TITUS
Abdulmesiani
Part No. 6
Previous part

Part: V 
V


Canto: 39 
Strophe: 1 
Verse: a       თუ ვუქო სრანი,   მე ამის რანი? -
Verse: c       
გალავანისა   შემკულობანი,
Strophe: 2 
Verse: a       
მტილ-სამოთხენი,   თვალთ სამოთ ხენი,
Verse: c       
ზედ ავაზანთა   შექმნულობანი,
Strophe: 3 
Verse: a       
კართა სტოვანი,   ერთა სტოლანი,
Verse: c       
იპოდრომისა   განჴმულობანი,
Strophe: 4 
Verse: a       
საჴმრად ლანკანთა,   თანად პინაკთა,
Verse: c       
ბადაჴშნით ჴელ-ყვნეს   შექმნულობანი.

Canto: 40 
Strophe: 1 
Verse: a       
ტახტ-საჯდომელნი   მკამკამებელნი,
Verse: c       
სარდიონითა   ხურუმზს შემკულნი,
Strophe: 2 
Verse: a       
მისაყრდნობელნი   ძნელ-საცნობელნი,
Verse: c       
სამოთხით ნაძღვნი,   თვით უდნობელნი.
Strophe: 3 
Verse: a       
ოქრო-ვეცხლებრივ   ბრწყინავს, ცეცხლებრივ,
Verse: c       
კედელ-ყურენი   ფიქლით ძერწილნი,
Strophe: 4 
Verse: a       
ბივრილიონნი,   ლიგვირიონნი
Verse: c       
ურთიერთობით   შორის შთათხზილნი.

Canto: 41 
Strophe: 1 
Verse: a       
გვირგვინოსანსა,   პორფიროსანსა
Verse: c       
უჴდების პყრობა   სკიპტრისა ჴელსა.
Strophe: 2 
Verse: a       
ჟამი დილისა   მოწმენდილისა
Verse: c       
განბრწყინვებულ-ჰყოფს   წყვდიადსა ბნელსა.
Strophe: 3 
Verse: a       
მიჰხვდეს მისრულნი,   მისთვის მისრულნი,
Verse: c       
თვისთვის მისრულნი   საქმესა ძნელსა.
Strophe: 4 
Verse: a       
მე თუ კვლად გაქო,   ვიცი, კლვად გაქო
Verse: c       
სხივთა ნათელი   გვამსა უხრწნელსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Abdulmesiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.