TITUS
Vaxtang VI.
Part No. 6
Previous part

Text: Kaesh.  
Line of ed.: 1  კაეშანი






Strophe: 1.  
Line of ed.: 2  Verse: a        1. დავემონე კაეშანსა,   სევდა მომხვდა მისთვის წამლად,
Line of ed.: 3  Verse: b        მელნად ნაღველს მოვიხმარებ,   აღმოვაწებ გულსა კალმად;
Line of ed.: 4  Verse: c        ლხინის ბაღის მოსარწყავად   ცრემლი მიმდის გასალამად,
Line of ed.: 5  Verse: d     და   ველი, სამე გამომიჩნდეს   გამომყვანი დასამალმად.






Strophe: 2.  
Line of ed.: 6  Verse: a        2. სწავლა გავს წყალსა წმიდასა   რუულად მომდინარესა,
Line of ed.: 7  Verse: b        რა მიხვდეს კარგსა სათესსა   დროსა, ჟამსა და არესა,
Line of ed.: 8  Verse: c        აღმოაცენებს ნაყოფსა   ასწილად შესაწყნარესა.
Line of ed.: 9  Verse: d     და   მორწყული ქვიშა ანასდად   გაიდენს, გაიტარესა.






Strophe: 3.  
Line of ed.: 10  Verse: a        3. მიაგავს ჩვენი სიცოცხლე   რუსთა წალკოტის წესებსა,
Line of ed.: 11  Verse: b        რა გამოჩნდება ნაყოფი,   ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,
Line of ed.: 12  Verse: c        სისრულეშია სიცივე   დაჟრის და დააკვნესებსა.
Line of ed.: 13  Verse: d     და   დანამწიფარსა ყინული   ფოლადებრ დააკვესებსა.






Strophe: 4.  
Line of ed.: 14  Verse: a        4. მიხედე, ჟამმა რა მიყო   ცრუმა და ანასდეულმა,
Line of ed.: 15  Verse: b        დასწყნარდი, ბოლო მოუღე   სიჩქარით ანასდეულმა,
Line of ed.: 16  Verse: c        სიგლისპისაგან სიმკვახე   ამწიფე ანასდეულმა,
Line of ed.: 17  Verse: d     და   აწ სვიანობა მოიღე,   სიავის ნას დეულმა.






Strophe: 5.  
Line of ed.: 18  Verse: a        5. რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები,   მოგითმენ და მოგიჭირვებ,
Line of ed.: 19  Verse: b        რაცა მოგყავს მოსავალი,   არა რადმე გავიკვირებ,
Line of ed.: 20  Verse: c        დამადლებით დაგიმადლებ,   რას[ა]ც რასმე მომიძვირებ.
Line of ed.: 21  Verse: d     და   სხვა ადგილი მოსახმარი   მიმაჩნია, მივაშურებ.






Strophe: 6.  
Line of ed.: 22  Verse: a        6. ყრმათა ატყუებ უგბილთა,   ვაჟთა სილაღით დარევ და,
Line of ed.: 23  Verse: b        შუაკაცს გამოუცდელსა   ხელსა სიჯაბნით დარევ და,
Line of ed.: 24  Verse: c        მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს,   ისიც იმათვე დარევდა!
Line of ed.: 25  Verse: d     და   ქვე დავრჩებით და გაცვდები,   თუ იქღა ჩვენთვის დარევდა.






Strophe: 7.  
Line of ed.: 26  Verse: a        7. ცუდ უბადობით ვაშრომებ   დღესა, დროსა და ჟამებსა,
Line of ed.: 27  Verse: b        რუსთა ზაფხულებრ გაივლით   მოსოფლიოსა წამებსა,
Line of ed.: 28  Verse: c        რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს,   ვით რამე დამიამებსა?
Line of ed.: 29  Verse: d     და   უნაყოფოსა ვემსგავსე   ხისა რისამე გვამებსა.


Page of ed.: 9  





Strophe: 8.  
Line of ed.: 1  Verse: a        8. რა არის ზრუნვა კაცისა,   დროთასა ვხედავ ქცევასა,
Line of ed.: 2  Verse: b        მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა,   სხვადასხვა-რიგად ზევასა,
Line of ed.: 3  Verse: c        ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა,   მორჩე ჟამისა რევასა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მზეს შეხვდეს დია ხუთ კუთხად,   მოგცემსცა მტერზედ ძლევასა.






Strophe: 9.  
Line of ed.: 5  Verse: a        9. წყალმან არა ქნას სისველე,   რითღა ეწოდოს წყალია?
Line of ed.: 6  Verse: b        ცეცხლმან არ დასწვას ნივთები,   სად გამოჩნდება ალია?
Line of ed.: 7  Verse: c        აგრევ სოფელმან ცქაფობა,   მითხარ, რა მოსაკრძალია?
Line of ed.: 8  Verse: d     და    ბუნების საქმეს იქმონენ   უცვლელად, დაუმალია.






Strophe: 10.  
Line of ed.: 9  Verse: a        10. სიბრძნით აღაგო ყოველი,   საქმით განასრულითა,
Line of ed.: 10  Verse: b        წესიერებით შეამკო,   საზომი განა სრულითა,
Line of ed.: 11  Verse: c        არვინ დააგდო წყალობის   კარითა განასრულითა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   უსხეულონი მს[ა]ხურად   ზოგნი ყო, განა სრულითა!




Page of ed.: 10  
Next part



This text is part of the TITUS edition of Vaxtang VI..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.