part

Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to sept   და აღიმსთო იისუმან განთიად და იტრნეს სატტით და მოვიდეს ვიდრე იორდანედმდე და დაიბანაკეს მუნ განსავალსა თანა.

Verse: 2   Link to sept   
და იყო, შემდგომად სამისა დღისა და ვლეს მწიგნობართა ბანაკი

Verse: 3   Link to sept   
და ამცნეს ერსა, მეტყუელთა: რაჟამს იხილოთ კიდობანი აღთქუმისა ღმრთისა ჩუენისაჲ და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი აღმდებელად მისსა, აღიტრენით ადგილთაგან თქუენთა და Page of ms. Ga: 309v   ვიდოდეთ შემდგომად მისსა.

Verse: 4   Link to sept   
არამედ განგრძობილ იყავნ შორის თქუენსა და მისსა ვითარ ორათასებ წყრთა, დადეგით, ნუ მიეახლებით მას, რაჲთა დასდგეთ გზასა, რომელსა ვიდოდის იგი, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა გუშინდიდგან და მესამით დღით.

Verse: 5   Link to sept   
და ჰრქუა იისუმან ერსა. იუმწინკულოეთ ხვალისა, რამეთუ ხვალე ყვნეს უფალმან თქუენ შორის საკჳრველნი.

Verse: 6   Link to sept   
და ჰრქუა იისუმან მღდელთა: აღიღეთ კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ და წინა ვიდოდეთ ერისა. და აღიღეს მღდელთა კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ და ვიდოდეს წინაშე ერისა.

Verse: 7   Link to sept   
და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: ამას დღესა ვიწყებ ამაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაჲთა ცნან: ვითარ-იგი ვიყავ მოსეს თანა, ეგრეთ ვიყო შენთანაცა.

Verse: 8   Link to sept   
და აწ ამცენ მღდელთა აღმღეთა კიდობნისა აღთქუმისათა, მეტყუელმან: ვითარცა შეხჳდეთ კერძოსა წყლისა იორდანისასა და იორდანესა შინა დადეგით.

Verse: 9   Link to sept   
და ჰრქუა იისუმან ძეთა ისრაჱლისათა: შემოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.

Verse: 10   Link to sept   
ამის მიერ ცანთ აწ, ვითარმედ: უფალი მცხოვნი არს თქუენ შორის და მომსრველი მოჰსრავს პირისაგან თქუენისა ქანაანელსა და ქეტელსა და ფერეზელსა და ეველსა და ამორეველსა და გერგესეველსა და იებუსელსა.

Verse: 11   Link to sept   
აჰა, კიდობანი აღთქუმისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ განვალს იორდანესა.

Verse: 12   Link to sept   
გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან Page of ms. Ga: 310r   ისრაჱლისათა ერთი თითო ტომისაგან.

Verse: 13   Link to sept   
და იყოს, ვითარცა დასცხრენ ფერჴნი მღდელთანი. აღმღებელთანი კიდობნისა აღთქუმისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისათანი წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისაჲ მოაკლდეს, ხოლო წყალი შთამომავალი დადგეს.

Verse: 14   Link to sept   
და აღიტრა ყოველი ერი კარვებთაგან მათთა განვლად იორდანისა, ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ წინა კერძო ერისა.

Verse: 15   Link to sept   
და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი აღმდენი კიდობანსა აღთქუმისა უფლისასა იორდანედ და ფერჴნი მღდელთა აღმდეთა კიდობანსა აღთქუმისა უფლისასა შთაეწნეს კერძოსა წყლისა იორდანისასა, ხოლო იოროანე აღავსებდა ყოვლითურთ კმოდესა მისსა, ვითარცა დღეთა მკისა იფქლისათა.

Verse: 16   Link to sept   
და დადგეს წყალნი შთამომავალნი ზენაჲთ და დგა შენაყინავად ერთად განდგომილი შორს ფრიად ვიდრე კერძომდე კარითიარიმისსა, ხოლო შთამავალი შთავიდა ზღუად არაბად, ზღუად მარილთად ვიდრე სრულიად მოაკლდა და ერი დგა პირისპირ იერიქოსა.

Verse: 17   Link to sept   
და დგეს მღდელნი აღმღენი კიდობანსა აღთქუმისა უფლისასა ჴმელსა ზედა საშუალ იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴმელად, ვიდრემდის დაესრულა ყოველი ერი განმვლელი იორდანისაჲ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.