TITUS
Teimuraz I, Txzulebani
Part No. 5
Previous part

Text: Leil-Majn.  
Line of ed.: 1  ლეილ-მაჯნუნიანი
Chapter: Intr.  
Line of ed.: 2 
[შესავალი]






Strophe: 1  
Line of ed.: 3  Verse: a        1. ღმერთო, რომელი თვით სიბრძნე   ხარ სიბრძნის მომცემელობით,
Line of ed.: 4  Verse: b        არსისა არაარსისა   სიტყვით დამბადე მქნელობით,
Line of ed.: 5  Verse: c        მომეც გონება მე ვიყო   მადლობის შემწირველობით,
Line of ed.: 6  Verse: d     და   ხელვჰყო წიგნებსა სპარსულსა   ქართულად მე მთარგმნელობით.






Strophe: 2  
Line of ed.: 7  Verse: a        2. მეშინის, ვა, თუ სოფლისა   ცუდმან ზრუნვამან გამირთოს,
Line of ed.: 8  Verse: b        ნივთთა უკანა დგომამან   სული ცეცხლზედა წამირთოს,
Line of ed.: 9  Verse: c        სიტყვა უქმისა პატიჟმან   ჭირნი ჭირზედა დამირთოს,
Line of ed.: 10  Verse: d     და   პეტრეს სამოთხის გაღებად   კლიტე ვერავინ წამირთოს.






Strophe: 3  
Line of ed.: 11  Verse: a        3. სიბრძნე ხამს მარგედ სულისა,   განქარდეს ხორცთა შვებანი.
Line of ed.: 12  Verse: b        უკლებლად წერეს მამათა   იგი წმინდანი მცნებანი,
Line of ed.: 13  Verse: c        არვინ იკითხავს წიგნებსა,   შესწყინდეს ცუდად დებანი,
Line of ed.: 14  Verse: d     და   მას არვინ ისმენს, ვარჩივე   სოფლისა მიდ-მოდებანი.






Strophe: 4  
Line of ed.: 15  Verse: a        4. სპარსთა ენისა სიტკბომან   მასურვა მუსიკობანი,
Line of ed.: 16  Verse: b        მძიმეა ენა ქართველთა   _ ვერ ძალმიც მისებრ თხრობანი,
Line of ed.: 17  Verse: c        მათ შეწმასნილთა სიტყვათა   მინდა მარტივად მბობანი,
Line of ed.: 18  Verse: d     და   აწ გამოჩნდების ლექსითა   მიჯნურთა შესხმა-მკობანი.




Line of ed.: 19  ***






Strophe: 5  
Line of ed.: 20  Verse: a        5. ლეილ-მაჯნუნის ამბავსა   შიხ შეიდს დავეცილები,
Line of ed.: 21  Verse: b        არაბეთს, ლაზა ქალაქად,   იყვნენ მეფეთა შვილები,
Line of ed.: 22  Verse: c        ერთ ღამეს იშვნეს ორნივე,   ჯერ ვარდი გაუშლილები,
Line of ed.: 23  Verse: d     და   განათლდა იგი ადგილი,   აღარსად იყო ჩრდილები.






Strophe: 6  
Line of ed.: 24  Verse: a        6. პირ-მეტყველთა მარგალიტთა   მათ სადაფი აღმოშობდეს,
Line of ed.: 25  Verse: b        კრონოს, ზევსი, ოტარიდი   სინათლეთა მათ უძღნობდეს,
Line of ed.: 26  Verse: c        მუნა მყოფნი პირ-მთვარენი   იმღერდეს და თამაშობდეს,
Line of ed.: 27  Verse: d     და   _ "მზე და მთვარე დაჯუფთილან,   მათგან არსო" _ \\ ამას ხმობდეს.


Page of ed.: 25  




Strophe: 7  
Line of ed.: 1  Verse: a        7. მათ ძეობა გარდიხადეს,   ორგან იყო სიხარული,
Line of ed.: 2  Verse: b        ორმოც დღესა ლხინი ჰქონდათ,   ვის მოუვა თვალთა რული?
Line of ed.: 3  Verse: c        ამას გვანდა _ მას ქალაქსა   სევდა არის დაკარგული,
Line of ed.: 4  Verse: d     და   არ იცოდენ, ბოლოს ჟამსა   მათ დასწვევდათ სიყვარული!






Strophe: 8  
Line of ed.: 5  Verse: a        8. ვაჟი ჰგავს ლომის ნაკვეთსა,   ქალმან ისწორა მზე არა,
Line of ed.: 6  Verse: b        ალვის ნაკვეთმან მნათობთა   შვენება გაუზიარა.
Line of ed.: 7  Verse: c        მოუსხეს ძიძა ორთავე,   თქვეს: "არამც მოემშია რა."
Line of ed.: 8  Verse: d     და   თუ თვალად ტურფა არ იყვის,   ვაჟმან მოწოვის რძე არა.






Strophe: 9  
Line of ed.: 9  Verse: a        9. გაკვირდეს ვაჟის საქმესა   მოყვასნი დედ-მამიანად,
Line of ed.: 10  Verse: b        თქვეს, თუ: "რად არჩევს ლამაზსა,   რად არის ასრე ჭკვიანად?"
Line of ed.: 11  Verse: c        მესტროლაბენი აწვივნეს,   მუნაჯიბ-მერამლიანად,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ჰკითხეს: "გვითხარო, ვით იყოს   ყმა ესე დოვლათ-სვიანად?"






Strophe: 10  
Line of ed.: 13  Verse: a        10. ქვიშას არჩევენ, რამლსა ჰკვრენ,   ჰქონდათ ვარსკლავთა თვლი\ლობა,
Line of ed.: 14  Verse: b        იკითხვენ, წერენ, არჩევენ   _ აქვთ დიდი გამოწვლილობა,
Line of ed.: 15  Verse: c        ეტლები რომელს ბურჯზე დგას,   ქნიან ამისი ცილობა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ღმერთს შესტირიან მშობელნი   _ ყმას ჰქონდეს დღეკეთილობა.






Strophe: 11  
Line of ed.: 17  Verse: a        11. მუნაჯიბთა ცნეს ბოლო ჟამს   საქმე მის ყმისა ყოფილი,
Line of ed.: 18  Verse: b        თქვეს, თუ: "იქნების ჭაბუკი   მისებრი არვინ შობილი,
Line of ed.: 19  Verse: c        სიტურფეს ხედავთ ყოველნი,   მზე შექმნა შუქ-გაყოფილი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   სურვილის ეტლზედ შობილა,   ეშყი აქვს გულს შეყოფილი.






Strophe: 12  
Line of ed.: 21  Verse: a        12. ეს გამიჯნურდეს ამგვარად,   სხვა ყოფილიყოს აროსა,
Line of ed.: 22  Verse: b        სხვათა მიჯნურთა ხელობა   მან თავსა არ აკმაროსა,
Line of ed.: 23  Verse: c        სრბით განევლტოდეს სამყოფთა,   თავი მხეცთანა აროსა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მაშინ ცნან, ვინცა აწ ჩვენი   სიბრძნენი გაიკმაროსა.






Strophe: 13  
Line of ed.: 25  Verse: a        13. ესე თქვეს, ადგეს ყოველნი,   წამოსვლა რადღა გვიანდეს?
Line of ed.: 26  Verse: b        გახარებულნი მშობელნი   დაჭმუნდეს, დანაღვლიანდეს.
Line of ed.: 27  Verse: c        დედა ტირს, ბაღი ვარდისა   ცრემლითა დანამიანდეს,
Line of ed.: 28  Verse: d     და   თქვეს, თუ: "ეგების არ იქნას"   _ თავნი ღმერთსავე მიანდეს.






Strophe: 14  
Line of ed.: 29  Verse: a        14. ორთავეს ზრდიდეს სათუთად,   ვითა ღირდა და ჰშვენოდა,
Line of ed.: 30  Verse: b        მთვარესა ზედან შეწყობით   ყორნის ფრთა-ბოლო ჰშვენოდა,
Line of ed.: 31  Verse: c        მუნ ათას ფერთა ყვავილთა   წალკოტი მოეშენოდა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   მათსა ვერ მჭვრეტსა _ ლახვარი   გულსა უწყალოდ შენოდ.


Page of ed.: 26  




Strophe: 15  
Line of ed.: 1  Verse: a        15. ოქროს ტაშტშიგან ბანდიან   ვარდის წყლით ერთგან ჩვილებსა,
Line of ed.: 2  Verse: b        რწყევდიან გასაფურჩნავად   ვარდ-კოკობ გაუშლილებსა,
Line of ed.: 3  Verse: c        ათამაშებდენ ბაღშიგან   ორთა მეფეთა შვილებსა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მათ ძოწის ფერთა ღაწვზედან   წამწამი დაუჩრდილებსა.






Strophe: 16  
Line of ed.: 5  Verse: a        16. ვაჟი მონათლეს სუნათი,   უყვეს რჯულისა წესითა,
Line of ed.: 6  Verse: b        სრულა შემოკრბეს არაბნი   სალხინოდ, არა კვნესითა,
Line of ed.: 7  Verse: c        მის მეჯლისისა საქებრად   სიტყვა მოვიღო მე სითა?
Line of ed.: 8  Verse: d     და   მათ დასაწვავად სოფელი   ცეცხლსა უგზებდა კვესითა.






Strophe: 17  
Line of ed.: 9  Verse: a        17. ვაჟსა დაარქვეს ყაისი,   ქალსა ლეილი უწოდეს,
Line of ed.: 10  Verse: b        აწ ამას იქით ორთავე   ცეცხლითა გული უწოდეს,
Line of ed.: 11  Verse: c        ნარგიზთა შავი ლახვარი,   საკვდავად გამოუწოდეს,
Line of ed.: 12  Verse: d     და   იტყოდეს "წიგნი ვასწავლოთ"   _ სასწავლოს მალ მიუწოდეს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz I, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.