TITUS
Author: Ant. 
Anṭoni I.
Text: Gr. 
Georgian Grammar

electronically prepared by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 24.5.2000;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 24.5.2000 / 1.6.2000 / 20.9.2002







Part: P 
Page: 1r 
შეყუანილება წიგნისა ღრამმატიკაჲსა, მიწერილი მოძღუართად და მოწაფეთად ღრამმატიკაჲსთა ანტონის მიერ, არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართუჱლოჲსა


Paragraph: 1     "სამთა მიერ განშუჱნებულისა სიბრძნისა, ესე იგი, ერთგონიერებითა ძმათათა და სიყუარულითა მოყუასთათა და მამაკაცთა და დედაკაცთა ურთიერთას შეთქმითა"* სათანადო არს, რათა მარად ქუჱდმდებარე ვჰყოთ გონება მით, რომელ კეთილთა დასასრულთა თანა კეთილთა საშუალთათა თანჴმობითა (რომელ არს სიბრძნე) განიგების კეთილგონიერებაჲ. ხოლო სადაცა კეთილგონიერებაჲ არა იჴმევის და არცაღა განიგების და სადა არა იჴმევის, არცაღა `ღმრთის-მსახურებაჲ'* წარემართების, რომელი ესე ნიჭი არს მეექუსე სულისა წმიდისა.
Paragraph: 2     
მაშასადამე, ნიადაგ გჳღირს სხჳსადასხჳსა საჭიროდ მოქმედთა, რათა კეთილთა ვიქმოდეთ კეთილისათჳს დასასრულისა და კეთილთა დასასრულთა (რომელა მიზეზი მოქმედებათა ჩუჱნთა) კეთილთა მათ საშუალთა, ესე იგი, მოქმედებათა ჩუჱნთა, შევაერთებდეთ.
Paragraph: 3     
ვინაჲცა მოქმედებაჲ ჩუჱნი და შრომაჲ აწინდელი არს, რათა კარისა მიმართ სიბრძნისა გზა იყოსმცა სლჳსა ჩუჱნისა არა შემაცთომელ ანუ დასაბრკოლებელ, ხოლო ჴელოვნებაჲ ესე წინამდებარე, რომელა ღრამმატიკაჲ, ბრძენთა კარად თქუჱს სიბრძნისა, რამეთუ ღრამმატიკა, ვინაჲთგან არს შემძლებელობა მართლუბნობად და წესიერწერად და არარაჲ მოყუარება სიბრძნისა იქმნების თჳნიერ მართლუბნობისა და წესიერწერისა.
Paragraph: 4     
მაშასადამე, ღრამმატიკა, თჳნიერ იჭჳსა, არს კარი სიბრძნისა.
Paragraph: 5     
ამისთჳს მეცა, განმჰსჯელმან, ვითარმედ ერთგონიერებაჲ ძმათა განაშუჱნებს სიბრძნესა, ხოლო ერთგონიერებაჲ ძმათა ერთისა სარწმუნოებისად და ერთისა სასოებისად და სიყუარულისად მიგვიყუანებს, რომლისა კიდე ზიარებაჲ ღმრთისად ვერ შესაძლებელ არს თჳნიერ სიბრძნისა მოგებისად, რომლითამცა სხჳთა რაჲთამე მოიგების, უკეთუ არა სიბრძნითავე.
Paragraph: 6     
ხოლო თუ სადამე კარი სიბრძნისა არა შევლეთმცა, სადაჲთმცა იქმნა მისლუაჲ ჩუჱნი სიბრძნისა მიმართ. ამისთჳს ორგზის არა ვჰრიდე შრომად ქმნისადმი ღრამმატიკაჲსა.
Paragraph: 7     
პირველად მიზეზი ქმნისა და შრომისა ჩემისა წინა დამიდჳეს თქუჱნდა. Page: 1v  ხოლო მეორედ ამის\თჳს, ვითარმედ მრავალნი რაჲმენი ჰსჩნდეს, ვითარმედ არა საჴმარ იყუნეს ქართულებრისადმი ენისა და მრავალნი ესაჴმარებოდენ და ეჭირუჱბოდენცა*, რომელნი არა მოჴსენებულ იყუნენ ღრამმატიკასა შინა ჩუჱნსა, პირველად ქმნილსა ამად, რომელ დაღათუ ფრიად ვჰშუერ განჰსჯისადმი თჳთოთა სიტყჳს ნაწილთა, რომლისა მოწამე არს ჭეშმარიტება, მაგრა ვინაჲთგან ახალი იყო ცნობისა მის ქუჱმდებარებაჲ ჩუჱნი, არა საკჳრუჱლ არს, რათა სრულიად ვერსადამე განყოფითი და სავსე იდეაჲ იქმნამცა ჩუჱნ შორის მაშინ.
Paragraph: 8     
გარნა ოდეს როსსიას შინა ყოფასა ჩემსა მრავალთა სხუადასხუათა ენათაგან გარდმოღება ვჰყავთ სათთუჱოთა წიგნისა და პარაკლიტიკოსისა და ტიპიკონისა და ალექსანდრე დიდისა ისტორიათა, კჳნტოს კურციოსისგან ქმნილთა ათთა წიგნთა და ჶილოსოფიისა სრულისა და განსაზღურებისა ფილოსოფიისა წიგნებთა, უმეტეს დაჴელოვნებულ იქმნა გონება.
Paragraph: 9     
ეგსახედ მოვიწიე რა ქუჱყანადვე ჩუჱნდა, რიტორიკაჲცა გარდამოვიღეთ და კატიღორიანი არისტოტელესნი. და მუნვე როსსიასა შინა ყოფასა ჩემსა ვიკითხჳდი ელინურისა და ლათინურისა და ჶრანცისულისა და იტალიანურისა და გერმანიულისა და რუსულისა ენათა მეცნიერთად, ვითარმედ ვითარიმე იყო გუარი ჴმარებად ნაწილთა სიტყჳსათა და სახეთა მათთა ენათა მათ შორის თქმულთა. და მომიგებდიან და საცნაურ ჩემდა ჰყჳან და ესრეთ დაჴელოვნებულ იქმნა უმეტეს გონება ჴელოვნებისა ამის მიმართ.
Paragraph: 10     
კუალად, ოდეს ვასწავებდ მოწაფეთა ღრამმატიკასა, მაშინ სიმკაცრეჲ მაქუნდა ფრიადი განჰსჯისად, რათა არა ელმად მივეცმცა ცნობაჲ ესე და უმეტეს დაჰსჭურიტა გონებამან და ესთა მომიყუანა მე ამისდა, ვითარმედ მე ოდენ თანამედუა, თუ ჰსთქუა საჭიროდ ჩემ მიერ ქმნილისა ღრამმატიკაჲსა განმართუაჲ. ამისთჳს, რაჲცა შესაძლო იყო ჩემდა განჰსჯაჲ, განმისჯიეს და იგინი გამომიჩენიეს სამნაწილედსა შინა წიგნსა ამას, ყოველნი ნაწილნი უმთავრესნი ოთხნი ანუ რუანი და მოქმედებანი და ჴმევანი მათნი.
Paragraph: 11     
ახლად მიქმნიეს ვინაჲთგან ღრამმატიკაჲ ესე, განსაზღურებანიცა არიან ახალ და ჩემგან პოვნილ, მდებარენი მეორესა შინა ნაწილსა.
Paragraph: 12     
ხოლო სჳნტაქსისა ჴელოვნება უადჳლეს ვჰყავ მრავალთა მაგალითთა დადებითა და სამნივე ნაწილნი ახლისა ცნობისაებრ პარაღრაფებითა განვჰკარგენ დაღათუ, მაგრა თავნი მიხითარის ღრამმატიკისაებრვე არიან განკარგულ, გარდა მისა, ნუუკუჱ იყუნენმცა რომელნიმე, რომელნიცა აღებად საჴმარ იყუნენ ესგუარნი თავნი ანუ შეცუალებად და მათ წილ დადებად სხუანი.
Page: 2r 
Paragraph: 13     
ამისთჳს მოქენე თქუჱნდამი ვითხოვ, რათა ლოცუაჰყოთ ჩემდა და მოტევებად უმეცრებისა ძლითნი ქმნილნი და მარადის და ნიადაგ მმადლობელ იყუნეთ მისისა სიმაღლისა ირაკლი მეორისა მეფისა, რამეთუ ყოველთავე ცნობათა ქუჱმდებარებისა ჩუენისა იგი არს მიზეზ. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ თანა, ამინ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Antoni Pirveli, Georgian Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.4.2011. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.