

ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რა-იგი უყრ ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.


ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა. მე ვარ უფალი,


რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ, და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყე ამათ.


და დავამტკიცე აღთქმა ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთა, ქუეყანასა მას, რომელსა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.


და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაელისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქმა იგი თქუენი.


წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაელისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მადლითა და სასჯელითა დიდითა.


და მოგიყვანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნა თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან.


და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.


ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაელისათა. და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.


ჰრქუა უფალმან მოსეს:


შევედ შენ და ეტყოღე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაელისანი ქუეყანით ეგჳპტით.


იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაელისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო, რამეთუ მე უტყუ ვარ.


ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა. არქუთ ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაელისანი ქუეყანით ეგჳპტით.


და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი: ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაელისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი. ესე არიან ნათესავნი რუბენისნი.


და ძენი სჳმეონისნი: იემუელ და იამინ და ოდ და იაქიმ და საარ და საულ, რომელი ესუა ფინიკიელისა მისგან; ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.


და ესე სახელები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოც და ათჩჳდმეტ წელ.


და ესე არიან ძენი გეთსონისნი. ლობენი და სემეი, სახლისა მამულისა მათისანი.


და ძენი კათისნი. ამბრამ და ისარ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოც და ათ წელ.


და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი. ესე სახლისა მამულისა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.


და მოიყვანა აბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. ხოლო წელნი ცხორებისა აბრამისნი ასოც და ათექუსმეტ წელ.


და ძენი ესაარისნი: კორე და აფეკ და ზექრი.


და ძენი იზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.


და მოიყვანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.


და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ. ესე შობანი კორესნი.


და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყვანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.


ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა-იგი ჰრქუა ღმერთმან გამოყვანება ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.


ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაელისანი ეგჳპტით, ესე არიან აჰრონ და მოსე


დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს ქუეყანასა მას ეგჳპტისასა,


და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი; ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ.


და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმაწულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?