TITUS
Ioseb Tpileli, Didmouraviani
Part No. 5
Previous part

Chapter: 3  
Line of ed.: 1  კარი მესამე






Strophe: 56  
Line of ed.: 2  Verse: a        56. რჩევა შეგვექნა ომისა:   რას დროს შევებნეთ, რაგვარა,
Line of ed.: 3  Verse: b        დაშურება სჯობს, სიჩქარე,   ვირემდის აიბარგარა,
Line of ed.: 4  Verse: c        ხანძრად მოვედვნეთ, როგორაც   ბალახი ცეცხლმან დაგარა,
Line of ed.: 5  Verse: d     და   ქართველთ ხმალს ქვეშე, ღვთის ძალით,   თათრებმან ვერ იმაგარა.






Strophe: 57  
Line of ed.: 6  Verse: a        57. ზოგმან თქვა: ახლავ მიუხდეთ,   თავს გარდვადინოთ მტვერია!
Line of ed.: 7  Verse: b        რაღას უდგავართ უომრად,   რა ახლო ვნახეთ მტერია?
Line of ed.: 8  Verse: c        ზოგმან თქვა: "ზეით მოუხდეთ,   შეიქნან გასაშტერია,
Line of ed.: 9  Verse: d     და   მათ დავანანოთ აქ მოსვლა,   არ ჰყვანდეს პატრონ ტერია!"






Strophe: 58  
Line of ed.: 10  Verse: a        58. ნუგზარ თქვა: "ღამით დავესხნეთ,   მთის კაცთ ეს მიყვეს რჩევანი;
Line of ed.: 11  Verse: b        მრავალჯერ გაგვმარჯვებია,   ასრე გვაქვს ომის ჩვევანი!"
Line of ed.: 12  Verse: c        სხვათა თქვეს: "დილას მიუხდეთ,   შევქნათ ბედისა წყევანი,
Line of ed.: 13  Verse: d     და   ერთს წარექციოს ასი და   ასს ათასისა ძლევანი!






Strophe: 59  
Line of ed.: 14  Verse: a        59. მე ვჰთქვი: "ძმანო, დამიჯერეთ,   ესე ომი მე დამდევით,
Line of ed.: 15  Verse: b        ჩემი საქმე დღეის უკან   ანდაზად და ხიდათ დევით;
Line of ed.: 16  Verse: c        გული მტკიცედ დაიმყოვრეთ,   მართლა თავი გარდადევით,
Line of ed.: 17  Verse: d     და   თვალი მიგდეთ ზოგზოგებმან,   მათში ვიქმნე, როგორ დევით!






Strophe: 60  
Line of ed.: 18  Verse: a        60. დილაზედა რაზმი ვაწყოთ,   მათკენ ვიქმნეთ ჩვენ წახრილი,
Line of ed.: 19  Verse: b        სადაც დგანან, აქეთ ნაპირს   წაუვლია იმათ თხრილი,
Line of ed.: 20  Verse: c        იმას ასრე გარდავიდეთ,   არვინ იქმნას გან გახრილი,
Line of ed.: 21  Verse: d     და   გარ მოვიგზნათ დახოცილი,   როგორც დოლაბს ედვას ხრილი!"






Strophe: 61  
Line of ed.: 22  Verse: a        61. ერთი კაცი წამოსლოდათ,   ნიაბის თავს დაეჭირა,
Line of ed.: 23  Verse: b        მოსვლა მისი, გამოპარვა,   ჩვენთვის ლხინი, მათთვის ჭირ ა!
Line of ed.: 24  Verse: c        ვჰკითხე: "ომსა როგორ ბედვენ,   შებმისა აქვს საეჭვი რა?"
Line of ed.: 25  Verse: d     და   მითხრა: "უმძიმს მათ გარდმოსვლა,   გზა და წასვლა გაეჭირა!"


Page of ed.: 12  




Strophe: 62  
Line of ed.: 1  Verse: a        62. ესე თქვა თუ: "გროვდებიან,   ქვიშას რასმე პარკს ჩაჰყრიან,
Line of ed.: 2  Verse: b        ხან ისრებსა შესჭიდებენ,   ხან ქურუმნი რამლსა ჰყრიან,
Line of ed.: 3  Verse: c        მესტროლაბე სტროლაბსა შლის,   მიმსვლელს უკან უკუჰყრიან,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მოსწყენიათ უცხოთ რასმე,   ვეჭობ, ყურებს ჩამოჰყრიან!"






Strophe: 63  
Line of ed.: 5  Verse: a        63. ეს გავიგონე მათგანვე,   თქვეს: "საქმე მოგვდის მარცხისა,
Line of ed.: 6  Verse: b        რაცა ნიშნები ვიცოდით,   აღარ დგას, წყალი გარცხისა,
Line of ed.: 7  Verse: c        სრულ ჩამოცვივდა ბურჯები,   ეტლებმან ქვე დანარცხისა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   თილისმთ ნაქნარი დაშალეს,   რკინა ჰქონდათ თუ რაც ხისა"!




Page of ed.: 13  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb Tpileli, Didmouraviani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.