TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. III
Part No. 6
Previous part

Paragraph: 6     
Line of ed.: 14        ხოლო ჭეშმარიტებისა იგი მოსახელე, ყოვლად ქებული მოციქული
Line of ed.: 15     
ანდრია, ფრიადსა ნაწილსა სოფლისასა მქადაგებელი ჭეშმარიტებისა,
Line of ed.: 16     
მოვიდა რაჲ კაბადუკიად, პონტოდ და მერმე ტრაპეზუნტად და კუალად
Line of ed.: 17     
ნეოკესარიად, და მიმოვიდოდა ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად
Line of ed.: 18     
და უქადაგებდა სიტყუასა ცხორებისასა, მივიდა სამუსატელთა დიდსა
Line of ed.: 19     
მას ქალაქსა, რომელ არს საზღვარსა სპარსთასა. მიერ აღვიდა იერუსალემდ,
Line of ed.: 20     
რაჲთა აღასრულოს პასექი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა
Line of ed.: 21     
წინაშე. და შემდგომად მარტჳლიისა კუალად განვიდა საქმესა მას ქადაგებისასა,
Line of ed.: 22     
რომლისა თანა იყვნეს სიმონ კანანელი და მატათია და თადეოზ,
Line of ed.: 23     
და მიიწინეს რაჲ ედესად, თადეოზ დაშთა მუნ, ხოლო დიდებული
Line of ed.: 24     
ანდრია ორთა მათ თანა ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და სოფლად-სოფლად,
Line of ed.: 25     
ასწავებდეს და იქმოდეს სასწაულთა სახელითა ქრისტესითა, ვიდრემდის
Line of ed.: 26     
მიიწინეს ქუეყანასა ქართველთასა და უქადაგეს სიტყუაჲ ცხორებისაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. III.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 27.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.