TITUS
Visramiani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6  
Line of edition: 22  აქა ქორწილი ვისისა და ძმისა მისისა ვიროსი და მოაბადის
Line of edition: 23 
ძმისა ზარდის მოციქულად მოსლვა


Line of edition: 24       ხე რა მართლად არა დანერგულ იყოს, სიმრუდე მაშინვე აჩნია.
Line of edition: 25    
ბოლოსა ჟამსა საქმე რა გაირყუნებოდეს, თავსავე ზედა გამოჩნდების.
Line of edition: 26    
რა ავი წელიწადი გუალვისა მოვიდოდეს, ზამთარსა შეეტყობის
Line of edition: 27    
და დააჩნდების, ისარი რა არმართლად მივიდოდეს, მშუილდისა
Line of edition: 28    
მოზიდვასა შეეტყუების. რა ხესა ზედა ნაყოფი ცოტა გამოვიდოდეს,
Line of edition: 29    
გაზაფხულ მისსა აყუავებასა ზედა გამოჩნდების.

Line of edition: 30       
აგრეთვე ვისის საქმე მასვე დღესა გამოჩნდა, სიმწარე და
Line of edition: 31    
არსუიანობა: ამად რომელ, რა დედამან მათმან შაჰრომან ჴელი
Line of edition: 32    
ერთმანერთსა ჩაუდვა და საქორწილოდ კაზმა დაუწყო და შეყრილ
Line of edition: 33    
იყვნეს ყოვლის ქუეყანისა დიდებულნი და ლაშქარნი, და პურისა
Line of edition: 34    
ჭამასა ჰლამობდეს და სუმასა და სიხარულსა, -- ანაზდად მასვე
Line of edition: 35    
წამსა ზღუისაგან შავი ღრუბელი გამოვიდა. ნათელი დღე იყო. მზიანი,
Line of edition: 36    
ჰამო და მაშინვე, თუ სთქუა, შეღამდა, ასრე დაბნელდა ქუეყანა,
Page of edition: 42   Line of edition: 1    
და ქარი დიდი ადგა და მტუერი დიდი შეიქმნა, რომელ ერთმანერთსა
Line of edition: 2    
ვეღარ ჰხედვიდეს. მექორწილენი აიშალნეს და აიყარნეს.

Line of edition: 3       
მასვე ჟამსა გზასა ზედა მოვიდოდა კაცი შავითა შეკაზმული,
Line of edition: 4    
შავსა ცხენსა ზედა მჯდომი, უნაგირი და აბჯარი მისი შავივე იყო,
Line of edition: 5    
და სახელი მისი ზარდი იყო. და კუბო მოეტანა ისფრითა შეკაზმული
Line of edition: 6    
და შაჰი მოაბადის წიგნი. თუცა მოციქული იყო, მაგრა ძმა და
Line of edition: 7    
ვაზირი იყო მოაბადისა. წამოუდგა ვიროს ზედა და შაჰროს
Line of edition: 8    
ცხენიდაღმა მისცა წიგნი დაბეჭდული ოქრო-ბეჭდითა, და მოციქულმან
Line of edition: 9    
შენდობა ითხოვა ცხენითა მოდგომისათუის და ეგრე მოაჴსენა:

Line of edition: 10       
"მე ბრძანება შაჰი მოაბადისაგან ასრე მაქუს, დღე და ღამე
Line of edition: 11    
მივლია, არ მძინებია, მრავალი ცხენი დამიყენებია მოსწრაფებისათუისო,
Line of edition: 12    
და სხუა წიგნმან მოგაჴსენოსო".

Line of edition: 13       
რა ბეჭედი აიღეს, გაჴსნეს წიგნი. თუცა ჰამონი სიტყუანი ეწერნეს,
Line of edition: 14    
შაჰრო ეგრეცა, ვითა მოკართული ვირი ტალახსა შიგან, აგრე
Line of edition: 15    
სირცხუილისა და შეჭირვებისაგან თავისა გზა-გაუღებელი დარჩა,
Line of edition: 16    
ამით რომელ მისგან დაწერილი საფიცი მოაბადის წიგნსა შიგან
Line of edition: 17    
იცნა, თავისა დაწერილი, და ეგზომი ფიცი, რომელ პირველ სახელი
Line of edition: 18    
ღმრთისა, სამართლისა მოქმედისა, ეწერა, რომელ მიწყით სამართალსა
Line of edition: 19    
იქმს და სამართალსა უბრძანებს კაცთა. ცა და ქუეყანა დაბადა
Line of edition: 20    
სიმართლედ, ერთისა თმისოდენიცა სიმრუდე არა დაგუატანა. ვითა
Line of edition: 21    
ქუეყანა სიმართლითა შეამკო, კაცთაგან ეგრევე მართლისა ქმნა
Line of edition: 22    
და თქუმა ითხოვა. ვინცა სიმართლით მატებასა ეძებს, გამარჯუება
Line of edition: 23    
მიწყით წინამძღუარ ექმნების. სიმართლისებრი ქუეყანასა ზედა არა
Line of edition: 24    
არის რა, მით რომელ სიმართლისა მატებასა დაკლება არა აქუს.
Line of edition: 25    
"შაჰრო, მე შენგან სიმართლესა ვეძებ, რომელ მიწყით, სიმართლესა
Line of edition: 26    
იქმოდე და მართალსა ეძებდე. ჩუენ ორნივე სიყუარულისა პირსა
Line of edition: 27    
ზედა და მზახობასა ზედა ვიფიცენით. ღმერთი და ანგელოზნი
Line of edition: 28    
მისნი შუამდგომლად დაგუიყენებიან და გუიფიცავს, წიგნი
Line of edition: 29    
დაგუიწერია საფიცი, -- აწ რად დაივიწყე ღმერთი, აღთქუმა გამიტეხე?
Line of edition: 30    
მე შენი ასული მაშინ შემირთავს, რომელ მეოცდაათესა წელსა
Line of edition: 31    
გიშობია, ასული ღმერთმან თუით ჩემსა ბედსა ზედა მოგცა,
Line of edition: 32    
თუარა შენ კულა ასული არა გიშობია, აწ მე დია მხიარულად ვარ,
Line of edition: 33    
რომელ შენ ქალი შობე. დია საქონელი გამიცემია გლახათათუის,
Line of edition: 34    
ამით რომელ ღმერთმან შემიწყალა და ჩემი იმედი, რომელ მისითა
Line of edition: 35    
მოწყალებითა მქონდა, გაასრულა.

Line of edition: 36       
აწე რათგან ღმერთმან ეგე მთუარე მე მიბოძა, თუ ჩემი არის,
Line of edition: 37    
მე მაგისი მანდა ყოფა აღარ მწადიან, ამით რომელ თქუენსა ქუეყანასა
Line of edition: 38    
უფროსნი ბერნი და ყრმანი ყუელანი დედათ-მოყუარულნია;
Page of edition: 43   Line of edition: 1    
თავსა და სულსა გასწირვენ მათ ზედა; მიწყით თქუენებურნი კაცნი
Line of edition: 2    
დედათა მაღორებელნია და უკანა უდგებიან; ლამაზად ჴელად უჩსვე
Line of edition: 3    
ამის ქმნა. ღმერთმან ნუ რომელსა დიაცსა უჩუენოს მაგათი პირი,
Line of edition: 4    
რომელ მათივე ავი ზნე არ ასწავლონ. დედანი გულ-ნაზუქნი და
Line of edition: 5    
გულ-ჩუილნი არიან და ვითაცა ვინ გაზარდოს და დააჩუიოს, აგრე
Line of edition: 6    
დაეჩუევიან და გაიზრდებიან. დედანი გულ-მართლობითა მამათა
Line of edition: 7    
საუბარსა დაიჯერებენ და ჰამოითა სიტყუითა თავსა მათ მისცემენ.
Line of edition: 8    
დიაცი რაზომცა ფრთხილი და გონიერი იყოს, ეგრეცა ჰამოისა
Line of edition: 9    
კაცისა ენითა ძაბუნი იქმნების. დედათა ფათერაკი ამით არის,
Line of edition: 10    
რომელ ეგრე ეტყუიან: "შუენვარე და კეკლუცი გიშოვეო. მიჯნურობისა
Line of edition: 11    
და სიყუარულისაგან ვკუდები, დღე და ღამე ვტირი დაღრეჯილი,
Line of edition: 12    
ვითა შმაგი და მტერიანი ვცურავ შენისა გონებისაგან. თუ არ
Line of edition: 13    
შეგებრალები, მოვკუდები და მას საუკუნესა კალთასა მოგეკიდები.
Line of edition: 14    
რად არ შეგებრალები? შენებრვე ყმა კაცი და ადამის შვილი ვარ".
Line of edition: 15    
ამაზედა დიაცი, რაზომცა მოღმრთე და პატიოსანი იყოს, ამოითა ამა
Line of edition: 16    
სიტყუითა მოღორდების და ვერ გაიგონებს, თუ უკანის მოვიყივნოო.
Line of edition: 17    
აწე, რაზომცა ღირსი, წმიდა და პატიოსანი იყოს, ამა საქმისათუის
Line of edition: 18    
მოშიშ ვარ, ნუ დაიჭირავ მაგას მანდა და მარავს გამომიგზავნე
Line of edition: 19    
დაუყოვნებლად და მხიარულად.

Line of edition: 20       
ნუ შეიჭირვებ ზითევსა, ოქროსა, თუალსა პატიოსანსა და
Line of edition: 21    
მარგალიტსა, მით რომელ მე ეგე მინდა არ ზითვითა. მაგას ერთსახე
Line of edition: 22    
ნებიერად გავზრდი და დავიჭირავ, და ყუელასა ჩემისა საჭურჭლისა
Line of edition: 23    
კლიტესა ჴელთა შევჰვედრებ და შენცა ეგზომსა თუალსა, ოქროსა
Line of edition: 24    
და მარგალიტსა გამოგიგზავნი, რომელ, თუ გწადდეს, ერთი ქალაქი
Line of edition: 25    
ოქროისა ააგო და ზღუდენი თუალისანი უყო. შენ თუით განაღამცა
Line of edition: 26    
საპატიოდ დაგიჭირავ და თქუენს ქუეყანასა მამულობით, მორჭმით
Line of edition: 27    
და აზატად დაგიწერ. ვიროს ძმისაებრ დავიჭირავ და ჩემის გუარისა
Line of edition: 28    
ცოლსა მივსცემ და მას ეგრე ვემზახები, რომელ საუკუნემდი
Line of edition: 29    
თქუენისა სახელისა საჴსენებელი იყოს".

Line of edition: 30       
შაჰრომ რა ესე წაიკითხა და მისი ცოლისა ძებნა ცნა, ათრთოლდა
Line of edition: 31    
და თავს ბრუ დაესხა, თავი ჩამოაგდო და ზე აღარა აიხედა
Line of edition: 32    
სირცხუილისაგან და ყელსა იგრეხდა, ვითა დაკოდილი გუელი.
Line of edition: 33    
შეშინდა ღმრთისაგან და მოაბადისაგანცა და გულსა შიგან ეგრე
Line of edition: 34    
თქუა: "მე ვითა რა მიქნია? პირველ ღმერთი გამიწირავს და ფიცი
Line of edition: 35    
გამიტეხია, და მერმე ასეთისა დიდისა ჴელმწიფისათუის ცოლი
Line of edition: 36    
წამირთმევია და გამითხოვებია! ზენაარისა გამტეხი კაცი ყუელა ასრე
Line of edition: 37    
გაწბილებული და ენადაბმული იქმნების, ვითა აწ მე ვარ დაღრეჯილი
Line of edition: 38    
და უჭკუო!"
Page of edition: 44   Line of edition: 1       
რა ვისმან შემოხედა და თავისა დედა ნახა ათრთოლებული და
Line of edition: 2    
გაყუითლებული, გაუწყრა დედასა და ეგრე უთხრა:

Line of edition: 3       
"ნეტარ აგეთი რა წაგეკიდა, რომელ ფერი წაგსლვია და გული
Line of edition: 4    
აღარ გიცს, ან ღმერთმან ეგრე ცნობა ვითა წარგიღო, რომელ წახუედ
Line of edition: 5    
და უშობელი ასული გაათხოვე? ცნობილსა კაცსა შენი ნაქმარი
Line of edition: 6    
არ მოეწონების. ჴამს, რომელ ყოველი კაცი შენ ზედა იცინოდეს".

Line of edition: 7       
მერმე ზარდის, მოციქულსა, ძმასა და ვაზირსა შაჰი მოაბადისასა,
Line of edition: 8    
ეგრე არქუა ვითა: "შენ სით მოხუალ, სახელი და გუარი შენი
Line of edition: 9    
რა არსო?"

Line of edition: 10       
ზარდმან ეგრე უთხრა:
Line of edition: 11       
"მე ნატამალი ვარ შაჰი მოაბადისი, მას წინაშე საპატიო ვარ
Line of edition: 12    
და, სადაცა მივიდოდეს, წინამძღუარი მე ვარ მისთა ლაშქართა;
Line of edition: 13    
სახელად ზარდი მქუიანო".

Line of edition: 14       
რა ვისმან მოისმინა მისგან პასუხი, გული გაუთიცხდა და ეგრე
Line of edition: 15    
არქუა:

Line of edition: 16       
"ყუითელმცა არის, ვის გამოუგზავნიხარო ეგზომ საკუირველი
Line of edition: 17    
და მაგალითი. ეგე თქუენი წესი არის საძაგელი და მოსაყივნებელი,
Line of edition: 18    
რომელ გათხოვილსა ცოლსა შეირთავთ. ბრმა ხარ, ვერ ჰხედავ მაემანსა
Line of edition: 19    
და სმასა ქორწილისასა., რომელ მუტრიბთა მღერა და ჴმა. ცად
Line of edition: 20    
გაიწევის და ყოვლისა ქუეყანისა დიდებულნი, აზნაურნი და ლაშქარნი
Line of edition: 21    
აქა შეყრილან? დარბაზი ასრე შეკაზმულია, და ყოველი კაცი
Line of edition: 22    
ამას გუილოცავს: სუიანმცა არის ესე ქორწილი, რომელ სძალი
Line of edition: 23    
ასული არის და სიძე -- ძე, აწ რა ესე ჩუენი ქორწილი ნახე და
Line of edition: 24    
მუტრიბთა ჴმა გესმა, და სიძისა და სძლისა ქება მუტრიბთაგან
Line of edition: 25    
მოისმინე, რად არა შეიქეც? აწ სით წამოსულ ხარ, მუნვე წაედ და
Line of edition: 26    
ჩემითა იმედითა კულა ნუ მოხუალ, მით რომელ შენისა იმედისა
Line of edition: 27    
ჴელი ჩემისა წაყვანებისათუის დია მოკლე არის. ნუცა წიგნითა და
Line of edition: 28    
ქადილითა გუაშინებთ; თქუენი ქადილი, წიგნი და ქარი ჩუენ სწორად
Line of edition: 29    
გუიჩს. აქა რაღასა სდგახარ? ასრეა. ჩემი ძმა და ქმარი ვირო
Line of edition: 30    
აწვე ნადირობით მოვა, გნახავს და მე დამემდურვების და შენ
Line of edition: 31    
დაგემტერების. ადრე წადი, რომელ არცა მდურვა იყოს და არცა
Line of edition: 32    
მტერობა. მაგრა ჩემაგიერ ეგრე მოაჴსენე მოაბადს, ვითა შენებრ
Line of edition: 33    
ფრთხილი არავინ ეგების, სიბერისაგან ტუინი წაგსლვია და შენისა
Line of edition: 34    
დარჩომისა დღე გარდასრულა. დამპალო ბერო! თუმცა ყოლა ცნობა
Line of edition: 35    
გქონდა, სიბერისა ჟამსა არ ესე გმართებს, რომელ შენ ბერი
Line of edition: 36    
გარდასრული ყრმასა ცოლსა ეცილებოდე. თუმცა კაცი იყავ,
Line of edition: 37    
საუკუნოსა საგზალსამცა იურვოდი სიბერესა, არა ყრმასა ცოლსა. ჩემი
Page of edition: 45   Line of edition: 1    
ქმარი ვირო არის, ლომი ახალმოწიფული და შაჰრო -- დედა ჩემი. მე
Line of edition: 2    
ვირე აქა ამას თანა ვიყო, მარავი და მოაბადი გუიანად მომაგონდების.
Line of edition: 3    
ვირემდი ვირო ჩემი გუერცა მწოლია. ჩემი თავი და პატრონია,
Line of edition: 4    
მოაბადს და მარავს გუიანად დავჰნატრდები. ვირე მაქუს ნაძუი
Line of edition: 5    
ნაყოფიანი, არ ვეძებ ანწლსა მყრალსა, დამპალსა და დამჭნარსა.

Line of edition: 6       
ღარიბობისა დამთმო მისი გული არის, ვისიცა საქმე შინათ
Line of edition: 7    
გაუმართავ-მორჭმულ იყოს. მე, ვითა ჩემი სიცოცხლე, მიყუარს
Line of edition: 8    
ჩემი ვირო, და ვითა თუალი, არ გამეშუების ჩემი შაჰრო. ამათ
Line of edition: 9    
დავემორჩილები, ვითა შაქარი შევეტკბობი, არ მომინდების ღარიბობასა
Line of edition: 10    
შიგან ბერი მოაბადო".

Line of edition: 11       
რა ესე სიტყუა მოისმინა ზარდმან ვისისაგან, მასვე წამსა პირი
Line of edition: 12    
მარავისაკენ ქმნა და ცხენსა მათრაჴი ჰკრა. ასრე ფიცხლად წავიდა,
Line of edition: 13    
რომელ მტუერსა მისსა ნიავი ვერ მიეწევოდა. დღე და ღამე იარა.
Line of edition: 14    
მოაბად მიელოდა და აგრე თქუის: "ნეტარ აწ ჩემი ზარდი სად
Line of edition: 15    
არის, ნეტარ აწ რა უქმნიაო?" ჰქონდა თუალი და ყური ზარდის
Line of edition: 16    
გზისაკენ. ანაზდად მტუერი გამოჩნდა, გამოვიდა ზარდი მტუერისაგან
Line of edition: 17    
აღშფოთებული და მაშურალი. გახელებულ იყო, რომელ სიკუშტითა
Line of edition: 18    
ავსა კარგისაგან ვერ გამოარჩევდა. მასვე წამსა მოვიდა და
Line of edition: 19    
მოეგება მოაბად ზარდსა, ეგრე არქუა:

Line of edition: 20       
"ზარდო, ლომი ხარ ანუ მელიო?"
Line of edition: 21       
ზარდი ცხენიდაღმა გარდაჴდა, თაყუანისცა და მას წინაშე
Line of edition: 22    
მიწასა აკოცა; ეგრე მოაჴსენა:

Line of edition: 23       
"ღმერთმან ბევრ-წელს გყოს, ღმრთისაგან და ბედისაგანმცა
Line of edition: 24    
მხიარულნი ხართო და თქუენი მტერნი თქუენითა ჴრმლითა მოკლულნი
Line of edition: 25    
და დამონებულნია! და მიწყივმცა მათსა ქუეყანასა პურძუირობა
Line of edition: 26    
და სეტყუაა, მათიმც ქარი ჭირისა, და მთუარე ბოროტისა,
Line of edition: 27    
და მზე მათი სიკუდილისა, და ღრუბელი უწუიმო, და მათი მიწა
Line of edition: 28    
უნაყოფო! მივედ და ვნახე მაჰისა ქუეყანა შემკობილი და შეკაზმული,
Line of edition: 29    
ვითა სამოთხე, და ყოვლისა ქუეყანისა დიდებულნი ლომნი ჭაბუკნი
Line of edition: 30    
და მათი ცოლები, ვითა მზე და მთუარე; და სიკეკლუცითა
Line of edition: 31    
მათი დარბაზი ესრე შეკაზმული იყო, ვითა ცა მასკულავითა, და ვისი
Line of edition: 32    
მათ შუა ჯდა დედოფალი, ვითა მასკულავთა შუა მთუარე გავსილი.
Line of edition: 33    
ჰქონდა ქორწილი და სიხარული, რომელ ერთიცა კაცი მათსა
Line of edition: 34    
ქუეყანასა შიგან არა იყო დაღრეჯილი, ყუელა მხიარული და
Line of edition: 35    
მოცინარე, ამღერებდეს მუტრიბთა და მგოსანთა ჴმა-მაღლად ჰამოითა
Line of edition: 36    
ჴმითა. და მე, თქუენმან კეთილმან მზემან, მათი ქორწილი ზრუნვად
Line of edition: 37    
მიჩნდა და მათი სიმდერა მოთქუმად და ტირილად. მისისა სიძობისაგან
Line of edition: 38    
თქუენ სახელი და ნატრა ოდენ დაგრჩომია. და ვისის გუერდით
Page of edition: 46   Line of edition: 1    
სხუა ვინმე ზის და მისგან სხუა ვინმე გაიხარებს, რუ სთხარეთ,
Line of edition: 2    
ჭირი თქუენ ნახეთ, მაგრა წყალს სხუანი ვინმე სმენო. დიდი და
Line of edition: 3    
მცირე სწორად უჩს უმეცარსა, ვითა ბრმისა თუალსა დღე და ღამ
Line of edition: 4    
სწორი არის. ამად უქმნია მათ ესე შეუწონელი საქმე, რომელ
Line of edition: 5    
თქუენგანცა მათ არა შინებოდა. მაგრა ვირემდინ მათ თქუენგან ავი არ
Line of edition: 6    
წაეკიდების და არ გარდააჴდევთ. ჩუენ მათგან აუგსა და მოყივნებასა
Line of edition: 7    
შიგან ვართ, რომელთაცა უხუცესი და უთროსი ვიროა
Line of edition: 8    
სირეგუნითა და ამპარტავნობითა. ეგრე ჰგონია, თუ წურილნი მთანი მე
Line of edition: 9    
დამიბადებიანო, და მუნ თავისა სახელი შაჰი უჴმია, და შაჰი
Line of edition: 10    
ჴელმწიფესა ჰქუიანო. ზოგნი მუნებურნი თუით თქუენ არ გიცნობენ
Line of edition: 11    
და ყოვლისა ქუეყანისა პატრონი ვირო ჰგონია, და არცა თუით სხუა
Line of edition: 12    
ჴელმწიფე ჰგონია, თქუენ ზოგნი დამპალობით გიყივიან, ზოგნი
Line of edition: 13    
მოაბადყოფილობით".

Line of edition: 14       
რა ესე ამბავი მოაჴსენა შაჰი მოაბადს ზარდმან. გაყუითლდა
Line of edition: 15    
პირი მეფისა და გაწყრა. პირსა მისსა, ძოწისა მსგავსსა, ზაფრანის
Line of edition: 16    
ფერი დაედვა წყრომისა და სიმძიმილისაგან; მტერობისა და ჯავრისაგან
Line of edition: 17    
ათრთოლდა, ვითა ქარისაგან ძეწნი და ვითა წყლისაგან მზისა
Line of edition: 18    
შუქი. ჰკითხა ძმასა:

Line of edition: 19       
"ესე რომელ მიამბობ, შენ გინახავს შენისა თუალითა ანუ ყურითა
Line of edition: 20    
მოგისმენია სხუაგან? იგი მითხარ, რაცა გენახოს, და არ იგი,
Line of edition: 21    
რაცა გასმიოდესო. ამბავი დასტურს არა ჰგავს და არცა ნახვა --
Line of edition: 22    
საეჭუსა. ნასმენსა ნურას მითხრობ და რაცა ცხადად გინახავს, იგი
Line of edition: 23    
მიამბეო".

Line of edition: 24       
ძმამან ეგრე მოაჴსენა:
Line of edition: 25       
"მაღალო ჴელმწიფეო! მე არა იგი ვარ, რომელ რაცა არ
Line of edition: 26    
მენახოს, მოგაჴსენებდე და მეტსა ვმოურაობდე. ჩემითა თუალითა
Line of edition: 27    
მინახავს, რაცა მომიჴსენებია, და ყურითა ჩემითა ნასმენი თქუენგან
Line of edition: 28    
დია დამიმალავსო. აქამდი შაჰრო ჩემად დედად მიჩნდა., და აგრეთვე
Line of edition: 29    
ვირო ჩემად ძმად. და თუალნი არ მისხენ მათნი შესახედავნი,
Line of edition: 30    
მით რომელ თქუენითა გზითა ვემტერები. თავსა და ტანსა ჩემსა
Line of edition: 31    
სული არ მოუნდების. თუ გულსა ჩემსა თქუენი სიყუარული და
Line of edition: 32    
მონობა მოაკლდეს. თუ მიბრძანებ და გწადიან. შემოგფიცავ
Line of edition: 33    
ღმრთითა და მზითა თქუენითა, რომელ ქორწილი თავისა თუალითა
Line of edition: 34    
მინახავს; მაგრა მუნ არცა მიჭამია და არცა მისუამს, მით რომელ
Line of edition: 35    
მათი აწინდელი სუმა, სიხარული და სიმღერა მე ჩემად ომად მიჩნდა;
Line of edition: 36    
და მათი სამოთხისაებრი შეკაზმული დარბაზი მე, თქუენმან
Line of edition: 37    
მზემან და კეთილმან, ბნელად საკნად მიჩნდა; მუტრიბთა ჴმა წყენისაგან
Line of edition: 38    
გინებად შემესმოდა. და მე რაცა მინახავს, იგი მომიჴსენებია
Page of edition: 47   Line of edition: 1    
და თქუენ ვითაღა ბრძანოთ და გამოარჩიოთ. ჩუენ მონანი და მიწანი
Line of edition: 2    
ვართ, მბრძანებლობისა თქუენისა მომსმენელნი და მიმყოლნიო".
Line of edition: 3    
რა მეორედ მოდასტურებით ესე ამბავი ესმა შაჰი მოაბადს,
Line of edition: 4    
მოემატა ზურგსა შეჭირვებისა ტუირთი ტუირთსა ზედა, ზოგჯერ,
Line of edition: 5    
ვითა გუელი თავ-დანაყილი, იღულაჭნებოდა და ზოგჯერ ტკბილისა
Line of edition: 6    
ჭურისაებრ გული აუდუღდებოდა.

Line of edition: 7       
დიდებულნი, ვინცა მას წინაშე იყვნეს, შეჭირვებითა ყუელანი
Line of edition: 8    
კბილითა იღრჭენდეს და იტყოდეს: "შაჰრომან ვით იკადრა ესე,
Line of edition: 9    
რომელ ეგზომ დიდისა ჴელმწიფისა ცოლი სხუასა კაცსა შერთო,
Line of edition: 10    
ანუ თუით ვირო ვითა შემართა შერთვაო?!" სჩურჩუნიდეს
Line of edition: 11    
ერთმანერთსა დიდებულნი.

Line of edition: 12       
შეიქმნა ლაშქართა შიგან საუბრად ვითა: "აქათგან აოჴრდების
Line of edition: 13    
შაჰროს, ყარანის და ვიროს სახლი, აქათგან აღარ ნათობს მათსა
Line of edition: 14    
ქუეყანასა მზე და მთუარე. აწ ასრე მოსძულდეს შაჰროს ვირო,
Line of edition: 15    
რომელ მესისხლედ უჩნდეს, აღარა შვილადო. დაეცა თუალი
Line of edition: 16    
ყარანისა და შაჰროს სახლსა და საყოფელსაო". და ჰქონდაყე
Line of edition: 17    
ხუაშიადი მოაბადისი დიდებულთა და იტყოდეს: "არ მათი ოდენ
Line of edition: 18    
აოჴრდებოდენ სახლი და საცხოვრებელი., მაგრა მრავალი დიაცი
Line of edition: 19    
სხუაცა დაქურივდების. შაჰი მოაბადის წყრომა მათ ესრე დასწუავს,
Line of edition: 20    
რომელ მტუერი და ნაცარიცა აღარა დარჩეს მათიო. აგეთი ღრუბელი
Line of edition: 21    
დადგეს მაჰისა ქუეყანასა ზედა, რომელ მისისა წუიმისა ღუარი
Line of edition: 22    
სიკუდილი იყოს. მუნ ეტიკმან იყივლა ღმრთისა განგებისაგან მათ
Line of edition: 23    
ზედა, ვითა "მავანის საქონელი მავანისა არისო". ფათერაკისა წუიმა
Line of edition: 24    
მივა მათსა ქუეყანასა. ნეტარძი ვინცა არ ახლავს მათ!" მოავალი
Line of edition: 25    
სისხლი დუღს მათთა ასოთა შიგან და მრავალსა უფეთქს გული.

Line of edition: 26       
ესეგუარსა რასმე უბნობდეს ეოთმანერთსა თანა მოაბადის
Line of edition: 27    
დიდებულნი და ლაშქარნი. და მოაბადის გული საგონებელისა
Line of edition: 28    
ცეცხლითა იწოდა და ვერ დაიდგმიდა ადგილსა. და უჴმნა მასვე წამსა
Line of edition: 29    
მწიგნობარნი და გულისაგან ნავღლისაებრი სიტყუა ამოყარა. და
Line of edition: 30    
მიუწერა ყოვლგან ყოველთა ჴელმწიფეთა და დიდებულთა წიგნი,
Line of edition: 31    
და შესჩივლა შაჰროსაგან, ვითა რჯული დააგდო შაჰრომან და
Line of edition: 32    
ზენაარი გატეხაო.

Line of edition: 33       
და გაგზავნილნი წავიდეს ქარისაგან უფიცხესად ყოველგან. ვითა:
Line of edition: 34    
"შევიყრებით, შევეკაზმებით მაჰსა ზედა მისავლადო თაბარისტანით,
Line of edition: 35    
ჯორჯანით, დეისტანით, ხუარაზმით, ხორასანით, ქოისტანით,
Line of edition: 36    
სინდით, ჰინდოეთით, თაბათით, ჩინით. მაჩინით, სუღდით და
Line of edition: 37    
თურანითაო". ამაზედა მარავის მინდორი ესრე გაჴდა ლაშქრისაგან,
Line of edition: 38    
რომელ საუკუნოისა განკითხვისა დღესა ჰგუანდა კაცისა სიმრავლითა
Line of edition: 39    
და ზარითა.


Page of edition: 48  
Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.