TITUS
Vaxtang VI.
Part No. 5
Previous part

Text: Leks-amb.  
Line of ed.: 1  ლექს-ამბავი


Strophe: (1)  



























Line of ed.: 2  Verse: a        საწუთროს ბაღი რა ჰქონდა,   სცან, ალექსანდრეს, მეფეო,
Line of ed.: 3  Verse: b        იდგა ყვავილი მრავალი,   სახელის სუნი, მეფეო,
Line of ed.: 4  Verse: c        მის ფშვას აღევსო ქვეყანა   სხვადასხვა რიგთა, მეფეო,
Line of ed.: 5  Verse: d        შვება ვარდისა მრავალფრად   გაშლილი შიგან, მეფეო,
Line of ed.: 6  Verse: e        სხვანი ლხინისა შროშანნი   ჰგიან ფერადნი, მეფეო,
Line of ed.: 7  Verse: f        ზამბახის მსგავსად განეღო   სიუხვის პირი, მეფეო,
Line of ed.: 8  Verse: g        სიმდიდრის იასამანსა   სუნით აღევსო, მეფეო,
Line of ed.: 9  Verse: h        ჯარ-მრავლობით ყაყაჩო, ლალა,   ხაშხაში, მეფეო,
Line of ed.: 10  Verse: i        მიხაკის სუნის ფერისებრ   შინაყმა ბევრი, მეფეო,
Line of ed.: 11  Verse: j        მღვიძრობის თვალის ნარგიზის   სიხშირე იყო, მეფეო,
Line of ed.: 12  Verse: k        სიფერადენი ზარდახშნის   ინის ყვავილებრ, მეფეო,
Line of ed.: 13  Verse: l        სვე-სვიანობის სასახლე,   შიგ იდგა ცამდის, მეფეო,
Line of ed.: 14  Verse: m        დოვლათის შადრევანები   მაღლა ისროდნენ, მეფეო,
Line of ed.: 15  Verse: n        თავ-მაღლობისა ალვანი   ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო,
Line of ed.: 16  Verse: o        სიხარულისა არღავანს   მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო,
Line of ed.: 17  Verse: p        მტერთ გულის ფერსა სუმბულსა   სიმრავლე ჰქონდა, მეფეო,
Line of ed.: 18  Verse: q        კარგთ გულ ფერისა შაბუნი   იდგა მრავალი, მეფეო,
Line of ed.: 19  Verse: r        გოვარის თასთა ამბარ-ბუ   შიგ გაშლილ იყო, მეფეო,
Line of ed.: 20  Verse: s        ეს ასე შეჰქმნა სოფელმან,   ახლა რომ ვიტყვი, მეფეო,
Line of ed.: 21  Verse: t        ანასდად ცამან მოჰღრუბლა,   ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო,
Line of ed.: 22  Verse: u        დააზრო, ზოგი გაახმო,   დასცვივდა სრულად, მეფეო,
Line of ed.: 23  Verse: v        სახლთ წვიმა-სეტყვით მიეცა   ნოტიო დიდი, მეფეო,
Line of ed.: 24  Verse: w        გრიგალმან ქარმან იქროლა,   შეჰმუსრა სრულად, მეფეო,
Line of ed.: 25  Verse: x        შადრევანები ნამსხვრევით   აღივსო, დასქდა, მეფეო,
Line of ed.: 26  Verse: y        ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა   ქარის სიმძაფრემ, მეფეო,
Line of ed.: 27  Verse: z        სჩანს უნაყოფოს მინდორად   აწ ახლა იგი, მეფეო,
Line of ed.: 28  Verse: aa        სოფლის სიმუხთლე ასეა,   რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
Line of ed.: 29  Verse: ab        აწ შენ ამისთვის რად სწუხარ,   უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!




Page of ed.: 7  
Line of ed.: 1  ***


Strophe: (2)  



Line of ed.: 2  Verse: a        ნავთსაყუდელსა მენავე   რა მივლენ, განისვენებენ,
Line of ed.: 3  Verse: b        მოყვასთა თვისთა სამყოფოა   ნახვა სწადს, მით ისვენებენ.
Line of ed.: 4  Verse: c        ჭირთ მყოფნი ლხინსა შესრულნი   მას აღარ მოიჩვენებენ.
Line of ed.: 5  Verse: d     და   რა ბეჭდვა მბეჭდავს უსრულდეს,   თავსა არ შეიჩვენებენ.




Page of ed.: 8  
Next part



This text is part of the TITUS edition of Vaxtang VI..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.