GNC
Author: Sarg.Tmogv. 
Sargis Tmogveli
Text: Dilar. 
Dilariani

On the basis of the edition by
Z. Č̣ič̣inaʒe,
Dilariani, kmnili XII sauḳuneši Sargis Tmogvelis-mier,
Ṭpilisi 1897,
entered for the GNC project by Manana Bukia and Maia Bartaia
under the direction of Irakli Garibashvili,
Tbilisi, 2016;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 16.7.2016




Page of ed.: 3 
Line of ed.: 1 
დილარიანი


Line of ed.: 2          "დილარგეთს სარგის თმოგვლისა,
Line of ed.: 3          
მას ენა დაუშრომელსა".

Line of ed.: 4             
შოთა რუსთაველი.


Chapter: 11 
Page of ed.: 3 
Line of ed.: 5  კარი მეათერთმეტე ჯიმშერ ხაზართა მეფისა დი\ლარის
Line of ed.: 6 
შვილის ამბავი. ისმენდინ მეფეთ მეფეო, ცხონ\დი
Line of ed.: 7 
უკუნისამდე, ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენ\ნი,
Line of ed.: 8 
და არცხვინოს ორგულთა თქვენთა.


Line of ed.: 9       
ოდესმე მეფესა ხაზართსა დაეპრყნეს ყოველნი ქვეყანა
Line of ed.: 10    
სიმჴნითა, და სიქველითა თვისითა, ყოველნი მონებდენ,
Line of ed.: 11    
უძრწოდეს ყოველნივე გარემონი მეფენი, რომელნიცა
Line of ed.: 12    
თვითოეულად აღწერილი არს სარგის თოგველისაგან სიმხნე\ნი,
Line of ed.: 13    
და გოლიათბანი სიჭაბუკისა მისისანი.

Line of ed.: 14       
ამა უსწორსა დიდსა, ძლიერსა, მოწყალესა და
Line of ed.: 15    
სახელოვანსა ხელმწიფესა ეწივა სნეულება დიდი და გარდაიც\ვალა
Page of ed.: 4  Line of ed.: 1    
ამიერ სოფლით. ჰყვანდა ამა უსწოროსა ხელმწიფესა
Line of ed.: 2    
ძმის წული ერთი, და იყო სახელი მისი ხოსრო. ფრიად ქმნი\ლი,
Line of ed.: 3    
კეთილი და შემმართებელი ძნელთა საქმეთა, მოუწოდა
Line of ed.: 4    
ხოსროსა და ანდერძობითა ძე თვისი მცირე ყმა ჯიმშერ შვე\ნიერი
Line of ed.: 5    
ნაყოფი მიაბარა, და რქვა: რათა ასწავლოს ყოველნი
Line of ed.: 6    
ზნენი სამამაცონი და საფალავნონი ქცეულებანი, ვიდრე ათ
Line of ed.: 7    
წლამდინ, და მასუკან მას მისცეს მეფობა და დაამტკიცოს სა\მეფოსა
Line of ed.: 8    
თვისსა ხაზარეთსა, და რქვა მანცა ეგრეთ ყოფა ვითა
Line of ed.: 9    
მან წარმოთქვა და წამსავე გარდაიცვალა.

Line of ed.: 10       
სიმაღლე დილარისა შავსა მიწასათანა გასწორდა, გლოვა
Line of ed.: 11    
და წუხილი მრავალთა დღეთა და ვითარ სრულ იქმნა, გლო\ვისა
Line of ed.: 12    
მეფისა აღსრულება, მოუწოდა ხვასრომ მთავარსა ერთსა
Line of ed.: 13    
დიდათ გაძლიერებულსა ფალავანსა მერაბს და რქვა: ესრეთ რა\თა
Line of ed.: 14    
წარიყვანოს დიდისა ხელმწიფისა ძე დილარისა და ციხეში
Line of ed.: 15    
ტყვის მაგიერად შენახვა ამცნო, და თვით გახელმწიფდა და
Line of ed.: 16    
მისი ესრეთ უბრძანა: რათა ყოვლის საფალავნოსა და სამხედ\როს
Line of ed.: 17    
იარაღისაგან შორს ამყოფოს, ვითარ დილარსაც ესრეთ
Line of ed.: 18    
ეყო ამისთვის ეგრეთვე ჯიმშერზედ მოინება. წარიყვანსა ცი\ხესა
Line of ed.: 19    
შინა შეწუხებული, და სხვას არას იგონებდა, მიწყივ იყო
Line of ed.: 20    
შეწუხებული და მიწყივ რაზმთა წყობასა ჯართა კეთებასა,
Line of ed.: 21    
გოლიათთა და გმირთა კვეთებასა, ომსა და ბრძოლასა იგონებ\და,
Line of ed.: 22    
ამის მეტს არას იგონებდის, არცარას იტყოდა, არც ღვი\ნოსა
Line of ed.: 23    
სვემდა და არც ორძალს უკრავდის, და არცა ქალთა
Line of ed.: 24    
მნათობთა მიხედოს, მიწყივ ნაღვლიანად იყვის მით, რომელ
Line of ed.: 25    
იცოდა ტყვეობა თავისა თვისისა. რა მცირედსა მიიძინებდის,
Line of ed.: 26    
იჩქითად წამოიჭრის, ესრეთ ვითა მარტო რქა, დედის მუცლით
Line of ed.: 27    
გამოიჭრის, ეგრე საგებლით ახლტის.

Line of ed.: 28       
დღესა ერთსა უხმო მეციხოვნელთა ერთა და უთხრა: წა\ვედ
Line of ed.: 29    
და ესრეთ არქვი მერაბს -- ვითა თუ სიკვდილი უთქვამს
Line of ed.: 30    
ბიძასა ჩემსა ხვასროს -- მოცამკალ, და თუ სიცოცხლე უბძანებია,
Line of ed.: 31    
მართლისა სიცოცხლითა მაცოცხლეო, ესეთსა ციხესა საპატიმ\როში
Line of ed.: 32    
გყევარ, თუ გამომიყვანებ ციხიდამ, და რაცა გმირთა
Page of ed.: 5  Line of ed.: 1    
და ბუმბერაზთა წესია მას მაქნევ, ხომ კეთილი, თუ არა ზე\ნარმან
Line of ed.: 2    
ღვთისამან და მზემან მაღლისა ხელმწიფის დილარისა\მან,
Line of ed.: 3    
ამა მეციხოვნელთა სულ დავჰხოც და ციხესაც უპატივოთ
Line of ed.: 4    
დავანგრევ, ანუ შენცა მოგკლავ, და ანუ თავსა ჩემსა
Line of ed.: 5    
შემო/გაკლავ.

Line of ed.: 6       
რა ეს ამბავი მიუვიდა მერაბს, გაგულისდა, და მას მეცი\ხოვანსა
Line of ed.: 7    
მსწრაფლ თავი მოჰკვეთა, ვითა ამბავი აღარ მიუვიდა,
Line of ed.: 8    
შეიჭირვებდა დიდად, და კვლავ სხვა კაცი გაუგზავნა და ისივ
Line of ed.: 9    
სიტყვა შეუთვალა. განიზრახა მერაბ გულსა შინა თვისსა და
Line of ed.: 10    
თქვა: მე რაც წყალობა მჭირს და დიდება ყველა მაღლისა და
Line of ed.: 11    
ძლიერისა მამისა მისისა დილარისაგან დამმართებია და მბო\ძებია,
Line of ed.: 12    
ჩემგან მისის შვილის ჯიმშერის არცა სიკვდილი იქმნე\ბის,
Line of ed.: 13    
და არცა ტყვეობა, და ვერცა ხელმწიფეს ხვასროს შე\ვასმენ.
Line of ed.: 14    
იხმო თვისნი დიდებულნი, წარჩინებულნი, და მცირე\ბულნი,
Line of ed.: 15    
და ყოველივე აუწყა, ჯიმშერის საქმე და მისგან გა\მოსვლის
Line of ed.: 16    
ამბავი და მუქარის შემოთვლა. უთხრეს ყოველთა,
Line of ed.: 17    
რადგან მამა მისი დიდათ გწყალობდა და მრავალი კეთილი
Line of ed.: 18    
დგას შენზედა მისი, ჰხამს, რომ შენცა მაგიერი კარგი უყო
Line of ed.: 19    
მისსა შვილსაო. ვითა წავიდა მერაბ და თან იახლნენ მუნე\ბურნი
Line of ed.: 20    
ყოველნი, თავადნი ლაშქარნი, და ბუმბერაზნი ყოველ\ნი.
Line of ed.: 21    
ციხიდამ გამოიყვანეს შვენიერი ნაყოფი, უსწორო ფალა\ვანი,
Line of ed.: 22    
მაღლისა ხელმწიფისა დილარის შვილი. იტყოდეს ყო\ველნი
Line of ed.: 23    
მნახავნი მისნი: არა არს მსგავსი შვენიერებითა ყოველ\სა
Line of ed.: 24    
პირსა ქვეყანისასა, დაუდგეს ძვირ ფასისა ოქროსა ტახტი
Line of ed.: 25    
და დასვეს მასზედა და დადგეს გვირგვინი სახელმწიფო. თავ\სა
Line of ed.: 26    
თვისსა და მოულოცეს ყოველთა, აყრიდიან თავსა დრამასა,
Line of ed.: 27    
და დრაკანსა, დაიდვეს ნადიმი, მოდგეს მგოსანნი, იტყოდიან
Line of ed.: 28    
ამასა ხმასა, საამოთა და შვენიერითა ლექსითა, უსწორსა
Line of ed.: 29    
ახლისა ფალავანისა ქებასა ჯიმშერისასა. სამსა დღესა და ღა\მესა
Line of ed.: 30    
მეჯლიში, ლხინი, და სიმხიარულე იყო.

Line of ed.: 31       
რა მეოთხე დილა გათენდა, იხმეს ლაშქარი ორმოცი ათა\სი
Line of ed.: 32    
კაცი, მრავალი თეთრი და მწყაზრი ქორი, ავაზა შავარდე\ნი,
Page of ed.: 6  Line of ed.: 1    
და ძაღლისა სიმრავლე ურიცხვი. მოართვეს ცხენი, სა\ხელმწიფო
Line of ed.: 2    
შეკაზმული, იარაღი სულ ყველა მერაბისა იყო,
Line of ed.: 3    
ფარი, ჯაჭვი, ზუჩი, ლახტი, ხმალი, ვითა გაემართნეს. ვლეს
Line of ed.: 4    
თორმეტი დღე, მრავალი ლომი და ვეფხი დახოცეს, მოვიდეს
Line of ed.: 5    
მინდვრისა მცველნი, და ნადირისა მნახველნი, და მოახსენეს:
Line of ed.: 6    
"და აგერ ახლოს მოგვეწურვიან დიდისა ბარგითა და მორჭმუ\ლობითა.
Line of ed.: 7    
ჩვენ ვჰკითხეთ ერთსა მას კაცსა: "ესე ლაშქარი ვი\სი
Line of ed.: 8    
არისო, და ანუ სად მიმავალნი არიან"? მათ ეგრე გვრქვეს:
Line of ed.: 9    
იგი ლომთა ლომი უსწორო ფალავანი ქულ ჩრდილოელი არი\სო.
Line of ed.: 10    
სანადიროდ მოვაო, ქვეყანასა ზედა მრავალი უვლია, მი\სი
Line of ed.: 11    
სწორი ჭაბუკი არავინ გამოჩენილა, სამოცი ათასი გამორ\ჩეული
Line of ed.: 12    
ლაშქარი ახლავს, დიდად მებრძოლი, ჩვენ დავდეგით
Line of ed.: 13    
ერთსა ადგილსა, და ვითა გვნახა, ლაშქართა უბრძანა: მე წა\ვალ
Line of ed.: 14    
და იცადეთ აქა, და ვნახავ ისი ლაშქარი ვისი არისო.
Line of ed.: 15    
მოვიდა ვითა ხვადი ლომი, ლაშქართა შემოერივა, აიღის კა\ცი,
Line of ed.: 16    
ოროლითა გასტყორცის, და დასცის ზარი ლაშქართა, და\ხოცა
Line of ed.: 17    
მრავალი ცხენი და კაცი, და განაქარვნა ლაშქარნი,
Line of ed.: 18    
ვერ გასცა მერაბ პასუხი. ჯიმშერ ეგრე რქვა მერაბს: ესე რა
Line of ed.: 19    
საქნელი საქმე არის! ერთი უბადო ვინმე მოსულა, ლაშქარი
Line of ed.: 20    
ამოგვიწყვიტა, და ჩვენის სახელის განქარვება სწადიანო. ომი
Line of ed.: 21    
ღვთით მწადიან მის კაცისა, და ვნახავთ ვითარი ჭაბუკი ვარო.

Line of ed.: 22       
მიუხდა ჯიმშერ და მუქარა გამოსთხოვა, უბრალო კაცი\სა
Line of ed.: 23    
ხოცა არა ჭაბუკთა ხელიაო, მედა შენ გამოვცადოთ ერთ\მანერთიო.
Line of ed.: 24    
ვითა შემოხედა ჯიმშერს ქულმა, ეუცხოვა და გა\უკვირდა
Line of ed.: 25    
მისგან იგი სიტყვები! შემოუვლეს ნავარდი ერთმა\ნერთსა,
Line of ed.: 26    
და გარდაალეწეს თითო ხმალი, მერმე ლახტები იწო\დეს,
Line of ed.: 27    
მერმე ისრით იბრძოლეს, და შემდგომ ხელ და ხელ ირ\ვინენ,
Line of ed.: 28    
მათი ჯახება გვანდა ორთა დიდთა გორათა ჯახებასა,
Line of ed.: 29    
და აბჯართა ზედა ჭეხა გვანდა ცისა ჭეხასა. იყო ორთავე
Line of ed.: 30    
ლაშქართა შუა ზრუნვა და წუხილი, ვერა რომელმანვე აჯო\ბა,
Line of ed.: 31    
ზმა იყო დიდი ლაშქართა შინა, და შეიჭირვებდა დიდად,
Line of ed.: 32    
მერაბ, განა ვერასა ღონესა ეწეოდა შველისასა. გაიყვანა ჯიმ\შერ
Page of ed.: 7  Line of ed.: 1    
ცხენი შორსა, და ეგრე უარძანა: "აწ გაგცადო, რაი
Line of ed.: 2    
ჭაბუკი ხარო, მოუხდა, უკრა ხმალი ცხენსა და თავი გააგდე\ბინა.
Line of ed.: 3    
ვითა ჩამოიჭრებოდა, მიჰყო ხელი და ცოტასა ყრმასა\ვით
Line of ed.: 4    
უნაგირთაგან მოხადა, დაჰკრა ქვეყანასა, და შეშინდა, არ
Line of ed.: 5    
მოკლა, თვისისავე საგდებლით მკლავნი შეუკრნა, მერაბთან
Line of ed.: 6    
მიიყვანა, მერაბ ქება შეასხა, და მიულოცა გამარჯვება. ესე
Line of ed.: 7    
იყო პირველი ომი მისი. ქულ ჩირდილელი უბადოდ იყო, ჯე\რეთ
Line of ed.: 8    
ვითა ცნობა მოუვიდა, იკითხა მერაბისაგან ესე ახალი
Line of ed.: 9    
ჯომარდი და უსწორო და სახელოვანი ფალავანი ვინ არისო,
Line of ed.: 10    
და ანუ ვისის გვარის შვილი არისო!

Line of ed.: 11       
მერაბ ეგრე რქვა: ესე მის მაღლისა ჩვენის ხელმწიფის
Line of ed.: 12    
დილარის ძე ჯიმშერ არისო, ვითამე იყო მისის მემკვიდრის
Line of ed.: 13    
მეფის ძეობა, მრავალი იტირა ქულ ჩრდილოელმან ცრემლნი,
Line of ed.: 14    
ფერხთა ეხვეოდა და ღმერთსა ახვეწებდა, მერე ჯიმშერ ჰკით\ხა
Line of ed.: 15    
მერაბსა, და მან ყველა მოახსენა, მისი ფალავნობა, ხელმწი\ფისა
Line of ed.: 16    
ფალავნისაგან განაზარდობა, და მრავალჯერ სახელოვნად
Line of ed.: 17    
ომში გამარჯვება. რა ამბავი ყველა შეიტყო, მაშინვე ხელნი
Line of ed.: 18    
გაუხსნა, და მათი საკადრი კარგი და ძვირფასი ხალათი უბო\ძა.
Line of ed.: 19    
უხმო ქულ ფალავანმან მისსა ლაშქარსა, უამბო ჯიმშერის
Line of ed.: 20    
ამბავი, და დილარის ხელმწიფის დილარის შვილობა, და მათ
Line of ed.: 21    
ყოველთა ლაშქართა თაყვანის აცემინა, და ყოველნი დაუ\და
Line of ed.: 22    
ქულისაგან სრულად ლაშქართა თაყვანება, და დალოცვა.
Line of ed.: 23    
დაუმძიმდა დიდად და მოსწერა წიგნი მერაბს და ქულს ეს\რეთ:
Line of ed.: 24    
სრულად ხაზართა მპყრობელი, მე მეფე მეფეთა მპყრო\ბელი,
Line of ed.: 25    
ხვასრო მოგიწერ, ჩვენსა ერთგულთა და მისანდობელ\თა
Line of ed.: 26    
კარგთა ჭაბუკთა: მერაბს, და ქულს, გავიგონე, რომე
Line of ed.: 27    
ჩემთვის უარი ვიყოფით, ჯიმშერ გამოგიყვანიათ და გაგიხულ\მწიფებიათ,
Line of ed.: 28    
და თქვენსა წასახდენსა საქმესა დაბმულხართ!
Line of ed.: 29    
მე თქვენთვის რამდონი კარგი მიყოფია და ქვეყნები მომიცია.
Page of ed.: 8  Line of ed.: 1    
მერაბ შენ თვით არა იცი და მეცნიერ ხარ. ბატონმა ბიძა
Line of ed.: 2    
ჩემმა ჟამთა მისთა არა კარგი მიყო, ტყვეთაც დიდხან მამყო\ფა,
Line of ed.: 3    
და ჯადოგობისა და მაცთურობისა კიდე არა მასწავლარა,
Line of ed.: 4    
და არცარა მიბოძა მე, რომ შენზედ კარგი საქმეები მექნა, ეგ
Line of ed.: 5    
ჯიმშერ მისთვის მოგაბარე, რომ, როგორც დაგარიგე, ისე
Line of ed.: 6    
უნდა შეგენახა, შენ დაივიწყე ღმერთი დამბადებელი, და ქუ\ულმან
Line of ed.: 7    
ეგრეთვე, სხვას ხელმწიფეს მისვამთე ჩემს ტახტსა და
Line of ed.: 8    
ქვეყნებს სხვას აჭერინებთ, მე ეს არის ჩემის ძალით, და მრავ\ლის
Line of ed.: 9    
ლაშქრით თქვენზედ წამოვსულვარ. ადრე ხანში გესტუმ\რები,
Line of ed.: 10    
ქვეყანისაგან აგხოც თქვენცა და ჯიმშერსაცა, ვინცა
Line of ed.: 11    
მშველელი გინდათ უხმევით, და მზას დამხვდით.

Line of ed.: 12       
რა ესე ხოსრო ხაზართა მეფისა წიგნი ნახეს, და ამბავი
Line of ed.: 13    
შეიტყეს, შეჰყარეს ლაშქარი ას ოცი ათასი, და შეექნათ რჩე\ვა,
Line of ed.: 14    
მერე მერაბ ეგრე მოახსენა ჯიმშერს: ჩვენ იმისი მეპირის
Line of ed.: 15    
პირენი არა ვართ, ამისთვის, რომ დიაღ მრავლის ლაშქრის
Line of ed.: 16    
პატრონი არის, დევთა და იანგთა მომყვანი, და ჯადოქრობი\სა
Line of ed.: 17    
მცოდნე! ცის ქვეშ მისი მეპირისპირე არავინ არის, თუ ნე\ბავს
Line of ed.: 18    
ზღვას სრულად დასწვავს ცეცხლით, და ტინსკლდეს
Line of ed.: 19    
ცვილებრ დაადნობს, თუ სჯობდეს ავიყარნეთ დედაწულითა
Line of ed.: 20    
ჩვენითა, და წავიდეთ სხვასა ადგილსა. მინახავს პირველსა ჟამ\სა
Line of ed.: 21    
ჭაბუკობისა ძალისა ცნობად და ვიარებოდი ერთსა ადგილ\სა,
Line of ed.: 22    
ამის წყალი, და მინდორი მშვენიერი არის. იქ მივიდეთ
Line of ed.: 23    
და დავეშენნეთ, აიყარნეს ერთობით, და წავიდეს, ქვაც აღარ
Line of ed.: 24    
გაუშვეს კაცის მოსახმარებელი. ყოველივე თან წაიღეს, და
Line of ed.: 25    
მისწერა წიგნი ჯიმშედ ესრეთ: დიდო, და მაღალო ხელმწი\ფეო,
Line of ed.: 26    
ღმერთმან მრავალ ჟამიერ გყოს, გაგვწყრომოდით და
Line of ed.: 27    
მრავალი მუქარა შემოგეთვალათ. მე ხელმწიფის დილარის შვი\ლი
Line of ed.: 28    
ვარ, და ქვეყანაზედ შენ ხელმწიფობ, მე რომ ერთი სა\თავადო
Line of ed.: 29    
მქონებოდა, არ უნდა გწყენოდა, და არც უნდა გაგ\ვწყრომოდი.
Line of ed.: 30    
რადგან გაგვწყრომიხარ, ჩვენ ეს არის წავსულ\ვართ,
Line of ed.: 31    
და ეს ადგილი დაგვიტევებია. ვითა წავიდა ხოსროსა
Line of ed.: 32    
კუცი, და წიგნი მიართვა, და რაც ენახა ყველა მოახსენა.
Page of ed.: 9  Line of ed.: 1    
ხელმწიფე მრავლისა ლაშქრითა და ძალით მომავალი. მუნვე
Line of ed.: 2    
მიბრუნდა თვისად ქვეყანად და ქალაქად. და ჯიმშერ, მერაბ
Line of ed.: 3    
და ქულ წავიდნენ შორსა ქვეყანასა, და მუნ დაეშენნენ მდი\ნარესა
Line of ed.: 4    
კეთილსა, მინდორსა კეთილსა, და განსასვენებელსა
Line of ed.: 5    
ამასა, და ცხოვრებდენ ვითა შენდებოდა და განძლიერდებოდა
Line of ed.: 6    
ქვეყანა ჯიმშერისა.

Line of ed.: 7       
დღესა ერთსა ბრძანა ნადირობასა გასვლა: და წარემართ\ნეს
Line of ed.: 8    
ლაშქრითა და მერაბ და ქულ თან იახლნენ, და წავიდეს
Line of ed.: 9    
დღისა ოცისა სავალსა, ნადირი მცირედ შეიპყრეს, ნახეს ერ\თი
Line of ed.: 10    
მაღალი მთა, იყო მოხვეწილი, მუნით სამნი კაცნი ჩამო\ვიდეს,
Line of ed.: 11    
ოქროსა აკაზმულობითა, კეთილნი სახილველნი. ჯიმ\შერ
Line of ed.: 12    
მათგან ამბავი იკითხა, და უთხრეს: ნადირთა სიმრავლე
Line of ed.: 13    
მრავალი არის ამა მთათაზედა, და ამხანაგებიც იქა გვყვანან;
Line of ed.: 14    
უბძანა ჯიმშერ: წამიძეღვით წინა, და მანადირეთ და საბოძ\ვარს
Line of ed.: 15    
მრავალს მოგცემო. უსმინეს მათ კაცთა, და აღვიდეს
Line of ed.: 16    
მთასა მას მაღალსა, მათ კაცთ ამხანაგნიც მუნვე მოვიდეს ოქ\როთა
Line of ed.: 17    
შეკაზმულნი, მრავალი ნადირი შეეპყრათ, და დაიდვეს
Line of ed.: 18    
ნადიმი და მხიარულად შეექცეოდეს თურმე ეს ოქროთ აკაზ\მულნი
Line of ed.: 19    
კაცნი დევთა ხელმწიფის ხუსრუჯანის ყმანი იყვნეს და
Line of ed.: 20    
მისის ბრძანებით მოსრულ იყვნეს, მაცთურობა და თილისმა
Line of ed.: 21    
იცოდეს, წარმოვლენილნი საღალატოთა, მოსრულნი, მის ღა\მესა
Line of ed.: 22    
მრავალი სასმელები სვეს, დაითვრნეს და ძილად დაწვეს.
Line of ed.: 23    
მათ კაცთა თილისმით და გრძნებით დააძინეს. ხელმწიფისა ძე
Line of ed.: 24    
ჯიმშერ შეკრეს თილისმითა მათ კაცთა, და სადა დევთა მეფე
Line of ed.: 25    
ხუსრუჯან იყო, მუნ მიიყვანეს მძინარე, მან უბძანა: მისი
Line of ed.: 26    
მძიმითა ბორკილითა, და ყოვლითა შესაწუხებლისა საკვრე\ლითა
Line of ed.: 27    
შეკრვა და დაჭედა. წარიყვანეს საპყრობილესა, ღრმასა
Line of ed.: 28    
და ბნელსა მას შინა პატიმარ ჰყვეს, ამავ მთასა ზედა რა ჯიმ\შერ
Line of ed.: 29    
შეიპყრეს.

Line of ed.: 30       
დილასა ადრე მივიდეს, მერაბ დახოული ძილი ეგონათ,
Line of ed.: 31    
რა ხანი გავიდა, მივიდეს და ნახეს ჯიმშერ, ვეღარ პოვეს ვინ\ცა
Line of ed.: 32    
გარეშემო სწოლოდეს იგინიც. გრძნებითა ჯერეთ რეტად
Page of ed.: 10  Line of ed.: 1    
იყვნეს, მათ ამბავი ჰკითხეს? და ვერა უთხრეს რა. გამოვიდეს
Line of ed.: 2    
სწრაფად და შესხდეს ცხენთა მალთა. და გარეშემო მრავალი
Line of ed.: 3    
მთადა და მინდორი მოიარეს, ვეღარა გაიგესრა, და შეიქცეს
Line of ed.: 4    
შინვე, შეიმოსეს შავითა და იყვნეს მგლოვიარენი. დღეთა
Line of ed.: 5    
მრავალთა ამას შინა გამოხდა წელიწადი შვიდი, და იყო ძნელ\სა
Line of ed.: 6    
შეწუხებასა ჯიმშერ ასეთსა, რომე თუცა საჭურველი, ანუ
Line of ed.: 7    
ხელი ეშვა თავსა თვისა ცოცხალსა არ იმყოფებდა, დღესა
Line of ed.: 8    
ერთსა ნახა ქალი შესრული, მის ქალაქისა, დალალი. ნახა მან
Line of ed.: 9    
დალალმან ხელმწიფის შვილი ჯიმშერ მწარესა ტყვეობასა ში\ნა
Line of ed.: 10    
შეწუხებული და დაღონებული. ძნელად მოეწონა ჯიმშერ,
Line of ed.: 11    
და ჰკითხა ამბავი თავისა თვისისა. მან ყოველივე უნაკლულოდ
Line of ed.: 12    
უამბო, წარვიდა ესე დალალი და მის ხელმწიფის დედოფალ\თან
Line of ed.: 13    
მივიდა, რომელი იგი იყო დედოფალი ჩინეთისა მეფისა,
Line of ed.: 14    
ქალი ქეთევან. უამბო მან დალალმან დედოფალსა ჯიმშერისა
Line of ed.: 15    
ტყვეობა, და შეწუხება, და დილარის ხელმწიფის შვილობა,
Line of ed.: 16    
მათგან გრძნებითა დაჭერა, და ბორკილითა დაჭედა მისი. რა
Line of ed.: 17    
ესე გაიგონა დედოფალმან შეწუხდა, და მისის სხნისათვის ღო\ნეს
Line of ed.: 18    
რასმე ეძებდა, და ჰყვანდა ამა დევსა ქეთევან დედოფალ\თან
Line of ed.: 19    
შვილი ერთი, ქალი, ესეთი მშვენიერი, რომე გაბადრუ\ლი
Line of ed.: 20    
მთვარე მასთან ცას ვერ გაანათებდა, უყვარდა დიდად დე\დოფალი
Line of ed.: 21    
ქეთევან, და მიბძანდა ხუსრუჯან ხელმწიფესთანა,
Line of ed.: 22    
მოეგება წინა, ხელი გამოართო, დიდად სიყვარულით მიიყვა\ნა
Line of ed.: 23    
და ტახტსა დაისვა.

Line of ed.: 24       
მოახსენა დედოფალმან: მაქვს მცირე სიტყვა, და ვიაჯ
Line of ed.: 25    
წყალობასა თქვენსა, რათა ისმინოთ მონახსენი ჩემი, ბძანა ხელ\მწიფემან:
Line of ed.: 26    
ესეთსა რასა სათხოვარსა მიბძანებ, რომ არ აღგის\რულოვო?
Line of ed.: 27    
მოახსენა ვითა იგ დიდისა ხელმწიფისა დილარის
Line of ed.: 28    
შვილი ჯიმშერ, რომელ დაგიჭირავს და ტყვეთა გყავს, დამდე
Line of ed.: 29    
პატივი, შეიწყალე და გაუშვი. უბძანა ხელმწიფემან: არა დათ\მობს
Line of ed.: 30    
თვისსა დაჭერასა და აუგსა, და თუ დასთმობს მიპატივე\გიაო.
Line of ed.: 31    
მოახსენა დედოფალმან: ვინათგან ეგეთისა უსწოროსა
Line of ed.: 32    
ხელმწიფისა დილარის ყმა კაცი და უსწორო ფალავანი აუშ\ვათ,
Page of ed.: 11  Line of ed.: 1    
და მივსცეთ ჩვენი განმანათლებული როდენ ქალი ცო\ლად.
Line of ed.: 2    
უბრძანა ხუსრუჯან ხელმწიფემან: თუცა დააჯერებ ჯიმ\შერს
Line of ed.: 3    
დია მიმიცემიაო. გაგზავნეს დალალი და უამბო ყოვე\ლივე
Line of ed.: 4    
ბძანება მათი, მაშინ იამა ჯიმშერს, გაიცინნა და ეგრეს
Line of ed.: 5    
რქვა დალალსა: თუ ვითა ეგეთი შეწყალება ჩემზედა იქნება,
Line of ed.: 6    
ნება დამირთავს, ბძანება მათი აღსრულდესო, მოვიდა დალა\ლი
Line of ed.: 7    
და ჯიმშერის ნაუბარი და ნებისა დართვა ყოველივე მოა\ხსენა,
Line of ed.: 8    
გაგზავნეს დევნი, დალეწეს ბორკილები, და გამოიყვანეს
Line of ed.: 9    
ჯიმშედ, მოუვიდა დედოფლისაგან სახელმწიფო შესამოსელი,
Line of ed.: 10    
უცხო და კეკელა, აწვიეს აბანოსა შინა, ვითა იაბნა და გა\მოვიდა,
Line of ed.: 11    
და შეიმოსა ტანსა, გაუძღვნენ წინა და შეიყვანეს
Line of ed.: 12    
დევთა მეფესთანა, და დედოფალს ქეთევანთანა, მოეგებნეს
Line of ed.: 13    
ორნივე წინა და ზომისაგან მეტად გაჰკვირდენ მისსა მშვენიერე\ბასა,
Line of ed.: 14    
და სიჭაბუკესა ჰასაკისა მისისა, შეიქმნა სიხარული და
Line of ed.: 15    
განცხრომა. აწვიეს მრავალნი ფალავანნი დევნი და მათნი
Line of ed.: 16    
ცოლნი, და ლაშქარი და მისცეს ჯიმშერს როდენ ქალი.

Line of ed.: 17       
მაგრამ ყოველთა მათი ჭვრეტა და ნახვა ახარებდა, თვა\ლი
Line of ed.: 18    
და გული მათზედა ჰქონდათ, ვითა მიესმა ამბავი ესე რო\დენ
Line of ed.: 19    
ქალსა, დაუმძიმდა დიდად და შეწუხდა, იწყო ტირილი,
Line of ed.: 20    
და შეწუხება, და იტყოდ: ესე ვითა მიყვეს ან მამამ და ან
Line of ed.: 21    
დედამ! რომ ერთს გამოუცდელს ტყვეს მიმცესო? ჰქონდა მას
Line of ed.: 22    
როდენ ქალსა ციხე მაგარი, და შეუვალი, და იყოფებოდა მას
Line of ed.: 23    
შინა, დაჰყვა ბუმბერაზნი და დევნი მრავალნი გმირნი, და გო\ლიათნი,
Line of ed.: 24    
მიესმა ქეთევან დედოფალსა, როდენ ქალის შეწუხე\ბა
Line of ed.: 25    
და ტირილი, წამობძანდა და ნახა ქალი თვისი მტირალი,
Line of ed.: 26    
და ცრემლიანი, უთხრა ასულსა თვისსა დედოფალმან: ვითა შვი\ლო
Line of ed.: 27    
ჩემო, უკეთუ ესე ესმას ხელმწიფესა, მამასა შენსა წყენი\საგან
Line of ed.: 28    
უჭკუოდ გახდესის და დიდათაც შეწუხდებიო, ვითა არის
Line of ed.: 29    
ეს რომე, შენ სტირი დაზრუნვასა შინა ხარ და იგი უსწო\როსა
Line of ed.: 30    
ხელმწიფის შვილი გმირი, და გოლიათი არის, ესეთი,
Line of ed.: 31    
რომე მისთანა შვენიერი ფალავნნი კაცისა თვალსა არ უნა\ხავს,
Line of ed.: 32    
და შენ მას სწუნობ, ვითა ესე სიტყვა დაასრულა, ად\გა
Page of ed.: 12  Line of ed.: 1    
დედოფალი და მეფესთან წამობძანდა. მერმე როდენ ქალმა
Line of ed.: 2    
ქალაქთა უფროსი მოსწოვა უკანა, და ეგრე მოახსენა დედო\ფალსა:
Line of ed.: 3    
ვითა მე ციხე მაქვს და ბუმბერაზნი ბევრნი მყვანან,
Line of ed.: 4    
და მე გამოუცდელს და ტყვედ ნამყოფს ქმარს არ შევირთავ,
Line of ed.: 5    
და ნურცა მიბძანებთ! მიბძანდა დედოფალი, და შვილის
Line of ed.: 6    
ნაუბარი ყოველივე უამბო ხუსრუჯან ხელმწიფესა. უხმო ჯიმ\შერს,
Line of ed.: 7    
და ერთი თავისი ხელთ ნაჭერი უცხო და მძიმე ლახ\ტი
Line of ed.: 8    
მისცა, მრავალჯერ დიდსა ბრძოლასა შინა დაცდილი, ერ\თი
Line of ed.: 9    
ხმალი, ჯაჭვი, მუზარადი, შუბი, გურზი და ერთი გველა\შაპის
Line of ed.: 10    
ზურგის ტყავის საგდებელი, და თვისის ქალის ნათქვამი
Line of ed.: 11    
პასუხი, ყველა უამბო.

Line of ed.: 12       
ჩემსა ქალსა ფალავნები ჰყავს, თავისი, იმათ უნდა შეება,
Line of ed.: 13    
და იგინი დააჯერო, და მერმე ესე, რომ თუ უომრად შეირ\თავ
Line of ed.: 14    
აქედამ ის ქალი შენს ქვეყანაში აღარ წამოგყვება და თუ
Line of ed.: 15    
ფალავნებს მოერევი და აჯობებ, შენს ცოლს სადაც გეპრია\ნება
Line of ed.: 16    
იქ წაიყვანო. მოახსენა ჯიმშერ: დიაღ კარგათ და მარ\თებულად
Line of ed.: 17    
ბძანებთ. ეგ მეც ვიცი, გამოუცდელს კაცს ქალი
Line of ed.: 18    
მართლად გულს არ დააჯერებსო, და არც უომრად იქმნები\სო,
Line of ed.: 19    
თუ ათასიცა ფალავანი ჰყავს, სანამ ყველას არ შევებმი
Line of ed.: 20    
არ იქნებისო. დაასკვნეს ხვალისად ომი. ერთი მახმურ დევი
Line of ed.: 21    
იყო, ყოველთა პირველად მბრძოლი, იგი განვიდის მოედანსა
Line of ed.: 22    
პირველად, და შეების, ვითა გათენდა, მოკაზმეს მოედანი, წა\მოდგეს
Line of ed.: 23    
ზედა მებუკე მედაბდაფენი: ავიდეს მაღალთა სასახლისა
Line of ed.: 24    
ბანთა ზედა თვით ხუსრუჯან იგი მეფე. დევთა და დედოფა\ლი
Line of ed.: 25    
ჩონთა ხელმწიფისა ქალი ქეთევან და მრავალი გმირთა და
Line of ed.: 26    
გოლიათთა ცოლები დევთა და შვილები, და მოქალაქენი. ხმა
Line of ed.: 27    
იყო დიდი, და მრავალი სული ტიროდა და ახვეწებდა, ეგო\ნათ
Line of ed.: 28    
სიკვდილი ჯიმშერისა. და თვით დედოფალი ტიროდა და
Line of ed.: 29    
მოქალაქენი, და ვითა გავიდა მოედანსა შინა, დევი დახვღა,
Line of ed.: 30    
უწინვე მოსული იყო, შემოუვლეს ერთმანერთს ნავარდი, და
Line of ed.: 31    
შეუზახნეს, და შეუტივეს ერთმანერთს, მოუხდა დევი და შუ\ბი
Line of ed.: 32    
შემოალეწნა, მაგრამ ვერა ავნო, და ვერც აბჯარი გაუკვე\თა,
Page of ed.: 13  Line of ed.: 1    
მერმე ჯიმშერ ღვთისა სახელი ახსენა, და მერმე თავისის
Line of ed.: 2    
მამის დილარის შვილობა; მოუხდა დევსა და კინენი შეუყარა,
Line of ed.: 3    
აზიდა მახმურ დევსა და აიღო მთის ოდენი დევი, მაღლად და
Line of ed.: 4    
შეჰყივლა მეფესა: ეჰა, დევთა მეფეო, გაიკითხე ესე შენი მახ\მურ
Line of ed.: 5    
დევი, თუ ვითარი ჭაბუკი ვარო! დაჰკრა ქვეყანასა და
Line of ed.: 6    
მუნვე დაანარცხა, და ფიცხლავ სულთაგან დაიცალა. იამათ
Line of ed.: 7    
ყოველთა ჯიმშერის მშვიდობით დარჩენა, მაგრამ დევთა მე\ფესა
Line of ed.: 8    
და დევთა ეწყინათ დევის სიკვდილ, და ეგრე ბძანა
Line of ed.: 9    
ხუსრუჯან: მე ვიცი, ამას გამოცდა არ უნდა, იგი ჩემი ასული
Line of ed.: 10    
ფალავანთა დევთა ამოაწყვეტინებსო.
Line of ed.: 11    
შეასხეს ჯიმშერს ქება და გარდააყრიდეს ოქროსა და
Line of ed.: 12    
გვარსა, მეორესა დღესა მოკაზმეს მოედანი, და დაბძანდა მე\ფე
Line of ed.: 13    
ხვასროჯან და დაისხნა ბუმბერაზნი, და ფალავანნი მრა\ვალნი,
Line of ed.: 14    
აბძანდა დედოფალი ქეთევან, და დაისხნა დევთა ცო\ლები,
Line of ed.: 15    
დაიდვეს ნადიმი, მოდგეს მოქალაქენი, ჰკრეს ბუკსა და
Line of ed.: 16    
დაბდაფსა, შეიქნა ზმა და გამოვიდა ბუმბერაზი დევთაგან, რო\მელსა
Line of ed.: 17    
ერქვა ეჟვან დევი. ეგრე რქვა: გვანდა წინანდელსა
Line of ed.: 18    
დევსა, ვითამცა ბედითი ვინმე ყოფილიყო, აქათ გავიდა ჯიმ\შერ,
Line of ed.: 19    
შემოუვლეს ნავარდი, ერთმანერთსა შუბები შეალეწეს,
Line of ed.: 20    
მერე ისრეთ იბრძოლეს, და მას უკან ლახტებით, მაშინ გაიყ\ვანა
Line of ed.: 21    
შორს ჯიმშერმა ცხენი, და შეჰყივლა მეფეს ხუსრუჯანს:
Line of ed.: 22    
ეჰა, ხელმწიფევ! აჰა, ლახტი შენი, და ნახე ფალავანნი შენნი,
Line of ed.: 23    
ჰკრა თავსა ლახტი, ესეთი ხმა გამოხდა, ვითა ცის ჭეხა, დევი
Line of ed.: 24    
უნაგირში ჩაჭყლიტა და ცხენს ზურგი მოსტეხა, და ორივ
Line of ed.: 25    
მიწასთან გაასწორა, იამათ ყოველთა ჯიმშერის მშვიდობით
Line of ed.: 26    
დარჩენა და იტყოდენ ყოველი ფალავანი: დევნი არა არს ჭა\ბუკი
Line of ed.: 27    
ჯიმშერისებრი პირსა ყოველისა ქვეყანისასა, მაგრამ დევ\თა
Line of ed.: 28    
მეფეს და დევთა დიდად ეწყინათ, და დაუმძიმდათ, მას
Line of ed.: 29    
ღამესა წავიდა ჯიმშერ სადგომსა და განისვენებდა, მაშინ მო\იხმო
Line of ed.: 30    
ქალმან აბერ დევი, იტყოდენ: ამა აბერ დევისასა არა
Line of ed.: 31    
ყოფილა დევი ამისებრი არცა ქაჯმაჯი დევი, არცა ჯინბაჯინ,
Page of ed.: 14  Line of ed.: 1    
არცა ჯუნფიშა დევი, ყოველთ უფროსად და ფალავანად ამას
Line of ed.: 2    
იტყოდენ, და ეგრე უთხრა:

Line of ed.: 3       
მამა ჩემი ხუსრუჯან თავსა ჩემსა ამისთვის გაბრალებდა,
Line of ed.: 4    
რომელ შენი იმედი დიდი ჰქონდა და მეც შენის იმედით ცალ\კე
Line of ed.: 5    
ციხე მოვიგონე. და ახლა ერთმან დატყვევებულმან კაც\მან,
Line of ed.: 6    
როგორ უნდა წამიყვანოს აქადამე, თქვენი ფალავნობა
Line of ed.: 7    
და სახელი აღიხოცების, აბერ დევმა ეგრე მოახსენა: მას მნა\თობსა
Line of ed.: 8    
ქალსა, თუ გეპრიანება მოვჰკლავ, და თავსა მისსა მო\გართვამ,
Line of ed.: 9    
თუ გინებს დავიჭერ და ცოცხალს მოგართმევ და
Line of ed.: 10    
თუ გინდა დავიჭერ და ამოდენასა ვსცემ, რომ ნუ მამკლამ და
Line of ed.: 11    
აღარ ვიბრძვიო. ეგრე უბძანა როდენ ქალმან! მაგ სამში რო\მელსაც
Line of ed.: 12    
უზამ კარგი იქნებაო, ვითა გათენდა, მოკაზმეს მეიდა
Line of ed.: 13    
ნი, დაბძანდა დევთა მეფე ხუსრუჯან, დევნი ფალავანნი მრა\ვალნი,
Line of ed.: 14    
დედოფალი და დევთა დედაწულნი და მოქალაქენი,
Line of ed.: 15    
წამოდგეს მებუკე მედაბდაფენი, და შეიქნა ხმა, იტყოდეს ამ
Line of ed.: 16    
დევისასა ესრეთ არა დაბადებულ არს ქვეყანასა ზედა მებრძო\ლი
Line of ed.: 17    
ამისიო! და ტიროდეს ჯიმშერის სიკუდილისათვის. ვითა
Line of ed.: 18    
გამოვიდა იგი აბერ დევი საომრისა იარაღითა, ესრეთ საშინე\ლი
Line of ed.: 19    
იყო, კაცი თვალს ვერ გაუმართევდა, შავსა რკინისა მთა\სა
Line of ed.: 20    
ემსგავსებოდა, თვალნი ინით ნაღებსა უგვანდეს, შვიდის
Line of ed.: 21    
გულაზისოდენი ლახტი წელთა ეპყრა, სამნი პირ ბასრი ხმალ\ნი
Line of ed.: 22    
წელთა ერტყა, მუზარადი დიდი გუმბათის ოდენი, შუბი
Line of ed.: 23    
დიდთა ძელთა უმსხოსი, ისარი ქარქაშში ეწყო, მაღალს მთა\სავით
Line of ed.: 24    
ყვიროდა და ეგრე იტყოდა:

Line of ed.: 25       
შავ-ბედო, აწ გამოდი და გუშინდელი დევთ სისხლი გა\ზღვევინოო!
Line of ed.: 26    
აქათ ჯიმშერ შეეკაზმა ჯაჭვითა, და ხუსრუჯანის
Line of ed.: 27    
მუზარადი, რომელ არ განიკვეთებოდა იგი თავსა დაიდგა, მის
Line of ed.: 28    
ვეშაპისა საგდებელი წელთა დაიკიდა, მისი საშინელი ლახტი
Line of ed.: 29    
წელთა ჩაირჭო, რომელ ხუსრუჯან ხელმწიფის გარდა ვერავინ
Line of ed.: 30    
აიღებდა, იგი ხელთა დაიჭირა, და გამოვიდა იგიცა მოედანსა
Line of ed.: 31    
შინა. შეუტივეს ერთმანერთსა საშინლითა შეტევებითა, ძგერე\ბა
Line of ed.: 32    
მათი გვანდა ორთა დიდთა გორათა ძგერებასა, და აბჯარ\თა
Page of ed.: 15  Line of ed.: 1    
ზედა ცემა ჰგვანდა ცისა ჭეხასა, უჭვრეტდეს მეფე დედო\ფალი
Line of ed.: 2    
და ქალაქი იქით მხრისაკენ, როდენ ქალი უჭვრეტდა,
Line of ed.: 3    
იყო შიში დიდი და შეშფოთება საშინელი, მრავალთ ფალა\ვანთ
Line of ed.: 4    
დევო და უყვითლდათ პირები, დაიყვნენ შეწუხებულნი,
Line of ed.: 5    
ძნელად ეტყოდა იგი ხუსრუჯან მეფე დევთა ბუმბერაზთა მის\თა,
Line of ed.: 6    
ჩემგან კიდევ დევს ვერავინ ებრძვისო, ამაზედ გაიყვანა
Line of ed.: 7    
ჯიმშერ ცხენი, მოუხდა, უკრა ხმალი ცხენსა და თავი გაუგ\დებინა,
Line of ed.: 8    
და ქვეითად აბერ დევი ჯიმშერს შორს უკუდგა, აბერს
Line of ed.: 9    
სხვა ცხენი მოჰგვარეს, მასცა ხმალი უკრა და თავი გაუგდე\ბინა,
Line of ed.: 10    
საღამომდინ იბძოლეს, და სიღამემან გაჰყარა- მოეწონათ
Line of ed.: 11    
ყოველთა დევთა, და დიდებულთა ჯიმშერის ომი. იტყოდეს
Line of ed.: 12    
ყოველნი ჯიმშერის დიდსა ქებასა, დევი ციხეში ნაღვლიანად
Line of ed.: 13    
წავიდა და დაწვა. ჯიმშერს ვითა ენება ეგრეთ განისვენა, მე\ორესა
Line of ed.: 14    
დღესა გამოვიდნენ ყოველნი მჭვრეტელნი, თავის ად\გილს
Line of ed.: 15    
დადგეს, წამოდგეს ზედა მებუკე მედაბდაფენი, გამოვი\დენ
Line of ed.: 16    
ორნივე მემუქარენი, შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა;
Line of ed.: 17    
და შეუტავეს.

Line of ed.: 18       
თავმან თქვენმან და ზენარმან ღუთისამან არცა წინასა
Line of ed.: 19    
ომსა გვანდა და არცავის ეგეთი ომი უნახავს, იბრძოლეს ცხრა
Line of ed.: 20    
ჟამამდინ, ბუკისა და დაბდაფის ცემისაგან ყურთა ხმა არ
Line of ed.: 21    
იყო. გაიყვანა ცხენი ჯიმშერ და ხუსრუჯანის ლახტი შეუმაღ\ლა,
Line of ed.: 22    
თავს დაკრვას უპირებდა, დევმან თავსა ფარი დაიფარა,
Line of ed.: 23    
დაჰკრა ფარი, დაუმტვრივა, მუზარადზედ ჩამოუსხლტა, და ცხე\ნის
Line of ed.: 24    
თავი დაუნაყა, ჩამოვარდა დევი, ჯიმშერ უკუდგა და და\ღამდა,
Line of ed.: 25    
და სიღამემან გაჰყარნა. მივიდა დევი ციხეში, ქალს
Line of ed.: 26    
აყვედრა, შენის გულისათვის გულისად ვერა ვჰკრამ ხოლმეო.
Line of ed.: 27    
ხვალე ნახე თუ რა მოვაწიო მას ზედა! ვითა გათენდა მოვი\დეს
Line of ed.: 28    
ყოველნი მჭვრეტელნი და დარიგდეს თავ თავისსა ადგილ\სა,
Line of ed.: 29    
წამოდგეს ზედა მებუკე მედაბდაფენი, რა მზე მაღლად გუმბათ\სა
Line of ed.: 30    
ცისასა გამოვიდა, გამოვიდა აბერ დევი, და აქეთ გავიდა ჯიმ\შერ,
Line of ed.: 31    
შემოუვლეს ერთმანერთს ნავარდი. აბერ დევმან აგინა
Line of ed.: 32    
ჯიმშერს და ეგრე უთხრა: შენ სრულისა მეფისა მოწონებული
Page of ed.: 16  Line of ed.: 1    
სიძე ხარ, შენ ავ გვარო, და ავსა ეტლსა ზედა შობილო, ორი
Line of ed.: 2    
დღე მისთვის შეგინახეო, აწ მათგან ფარვანი ამიღია, ახლავე
Line of ed.: 3    
მიწასთან გაგასწორებო. მერე ჯიმშერ უბრძანა: მე მაღლისა
Line of ed.: 4    
ხელმწიფის შვილი ვარ, და შენ ცუდი და საძაგელი ბილწი დე\ვი
Line of ed.: 5    
ხარ, ავ გვარიც შენა ხარ და ავის თესლისაცაო.

Line of ed.: 6       
შეწევნითა ღუთ-სათა მის მაღლისა ხელმწიფისა ავად ხსე
Line of ed.: 7    
ნებას ამავ წამსავ შეგანანებო! მოუხდა აბერ დევი და ლახტი
Line of ed.: 8    
შეუმაღლა, ჯიმშერ თავსა ფარი დაიფარა, დევმან ფარი დაუმ\სხვრივა,
Line of ed.: 9    
მუზარადმან დაისხლტუნა და ცხენის თავსა მოუხვედ\რა
Line of ed.: 10    
და სრულად დაუნაყა. ჯიმშერ დაქვეითდა, აბერ დევიც
Line of ed.: 11    
გარდახლტა. მიუხდნენ ქვეითნი ერთმანერთს და ვითა მჭედელი
Line of ed.: 12    
გრდემლს ეგრეთ იცემებოდენ. ერთი მეორისაგან და მეხის ჭე\ხისაგან
Line of ed.: 13    
უფრო საშინელი ხმა ისმოდა, რა ლახტების ცემისა\გახ
Line of ed.: 14    
დაიღალნენ, ლახტები წელში ჩაირჭავეს და ხელ და ხელ
Line of ed.: 15    
ერთმანერთს მისცვივდნენ. მათი ჯახება დიდთა კლდეთა ჯა\ხებასა
Line of ed.: 16    
ჰგვანდა! ეგრე უბრძანა ხუსრუჯან თვისთა ფალავანთა:
Line of ed.: 17    
ვითა აბერ დევის ხელ და ხელ მოჭიდარი არც დევი, არც კა\ცი
Line of ed.: 18    
ქვეყანაზედ არ დაბადებულა, და არც დაიბადებისო, თუმცა
Line of ed.: 19    
მესთანისა მთასა ხელი მოჰკრას, მასცა ანაზდად დააქცევსო.
Line of ed.: 20    
ერკინენ ერთმანერთსა მედგრად გულმესისხლედ, სახელოვანსა
Line of ed.: 21    
ჯაჭვებსა ვითა დამპალსა სამოსელსა ერთმანერთს ახევდეს!
Line of ed.: 22    
დევთა მეფესა და სრულად ფალავანთა ზომისა მეტად მოსწონ\დათ
Line of ed.: 23    
ჯიმშერის ომი. იყო ბუკისა და დაბდაფის ცემა და შეწუ\ხება
Line of ed.: 24    
დევთაგან აბერ ღივისათვის და სხვათა მჭვრეტელთაგან
Line of ed.: 25    
ჯიმშერისათვის. ამაზედან ჯიმშერ წყალობის მომცემელის
Line of ed.: 26    
ღუთისა სახელი ახსენა და თავისის მამის დილარისა, მოუხდა
Line of ed.: 27    
დევსა, ერთი ხელი ბარკალსა ჩაავლო, და ერთი კისერსა და
Line of ed.: 28    
მთისოდენი დევი ძალად აიღო და მიწასა ზედა მედგრად და\სცა,
Line of ed.: 29    
ესრეთ, რომელ იგი ადგილი სრულად შეიძრა, და მრა\ვალთა
Line of ed.: 30    
მჴარდალთა კაცთა სული განუტევეს. იქით დევთა მე\ფე
Line of ed.: 31    
აიჭრა, ზე ჩქარათ, და ცხენი ითხოვა დევის საშველად,
Line of ed.: 32    
ჯიმშერ მუზარადისა ჯაჭვი წაკეცა და პირ ალმასის ორპირის
Page of ed.: 17  Line of ed.: 1    
ხანჯლით თავი ტანისაგან განაშორა. დევმან ესეთი სისხლის
Line of ed.: 2    
ღვარი გაუშვა -- ხუთს დიდს დოლაბს დააბრუნებდა; რა ვერ მი\უსწრო
Line of ed.: 3    
ხელმწიფემან, დევის სიკვდილი დიდად ეწყინა, მაგრამ
Line of ed.: 4    
გამარჯვება მიულოცა და თავს ოქრო და გვარი გარდააყარეს.

Line of ed.: 5       
მას ღამეს განისვენა ჯიმშერ. რა ესეთი ჯიმშერის ქება
Line of ed.: 6    
მოისმინა ქირქნ ამირან დარეჯანის ძემან, ეგრე უთხრა სეფედავლესა
Line of ed.: 7    
მზისჭაბუკსა: ქება დიდი გვიანბო რაიბ დაბადმან, მაგრამ ეს ჯიმ\შერ
Line of ed.: 8    
ყველაზედ ნამეტნავი ფალავანი ყოფილა. ამისთვის, რო\მელ
Line of ed.: 9    
მცირე ყმა ჯერეთ ხოსრო ხაზართა მეფეს დაუტყვევებია,
Line of ed.: 10    
მერე დევთა ხელმწიფეს, რა ტყვეობიდამ გამოსულა, ცხენისა
Line of ed.: 11    
და იარაღის ხმარება არავისაგან უსწავლია, ამათთანა სახელო\ვანს
Line of ed.: 12    
ფალავნებს მორევია, უცხო და სახელოვანი გოლიათი ფა\ლავანი
Line of ed.: 13    
ყოფილაო. სეფე დავლემ ეგრე უთხრა: კაცისაგან დაუ\ჯერებელი
Line of ed.: 14    
და გასაკვირველი საქმე არის ჯიმშერის ქებაო! მე\რე
Line of ed.: 15    
რაიბ დაბადმან მოახსენა: ამისი შვილი არ მოკლა ჭაბუკი
Line of ed.: 16    
და მზეჭაბუკიც შეიბნენო, და იმათი საქმე სხვასა კარში არის
Line of ed.: 17    
დაწერილი და იქიდამ მოგხსენდებათ. უბრძანეს ამირან და სე\ფედავლემ
Line of ed.: 18    
იგივე ამბავი გვითხარო. მოახსენა რაიბ დაბადმან: მე\რე
Line of ed.: 19    
მის აბერ დევის სიკვდილს უკან უბრძანა დევთა და ბუმბე\რაზთა
Line of ed.: 20    
ქალმან: თქვენგან მაქვს იმედი, უნდა ციხე გავამაგროთ
Line of ed.: 21    
და არ შემოუშვათ. მოახსენეს: რაცა ჩვენგან გაეწყობა ვეცდე\ბით,
Line of ed.: 22    
მაგრამ მისი მებრძოლი არცა დევია და არცა კაცი, რო\მელ
Line of ed.: 23    
გვასმია ამირან დარეჯანისა კიდე, რომელმან დევთა მასა\ხელებელი
Line of ed.: 24    
ხაზარან მოკლა, ცალის ხელის წამოვლებით. სხვას
Line of ed.: 25    
შეხედვა არ ძალ უძთ ქვეყანასა ზედა, და ვითა გათენდა, შე\ეკაზმა.
Line of ed.: 26    
საქვეითოთა აბჯრითა, ჯიმშერ მივიდა და ციხის სიახ\ლოვესა
Line of ed.: 27    
შესტყორცნა ერთსა ციხისა ბურჯსა საგდებელი და
Line of ed.: 28    
გარდააცვა, მერე თავსა ფარი დაიდვა და კისკასად ზედ გასლ\ვა
Line of ed.: 29    
მოინდომა, დასცეს ქვა მრავალი, განა ვერა ავნეს-რა.

Line of ed.: 30       
ვითა გავიდა ციხისა წვერსა, დევნი მუნვე იყვნეს. ამოი\წოდა
Line of ed.: 31    
პირ-ბასრი ხმალი და ხოცნა და ამოსწყვიტა, მოეგებნეს
Line of ed.: 32    
ორნი დევნი წინა. ლახტი შესტყორცა და ორივ მიწასთან გა\ასწორა.
Page of ed.: 18  Line of ed.: 1    
მიაწია ციხისა კართა, შესტყორცა ლახტი და შელე\წა
Line of ed.: 2    
კარი ბასრისა ფოლადისა, რკინისა ეგოდენი დაიქცა. ოთხი
Line of ed.: 3    
ცხენოსანი კაცი შიგ შევიდა ერთათ, რამაც დევმან ის მოინა\ხეს,
Line of ed.: 4    
გარდაიხვეწნეს, ერთი ბროლის კოშკი იდგა, იგი რაოდენ
Line of ed.: 5    
ქალი ორმოცის პირ-მთვარის მხევლით მასშიგან იყო, ხელი
Line of ed.: 6    
ჰკრა კარსა. კარი გაიღო, მზისაგან უბრწყინვალესი ქალი დახ\ვდა,
Line of ed.: 7    
გვერდთ დაუჯდა და პირსა მზიანსა აკოცა, და ეგრე უთ\ხრა:
Line of ed.: 8    
ზენარმან ღვთისამან შენს სილამაზეს უფროსიცა კრძალვა
Line of ed.: 9    
მართებდა. მასვე წამს მეფემან დედოფალი და დიდებულნი
Line of ed.: 10    
დევნი გაგზავნეს, ჯიმშერ ჩამოიყვანეს. დედოფალმან რაოდენ
Line of ed.: 11    
ქალი ჩამოიყვანა. თავმან თქვენმან მასვე დღეს ქორწილი უყ\ვეს,
Line of ed.: 12    
ერთი ყმა და ერთი ქალი მათ არა ჯობნიდა. და მერმე
Line of ed.: 13    
უხმო მეფემან დიდებულთა. მეფემან ორმოცი დღე ლხინით
Line of ed.: 14    
სმა, მეჯლიში და განსვენება ჰყო, გაცემა და სიხარული, ამაში
Line of ed.: 15    
გამოხდა თვე ექვსი. დღესა ერთსა ჯიმშერ დაღრეჯით იჯდა
Line of ed.: 16    
ნადიმსა ზედა. უბძანა დევთა მეფემან: რისათვის დაგიღრე\ჯიაო?
Line of ed.: 17    
მოახსენა ჯიმშერ: მაღალო ხელმწიფეო! მე ექვსი თვე
Line of ed.: 18    
არის, რომ ლხინსა და შექცევაში ვარ, და ყმათა ჩემთა არა
Line of ed.: 19    
ვიცი, მიუგო ხვასროჯან და უთხრა: თუმცა უწინ გებძანა ამ\ბავს
Line of ed.: 20    
მოვაღებინებდი. მოაყვანინა გრძნეული ერთი, შავნი მცი\რენი
Line of ed.: 21    
ღართნი ტანსა ეცვნეს, უბძანა: დღეს უნდა ჯიმშერის
Line of ed.: 22    
ქალაქში შეხვიდეო. მან მოახსენა: ხვალ აქ ამბავი
Line of ed.: 23    
მოგარ/თვაო.

Line of ed.: 24       
მიიღო ჯიმშერ საწერელი და ქაღალდი, მერაბს და ჯუღს
Line of ed.: 25    
წიგნი მისწერა ესრეთ: მამისა ჩემისა მსგავსად, მერაბსა და ჯუღს
Line of ed.: 26    
დიდებულითა პატივითა ტკბილად მოგიკითხავთ და სიყვარუ\ლით
Line of ed.: 27    
გიალერსებ. ვიცი ამბავსა ჩემსა იკითხავთ, რა იგი კაცნი
Line of ed.: 28    
ჩემთან მოვიდეს და ღვინო ვსვით. მძინარისათვის თილისმა რა\მე
Line of ed.: 29    
შეემზადათ, შემიკრეს ხელი და დევთა მეფესა ხუსროჯანთან
Line of ed.: 30    
მიმიყვანეს. მან ეგრე კრძალვითა მეციხოვანთა შემავედრა. თუ\ცა
Line of ed.: 31    
ხელი მეშოვნა შევაკვდებოდი. მაგრამ საკვირველითა მძიმი\თა
Line of ed.: 32    
საკრველითა ვიყავ შეკრული შვიდს წელიწადს. მერმე და\ლალმან
Page of ed.: 19  Line of ed.: 1    
მნახა და დედოფალს ქეთევანს მოახსენა: ხელმწიფის
Line of ed.: 2    
შვილი ჰყავს ტყვეთაო!

Line of ed.: 3       
რადგან იგიც დიდის ხელმწიფის შვილი იყო, შევებრალ\დი,
Line of ed.: 4    
ხელმწიფესთან მიშუამავლა, ამიშვეს, ქალი მიბოძეს თავი\სი,
Line of ed.: 5    
ამ ქალმა ჩემი ქრმობა შორს დაიჭირა, რომ გამოუცდელს
Line of ed.: 6    
კაცს ქმრათ არ შევირთავო. მერე ხოსროჯან მიბოძა ყოველი
Line of ed.: 7    
თავისი საომარი იარაღი. პირველსა ომსა შინა იგი მიხმეს დე\ვი
Line of ed.: 8    
შუბითა მოვჰკალი. მეორესა დღესა მჟვან დევი ლახტითა
Line of ed.: 9    
ჩავლეწე უნაგირსა შიგან. მესამესა დღესა მთისაგან უდიდესი
Line of ed.: 10    
აბერ დევი შემომება, სამს დღეს ვებრძოლე, იარაღი ყველა
Line of ed.: 11    
დავლეწე. მერმე რკენით დავეც და თავი ტანისაგან განგაშო\რე.
Line of ed.: 12    
დევთა ციხე ავიღე, იგი ჭირ-მთვარე, რაოდენ ქალი გამო\ვიყვანე
Line of ed.: 13    
და ცოლად შევირთევ. ეს ექვსი თვე არის ლხინსა და
Line of ed.: 14    
განსვენებაში ვარ. ამდონი ხანი არის თქვენი არა ვიცი-რა, რა
Line of ed.: 15    
ესე წიგნი წაიკითხოთ, ყოველივე ჩემი ბძანებული აღასრულეთ.
Line of ed.: 16    
დაეკაზმენით კარვითა მოფენილობითა, ცხენ-იარაღითა, ქორი\თა,
Line of ed.: 17    
ავაზითა, ყოვლის სანადიროს შესაქცევებითა, სპილენძის
Line of ed.: 18    
ჭურჭლითა, ბუკითა და დაბდაფითა, ვითა ხელმწიფეთა წესი
Line of ed.: 19    
არის. ეგრეთ წამოდით, დიდი ხელმწიფე არის, ამასთან დიდი
Line of ed.: 20    
გამოჩინება უნდა, ლაშქარნი სრულიად თან იახლენითი. რა ეს
Line of ed.: 21    
წიგნი მას გრძნეულს მისცეს, გაფრინდა ვითა ისარი, მასვე
Line of ed.: 22    
დღეს ორის თვის სავალი განვლო, მივიდა ქალაქსა ჯიმშერი\სასა,
Line of ed.: 23    
იხილა რა სასახლე და ციხე ყველას შავი ემოსათ და
Line of ed.: 24    
ყველანი ძნელად დაღრეჯილნი იყვნეს, მივიდა და ერთსა კაც\სა
Line of ed.: 25    
ვისმე უთხრა: მერაბ და ჯუღ მიჩვენეო. აფიცა მან კაცმან,
Line of ed.: 26    
მითხარ თუ რა იციო? და არ უთხრა: მერაბ და ჯუღი ორნივ
Line of ed.: 27    
ფლასით საბნელოში ისხდნენ. ესე წიგნი თანა მოჰყვა. მოვი\დეს
Line of ed.: 28    
და მოახსენეს ზანგის მოსვლა და წიგნის მოტანა. მათ
Line of ed.: 29    
ეგონათ ვითა მტერთა დაუმართებიათო.

Line of ed.: 30       
ერთი კაცი გამოუგზავნეს და ამბავი იკითხეს. მან ზანგმა
Line of ed.: 31    
ეგრე უთხრა: წიგნი მაქვს თქვენის ხელმწიფის ჯიმშერისაო და
Line of ed.: 32    
დიდი სასიხარულო ამბავი ვიციო, თვით მიმიყვანეთ, რა მერაბ
Page of ed.: 20  Line of ed.: 1    
და ჯულ ესე ამბავი მოისმინა, ზე აიჭერენ და ზანგთან მივი\დენ,
Line of ed.: 2    
მუხლს ეხვეოდენ და სისხლის ცრემლით ტიროდენ, გა\მოუღეს
Line of ed.: 3    
წიგნი, წაიკითხეს და მრავალი იტირეს, შეექნათ დი\დი
Line of ed.: 4    
სიხარული და განცხრომა, შემოკრბეს დიდებულნი და მცი\რედნი,
Line of ed.: 5    
შექნეს სიხარული და განცხრომა, ფლასი ზე გარდაი\ხიეს
Line of ed.: 6    
და ძოწეული შეიმოსეს, ჯიმშერის ნაბძანებისა მზადება
Line of ed.: 7    
დაიწყეს, მისწერეს წიგნი ჯიმშერს. მონანი სამეფოსა თქვენი
Line of ed.: 8    
სანი მერაბ და ჯულ კეთილისა თქვენის ამბის სმენისათვის, თუ
Line of ed.: 9    
ბძანოთ მკვდარნი დავსცოცხლდით. თუმცა თქვენ ჯაჭვითა შეკ\რულნი
Line of ed.: 10    
იყვენით, ჩვენცა ძნელსა მწუხარებასა და ჯურღმულსა
Line of ed.: 11    
შინა ვიყავით, და ახლა, ღვთის მადლობის მიმცემელნა, ჩვენცა
Line of ed.: 12    
ადრე გიახლებით. ესე წიგნი მას გრძნეულსა მისცეს და მეო\რესავე
Line of ed.: 13    
დღესა მიართვა ჯიმშერს, მათის მშვიდობით მყოფობი\სათვის
Line of ed.: 14    
დიდათ გაიხარა. ჯიმშერის ბძანებული აღასრულეს და
Line of ed.: 15    
სამოცი ათასის კაცით წავიდეს და წინ კაცი გაგზავნეს, ვითა
Line of ed.: 16    
მიეახლნეს, წინ ჯიმშერ მიეგება. სამისა დღისა სავალსა, რა
Line of ed.: 17    
მერაბ და ჯულ ჯიმშერ დაინახეს, ცხენიდამ გარდაიჭრნენ და
Line of ed.: 18    
ცვივნით პირი მიწათა გააერთეს, ადგეს და ეგრე მიეგებნეს.
Line of ed.: 19    
რა ჯიმშერმა მერაბ და ჯულ` დაინახა ქვევითნი მიმავალნი,
Line of ed.: 20    
იგიცა გარდახდა, ვითა მამასა, ეგრე მიეგება, დაცვივდენ და
Line of ed.: 21    
ფერხთა ეხვეოდენ, ჯიმშერ პირსა აკოცებდა, და მოიკითხა
Line of ed.: 22    
სიყვარულით, მერე დევთა დიდებულნი და იგინი ერთმანერთს
Line of ed.: 23    
მოემშვიდნებოდეს. მერე დევთა მეფე ხუსრუჯან მობძანდა, მას
Line of ed.: 24    
მიეგებნენ, მერაბმა და ჯულმა თაყვანი სცეს, და
Line of ed.: 25    
მოემშვიდ/ნებოდეს.

Line of ed.: 26       
მობძანდეს სადგომსა და დიდად პატივისცა მერაბს და
Line of ed.: 27    
ქულს. და ვითა დასხდენ ყოველთა დევთა, ფალავანთა თავსა
Line of ed.: 28    
მერაბ დასვეს, თავის მხარეთა და მეორეს მხარეს ჯიმშერისაკენ
Line of ed.: 29    
ქულ დასვეს ჩრდილელი. შემოვიდნენ დიდებულნი, დასხდენ
Line of ed.: 30    
ორი ათასი ცალკერძ და ორი ათასი ცალკერძ, და სხვანი თა\ვადნიცა.
Line of ed.: 31    
შეიქნა ლხინი და მეჯლიში ეგეთი, კვლავ არ ქმნი\ლი
Line of ed.: 32    
იყო. სამს დღეს ეს გარიგება იყო. მეორესა დღესა შეკა-
Page of ed.: 21  Line of ed.: 1    
დრა მერაბისა და ქულის პირით: ვითა მაღალო ხელმწიფეო,
Line of ed.: 2    
განისვენეთ მონისა კარავთა და დაიმდაბლეთ თავი და თვით
Line of ed.: 3    
ქეთევან დედოფალი დაჰპატიჟა თავისის პირით, დაეწივნეს ყო\ველნი
Line of ed.: 4    
მასთან დიდებულნი, მოკაზმეს მოედანი, და დადგეს კა\რავნი,
Line of ed.: 5    
რომ კაცისაგან მისი ქება არ ითქმის, ცალკერძ დაბ\ძანდა
Line of ed.: 6    
ტახტსა ზედა დევთა მეფე, სახელმწიფოსა ქეთავან დე\დოფალი,
Line of ed.: 7    
და მისი პირ-მთვარე ასული, და ყოველი დიდებულნი
Line of ed.: 8    
იყვნეს ლხინში, და მეჯლიშში კაცისა თვალსა არ უნახავს, იმ\ღერდეს
Line of ed.: 9    
მგოსანნი და მოშაითნი და იტყოდიან ჯიმშერის ქება\სა,
Line of ed.: 10    
მერმე უძღვნა მეფესა და დედოფალსა ორასი ოქროთ შე\კაზმული
Line of ed.: 11    
ცხენი, ბედაური, ათი ათასი სტავრა და ხათაისა ფარ\ჩა
Line of ed.: 12    
ურიცხვი, ორი გვირგვინი, ფასის თქმა არ შეიძლება, ღა\მესა
Line of ed.: 13    
შინა ვითა დღე ნათობდა. მერე დევთა ფალავანთა და
Line of ed.: 14    
დიდებულთა და მხევალთა უძღვნა მრავალი, რომ ანგარიში არ
Line of ed.: 15    
აიღებოდა, და წაბძანდნენ მადრიელნი, ეგრეთვე მეფისა სავარ\დესა
Line of ed.: 16    
შინა ლხინობდეს. მერმე გამოეთხოვა ჯიმშერ და მოსცა
Line of ed.: 17    
დევთა მეფემან კერული, და უკერული, თვალ-მარგალიტი ხუ\თასი
Line of ed.: 18    
აქლემი, ათასი ჯორი, სამასი ოქროთ შეკაზმული ცხე\ნი,
Line of ed.: 19    
და ხუთასი შესამოსელი. ეგრეთვე მერაბს და ქოულს.
Line of ed.: 20    
გამოესალმან დედოფალი ასულსა თვისსა ცრემლითა, ჯიმშერს
Line of ed.: 21    
შეავედრა და დალოცა, გამოჰყვა მეფე სამისა დღისა სავალსა,
Line of ed.: 22    
გამოესალმა იგიცა, წავედით ჯიმშერის ქალაქში ნადირთა
Line of ed.: 23    
სრვითა, და ვითა მივეწურენით ქალაქად, წინა მოგვეგებნეს
Line of ed.: 24    
ყოველნი დიდითა სიხარულითა, ჰკოცნიდნენ, ფერხთა ეხვეო\დენ,
Line of ed.: 25    
აყრიდენ დრამსა და დრაჰკანსა, შეიქნა სიხარული მისსა
Line of ed.: 26    
სამეფოსა, რომელ კაცის ენისაგან არ ითქმის, ერთსა თვესა
Line of ed.: 27    
ქორწილი იყო, სიხარული და გაცემა, ვინცა დევთა დიდებუ\ლნი
Line of ed.: 28    
ახლდენ, მრავალი უბოძა და გაისტუმრა მომადრიელებუ\ლნი,
Line of ed.: 29    
და იყო სიხარული და განსვენება მრავალი, და მიეცა
Line of ed.: 30    
ძე ერთი, მშვენიერი ნაყოფი, რა ერთისა წლისა შეიქნა, მნა\ხავთაგან
Line of ed.: 31    
გასაკვირვებელი იყო, არცა მამასა ჰგვანდა და არცა
Line of ed.: 32    
სხვასა ვისმე. მისთანა საკვირველი კაცის თვალისაგან არა ნა\ხულა-რა.
Page of ed.: 22  Line of ed.: 1    
ამაზედან დასნეულდა ჯიმშერ და მოკვდა. ესეთი
Line of ed.: 2    
ტირილი, გლოვა და შეწუხება იყო, როშ კაცი შესცთებოდა.
Line of ed.: 3    
იგლოვდა რაოდენ დედოფალი, მერაბ და ქოულ იგლეჯდენ
Line of ed.: 4    
თმასა და წვერსა, დაიპეს სამოსელი და დიდი გლოვა იყო
Line of ed.: 5    
წლამდისინ, და მას შვენიერსა ნაყოფსა დაუწყეს ზრდა მერაბ
Line of ed.: 6    
და ქოულ, და დასდვეს სახელად ჯიმშედვე, მამისა თვისისა
Line of ed.: 7    
სახელი, რომლისა შემდგომად არ მოკლა ჭაბუკათაც უწოდდენ.
Line of ed.: 8    
აქა დასრულდა კარი ჯიმშერ დილარის შვილისა. დაუს\რულებელმცა
Line of ed.: 9    
არს სუფევა მეფობისა თქვენისა ჟამთა მრავალ\თა
Line of ed.: 10    
ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Sargis Tmogveli, Dilariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.