TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 8
Previous part

Chapter: 8 
თავი VIII


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს. შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მსახურებდენ მე.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღვარნი შენნი მყუარითა.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოსცეს მდინარემან მყუარი, და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა ადმოჴდენ მყუარნი.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა და ადმოიყვანე მყუარი.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განირ თხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მაო ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყვანა მყუარი. და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისთა გრძნებითა მათითა და აღმოავლინეს მყუარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს დმრთისა მიმართ თქუენისა. რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისაგან, და განვავლინო ერი ესე, რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქჳ, რათა უწყოდი, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთ უფლისა გარეშე.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისა და უფლებისა მაგის შენისაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოსა და დაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო იღეს მათ ფარაოსგან.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე. და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა მყუარებითა მით.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
იხილა რა იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლისაგან მისისა. მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანება იგი ღმრთისა.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი და ეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა და დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა სწორად და ყოველივე ნაპრალი ქუეყანისა მის აღივსო მუმლითა მით.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ყვიან-ღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანება მუმლისა მის, გან-ვერვე-აძლიერიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისა არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რა-იგი უბრძანა უფალმან.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ წინაშე ფარაოსა და მუნქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მსახურონ მე უდაბნოსა ზედა.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი, და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვადიდო ქუეყანა იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მოვედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევწირეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით ეგპტელთათა მსხუერპლი, ქვითა განვიტჳნნეთ.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა და მუნ შევწიროთ ჩუენ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუ ვიდრე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე ხვალვე, ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.

Verse: 30  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

Verse: 31  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ყო უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მას მოსე. და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და ყოვლისაგან ქუეყანისა მისისა, არა დაშთა არცაღა ერთ.

Verse: 32  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინება ერისა მის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.