TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 45
Previous part

Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და კაცმან თუ ვინმე ძეთა ისრაელისათაგანმან, გინა თუ მწირთაგანმან მახლობელთა თქუენთამან, რომელმან იკადროს ჭამად რაჲსამე სისხლისა, დავამტკიცო თავი ჩემი ზედა თავსა მისსა და მოსპოლვით მოვსპოლო იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ სამშჳნველი ყოვლისა ჴორციელისა სისხლი თჳსი არს, და მიგეც იგი თქუენ ზედა ტაბლასა მას სალხინებელად სულთა თქუენთა, რამეთუ სისხლი იგი მისი თავისა თქუენისა წილ სალხინებელად და დაითხევის.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაელისათა: ყოველმან სულმან თქუენთაგანმან სისხლი ნუსადა ჭამოს და გარეთ შემოსრულმან მწირმან და მახლობელმან სისხლისა ჭამად არა შეეხოს.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კაცმან ძეთამან ისრაელისათამან, მწირმან გინა მსხემმან, რომელმან ინადიროს Page of ms. S: 216v   ნადირი ჴელსა გინა მფრინველთაგანი გინა ოთხფერჴთა, რომელი იჭამების, დასთხიენ სისხლი მისი და დაფარენ მიწითა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ საშუმინველი ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს, და ვარქუ მე ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ: სისხლსა ყოვლისა ჴორციელისასა ნუ სჭამთ, რამეთუ საშუმინველი ყოვლისა ჴორციელისა სისხლი თჳსი არს და ყოველი, რომელი ჭამდეს მას, მოსპოლვით მოისპოს.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი, რომელი სცთეს და ჭამოს მკუდრისა გინა ნამჴეცავი გარეთ შემოსრულთაგანმან, გინა მწირთაგანმან, გინა შიშუელთაგანმან ბუნაკმან მის სოფლისამან, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიწმიდოს თავი თჳსი წყლითა და ბილწადვე შერაცხილ იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი, არცა განიწმიდოს თავი თჳსი წყლითა, მიიღოს ცოდვაჲ იგი თჳსი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.