TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 82
Previous part

Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   უკუეთუ უჩინო-ყვნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი, რომელთასა ღმერთი შენი მოგცემს შენ ქუეყანასა მათსა, და დაიმკჳდრნეთ იგინი და დაემკჳდრნეთ ქალაქთა შინა მათთა და სახლთა შინა მათთა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
სამნი ქალაქნი გამოიყვანე თავისა შენისად ქუეყანასა შინა შენსა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მოწონე გზაჲ და განასამწილენ საზღვარნი ქუეყანისა შენისანი, რომელსა განგინაწილებს შენ უფალი ღმერთი შენი, და იყოს მუნ შესალტოლველი ყოვლისა კაცისმკვლელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესე არს ბრძანებაჲ კაცისმკვლელისაჲ, რომელიცა შეივლტოდის მუნ და ცხოვნდეს, რომელმან უკუეთუ სცეს მოყუასსა უნებლიეთ და ამან არა მოძულემან მისმან პირველ გუშინდელისა და პირველ მესამისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და რომელი უკუეთუ განვიდეს გზად მოყუსისა თანა შეკრებად შეშისა და მოიქნიოს ჴელითა თჳსითა ცული განკუეთად შეშისა და წარვრდომილი რკინაჲ შეშისაგან ეცეს მოყუასსა და მოკუდეს, ესე შეივლტოდის ერთსა ქალაქთა ამათგანსა და ცხოვნდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა დევნა-უყოს მეძიებელმან სისხლისამან უკუანა მკლველისა, რამეთუ განჴურვებულ არს გულითა, და ეწიოს მას. და უკუეთუ შორს იყოს გზაჲ და სცეს მან სული იგი და ესე არა არს საშჯელი სიკუდილისაჲ, რამეთუ არა მოძულე იყო მისსა პირველ გუშინდელისა და პირველ მესამისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მე გამცნებ შენ სიტყუასა ამას, მეტყუელი: სამნი ქალაქნი გამოიყვანე თავისა შენისად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განავრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი შენნი, ვითარ-სახედ ეფ\უცა Page of ms. Ga: 251v   ღმერთი შენი მამათა შენთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ისმინო ქმნაჲ ყოველთა ამათ მცნებათაჲ, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს: შეყუარებად უფალი ღმერთი შენი, სლვად ყოველთა შინა გზათა მისთა ყოველთა დღეთა და შესძინნე თავისა შენისად მერმე ხუთნიღა ქალაქნი სამთა ამათ თანა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა დაითხიოს სისხლი უმიზეზოჲ ქუეყანასა შინა შენსა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს წილითა, და არა იყოს შენ შორის თანამდები სისხლისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ იყოს კაცი მოძულე მოყუსისაჲ და დაუმზიროს მას და დასცეს სული მისი და მოკუდეს და შევარდეს ერთსა ქალაქთა ამთგანსა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოავლინოს ბერობამან ქალაქისა მისისამან და მიიყვანონ მუნით და მისცენ იგი ჴელთა სისჴლისმეძიებელისათა და მოკუდეს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არა ერიდოს თუალი შენი მის ზედა და განსწმიდო სისხლი უმიზეზოჲ ისრაელისაგან და კეთის იყოს შენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა გარდასძრნე საზღვარნი მოყუსისა შენისანი, რომელნი დაამტკიცნეს მამათა შენთა დამკჳდრებასა მას შენსა, ოდეს დაემკჳდრე ქუეყანასა მას ზედა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცა შენ წილითა განწილშჯულვად იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
არა სარწმუნო იყოს მოწამე ერთი წამებად კაცისათჳს ყოველსა ზედა უსამართლოებასა და ყოველსა ზედა ცოდვასა, რომელი ცოდოს, პირითა ორთა მოწამეთაჲთა და პირითა სამთა მოწამეთაჲთა დადგეს ყოველი სიტყუაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
წარმო-თუ-დგეს მოწამე უსამართლოჲ კაცისათჳს და მსიტყუელი მისი უღმრთოებასა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და დადგენ ორნი კაცნი, რომელთაჲ იყოს მათი ცილობაჲ წინაშე უფლისა და წინაშე მღდელთა და წინაშე მსაჯულთა, რომელნი იყვნენ მათ დღეთა შინა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გამოიძიონ მსაჯულთა განმკაცრებით და, აფა, მოწამემან უსმართლომან წამა უსამართლოჲ, აღდგა ვაშტად ძმისა თჳსისა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ეყოს მას, ვითარ-სახედ იძმაცუა ყოფად ძმისა თჳსისა, და სპეთ ბოროტი თქუენ მაგ\ათგან Page of ms. Ga: 252r  .

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ნეშტთა ამათ ესმეს რაჲ, შეეშინოს და არღა შესძინონ მერმე ქმნად სიტყჳსა ამისებრ ბოროტისა თქუენ შორის.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა ერიდოს სული შენი მის ზედა. სული ნაცვალად სულისა, თუალი ნაცვალად თუალისა, კბილი ნაცვალად კბილისა, ჴელი ნაცვალად ჴელისა, ფერჴი ნაცვალად ფერჴისა, ვითარ-იგი სცა ძჳრი მოყუასსა, ეგრეთ ეცეს მას.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.