TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  
5
Part: 5 
(ე̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, მშჳდობა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუნისა მიერ იესუ ქრისტესა,

Verse: 1V     
მიერ ] -- FEK, ქრისტესსა IK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა.

Verse: 2V     
ამას ] მას TIK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მოთმინებაჲ -- გამოცდილებასა, და გამოცდილებაჲ -- სასოებასა.

Verse: 4V     
და ] ხოლო K.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.

Verse: 5V     
შინა ] -- TIK, იგი ] -- TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.

Verse: 8V     
ხოლო ] რამეთუ TIK.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან.

Verse: 9V     
რავდენ ZFTIK, სისხლითა მისითა ] -- TIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რაჲ ესე-ვეგენით, ვცხოვნდეთ მაცხოვარებითა მისითა!

Verse: 10V     
და დავეგენით TIK, რავდენ ZFIK, ვეგენით ] ვეგნი V, ვცხოვნდეთ ZT, მაცხრებითა V. მცხ̃რბითა TI.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.

Verse: 11V     
ქრისტე იესუჲს ZTIK, რომლისაგანცა F.


Part: 6 
(ვ)


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით -- სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს,

Verse: 12V     
მის ] -- F, შემოჳდა ] შემოვიდა T.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა.

Verse: 13V     
არად ] არა FTIK, სჯულისა FTIK.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელ-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.

Verse: 14V     
მოსესამდე F, ადამისსა T.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართ აღემატა!

Verse: 15V     
ეგრეცა TIK, რავდენ ZFIK, მის (2) ] -- TIK, მიმართმცა ZFTIK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.

Verse: 16V     
სასჯელი FTIK, სასჯელად FTIK, შეცოდებათა ] ცოდვათა V.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა!

Verse: 17V     
უკუეთუ ] -- V, რამეთუ ] -- IK, ერთისა მისგან ] -- V, რავდენ ZFIK, მას ] -- TIK.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.

Verse: 18V     
დასასჯელად FTIK.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი,

Verse: 20V     
რჩული Z, სჯული FTIK, განმრვლდა VF.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

Verse: 21V     
ეგრეთცა IK.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.