TITUS
Teimuraz, Timsariani
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
კარი III
Line: 1    
*ხელმწიფის ქალისგან უშვილობის პასუხის მოხსენება და რჩევა


Line: 2       ქალმან რა ესე ხელმწიფისაგან გაიგონა, სისხლის ცრემლით ტირილი და
Line: 3    
ნამწარენი სულთქმანი აღმოუტევნა, უებროსა პირსა ხელი იკრა,
Line: 4    
სამკაულნი გარდაიყარა, ვარდსა და ბროლსა ზედან ნახოკმან სისხლის ფერი
Line: 5    
შემატა და ხელმწიფეს ეს მოახსენა: "ხელმწიფეო,თუ შენი ზრუნვა და
Line: 6    
შეჭირვება ეგ იყო, აქამდინ რატომ დამბადებელი და ყველათათვის მოწყალე
Line: 7    
და შემწყნარებელი ღმერთი არ მონახე? ანუ მისთა სარწმუნოებით
Line: 8    
მავედრებელთათვის როდის დახშულა კარი მოწყალებისა, რომე შენთვის არ
Line: 9    
გაიღოს! ანუ საღმრთოთა მლოცავთა ქვაბთა შინა მყოფთა შენი საქმე რად
Line: 10    
არ აღუთქვა? ანი თუ შენი მდიდარი საჭურჭლე და საქონელი გლახაკთა,უღონოთა,
Line: 11    
ქვრივთა,ობოლთა და საბრალოთა ზედან არ გაეც,რომე,თუ ამას ზრუნევდი,
Line: 12    
შენი ნება აღსრულებულიყო!"

Line: 13       
რა ხელმწიფემან ესე სიბრძნე ქალისაგან გაიგონა, დიდად ეამა, და
Line: 14    
მას პირმზესა ქალსა მრავალი მადლი უბრძანა და იმა ქალისა ნათქვამი
Line: 15    
გულში სიბრძნედ შეირაცხა, და ასრეთ უბრძანა:

Line: 16       
"რადგან ივედრე და ეგრე მითხარ, ყოველივე შენი ნათქვამი
Line: 17    
აღვასრულო". ადგა ხელმწიფე და შევიდა ხალვათსა ადგილს. იხმო მისანდონი
Line: 18    
ვეზირნი და უბრძანა: "დამბადებელსა შევევედრები და განვაბნევ
Line: 19    
სიმდიდრესა ჩემსა გლახაკთა და უღონოთა ზედან, ანუ უკვე მოწყალე
Line: 20    
მექმნას დამბადებელი ყოველთა და მომცეს შვილი ერთი, რათა არ აოხრდეს
Line: 21    
სამეფო ჩემი".

Line: 22       
შემდგომად ვეზირნიცა დაემოწმნეს ბრძანებასა მისსა და
Line: 23    
გამოიღეს ზღვისაგან უმრავლესი განძი და განყვეს შუა მონაგები მისი:
Line: 24    
ნახევარი გასცეს გლახაკთა ქვეყანისათა, ობოლთა, ქვრივთა, ანუ თუ სახსრად
Line: 25    
ტყვეთა, ხიდთა და ქარვასლათა გასაკეთებლად და ნახევარი, სადაც ღვთისათვის
Line: 26    
გასული სოფლიდამ იყვნენ,მთათა და ქვაბთა შინა, იმათ მისცეს. და თვით
Line: 27    
ხელმწიფე შევიდა სალოცველსა სახლსა, დადგა წინაშე ღვთისა, იმარხა ორმეოცი
Line: 28    
დღე და ორმეოცი ღამე. ესრეთ ილოცვიდა მხურვალისა გულითა და ცრემლიანისა
Line: 29    
თვალითა: "ეჰა, დამბადებელო ყოველთაო და ყოველთა მოწყალებისა უფსკრულო,
Line: 30    
რომელი ესეოდენ ძლიერ ხარ, რომე ზღვათა შინა დანთქმულთა კაცთა ერთითა
Line: 31    
მცირითა ფიცრითა წამის ყოფითა განარინებ და ღელვათაგან ზღვისათა შეეწევი;
Line: 32    
ფრინველთა ცათა შინა მობუდრად ჰყოფ და მართვეთა გაზდასა შეეწევი.
Line: 33    
ქვასა შინა, მყარსა და ყოვლითურთ შეუსავალსა შინა, ბაყაყსა დაბადებ და
Line: 34    
შიგან მცირესა წყალსა საზრდოდ მისად აღმოადენ. სხვა რომელი
Line: 35    
ათასისგან ვთქვა? ერთი, რომლისა შეყვარებული ვარ მოწყალებითა შენითა, აწ
Line: 36    
ჩემზედაცა მოწყალე იქმენ და მომეც შვილი ერთი, რათა არ დარჩეს
Line: 37    
სამეფო ჩემი უმკვიდროდ". ესევითარი ლოცვა ილოცა, და ვედრება სრული ჰყო,
Line: 38    
გამოვიდა მუნით და შევიდა საწოლსა შინა, განისვენა და დაწვა ქალსა
Line: 39    
მასთანა, რომელმან მოახსენა მეფესა მას და შეაგონა ესე ვითარი
Line: 40    
იგი. მეყვსეულად ბრძანებითა ღვთისათა, სადაფმან შეიწყნარა ცვარი იგი
Line: 41    
მოწყალებისა ღვთისა, და დაორსულდა ქალი იგი.

Line: 42       
ვითარცა სცნა ესე მეფემან და ერთობლივ სამეფომან მისმან,
Line: 43    
ესოდენი სიხარული ეწიათ, რომელ გონებისაგან კაცთასი არ შეიწყნარების
Line: 44    
და არცა აღრიცხვა იქნების. და შესწირეს დიდება დამბადებელსა
Line: 45    
ყოველთასა, განამრავლეს დიდება მის წინაშე.

Line: 46       
ოდეს-სამე გათავდა დრო იგი განწესებული, დაიბადა ყრმა შვენიერი,
Line: 47    
ვითარცა შეგავს ხელმწიფეთა. რა გარდახდა წელიწადი ათი და მოიზარდა ყრმა იგი,
Line: 48    
მოკაზმეს ხელმწიფურისა წესითა და მოიყვანეს წინაშე მეფისა. ვეზირნი,
Line: 49    
ბრძენნი და მუნაჯიბნი იახლნეს და, რა იხილეს ყრმა იგი, უსაზომოდ
Line: 50    
მოიწონეს და განიხარნეს ყოველთა. მაშინ მეფემან უბრძანა:
Line: 51    
"ჩახედეთ საეტლოსა სტროლაბსა, თუ რა ბედისა იყოს ძე ჩემი "-ო.

Line: 52       
მაშინ გამოწვლილებით იკითხეს და გამოიძიეს და მოახსენეს ყრმისა
Line: 53    
მისისა, თუ: "მეფეო, სამახარობლო გვიბოძეთ, რომე გასახარელი
Line: 54    
მოანბენი ვართ თქვენი: ესეოდენი სვიანი და ბედნიერი იქნების ძე
Line: 55    
ესე თქვენი, რომელ არა რომელსა ხელმწიფესა ღისებოდეს: ჯიმშედის
Line: 56    
ბედი და დღეგრძელობა ექნების, საფერი და საკადრისი პირველად შენი და
Line: 57    
მერმე სამეფოსა შენისა იქნების, მაგრამ ერთი განსაცდელი
Line: 58    
მოევლინების ჟამსავე თქვენსა: "სიშურითა ეშმაკისათა სიკვდილისა ძლივს
Line: 59    
მორჩეს"-ო. იამა ხელმწიფესა ვეზირთა და მუნაჯიბთაგან მონახსენები
Line: 60    
მის შვილსა სვიანობა და დღეგრძელობა და მერმე უბრძანა ვეზირთა
Line: 61    
თვისთა:

Line: 62       
"აწვე დრო აქვს ყრმასა ამასა, რათა მოგცე თქვენ და ასწავლოთ
Line: 63    
ყოველივე სიბრძნე, ცნობა და ზნენი სახელმწიფონი." ვითარცა ესმა
Line: 64    
ვეზირთა და მუნაჯიბთა, თქვეს:

Line: 65       
"ხელმწიფეო, ჩვენ არა დავიწყალობებთ სწავლასა მისსა ძისა
Line: 66    
თქვენისასა, მაგრამ დიდი სასჯელი და ტანჯვა აქვს სწავლასა; ღმერთს
Line: 67    
ერთი შვილი მოუცია თქვენთვის და სჯობს, რომ თქვენს წინ გაიზარდოს.
Line: 68    
ამას ასეთი გვარი აგებულობა და ნათესაობა აქვს, რომე ყოვლისა ზნესა
Line: 69    
და სწავლასა თავით თვისით ისწავლის. შენს ნაყოფს რაღა სწავლება უნდა? -ო.

Line: 70       
მეფემან ასე უბრძანა:

Line: 71       
"არ ვირწმუნო სიტყვა ეგე: თეთრი ქორი თუმცა გვარიანია და ყოვეთა
Line: 72    
ქორთა ხელმწიფე არის, მაგრამ, როდესაც დაიჭერენ და კაცთა ხელში
Line: 73    
ჩავარდების, სანამდისინ ნემსით თვალსა არ უკვრენ და მრავალ გზის
Line: 74    
ღამეს არ გაატეხინებენ, და მრა ალ სასჯელს არ მიაპყრობენ, ვერც
Line: 75    
დაამშვიდებენ და ვერცა მურასას იარაღს შეასხმენ, ვერც ხამლსა და
Line: 76    
ტურფასა ჯიღურს გარდააცმენ, ვერც ნებისაებრ ნადირობასა
Line: 77    
დააწყებინებენ. აგრეთვე ოქრო, თუმცა პატიოსანი და ძვირფასი არის,
Line: 78    
მაგრამ სანამდინ ცეცხლშიგან არ შეაგდებენ, არ დაახალისებენ, კვერითა
Line: 79    
არა სცემენ, არ განსჯანდვრენ და მეჭოპოსნენი არ იხმარებენ,
Line: 80    
არც მნათობთა ქალთა ფერხთა სალტედ შეეცმის და არცა ხელმწიფეთა
Line: 81    
ბედნიერთა გვირგვინად დაეხურვის".

Line: 82       
აწე ესე რა ხელმწიფისაგან ბრძანება გაიგონეს, ენა დაუმოკლდათ და
Line: 83    ვეღარა მოახსენეს რა. წაიყვანეს ყრმა იგი და, რაცა რომელნი

Line: 84    
ხელოვნება იცოდენ, ყველანი მას ზედან დაასრულეს.

Line: 85       
ათსა წელიწადს ვერას გულის ხმას ჩააგდეს და ვერცა რა ასწავლეს.
Line: 86    
ოცისა წლისა შეიქნა ყრმა იგი. და დაღონდნენ ვეზირები და მუნაჯიბები.
Line: 87    
ადგნენ, ხელმწიფისა წინაშე მოიყვანეს და ესრეთ მოახსენეს:
Line: 88    
"ხელმწიფეო, ყოველი ზნენი და ხელოვნებანი ჩვენი დავასრულეთ ძესა
Line: 89    
ამასა თქვენსა ზედა და ვერას გზით გული ვერ მოუდრიკეთ, და ვერცა რა
Line: 90    
ვასწავლეთ. აწე ჩვენ დამაშვრალნი ვიქმენით,და ეგების სუმბატ
Line: 91    
აქიმმან ასწავლოს, რამეთუ თვინიერ მის მეტი ღონე არა არის".



Image: 1 
Line: 92    
თიმსარი პირველი. მელა, მაიმუნი და თევზი


Line: 93       
რა სუმბატ აქიმმან ამა ვეზირთა ამბავი გაიგონა, გაიცინა და
Line: 94    
ეგრე უთხრა:

Line: 95       
"ეგრე თქვენი საქმე ამასა ჰგავს, რომე ერთსა დღესა ერთი მელა
Line: 96    
იარებოდა და ნახა, რომ ერთი დიდი თევზი ალაგზე ეგდო. დიაღ იამა და ხელის
Line: 97    
მიყოფა გაბედა. მერმე მისებრად ჭკუას ჩავარდა და თქვა: "ეს თევზი აქ
Line: 98    
რასა იქს? წყალი არ არის და წყლის ნადინარი არ ჩანს, რომ იმისაგან
Line: 99    
დარჩომილ იყოს. სოფელ არსად არის, რომ გავარდნოდეს ვისმე.
Line: 100    
გაუსინჯავად ფათერაკში არ ჩამაგდოსო".

Line: 101       
ის თევზი იქ დააგდო და იწყო სიარული, და ერთი ნიგვზის მჭამელი მაიმუნი
Line: 102    
ნახა, რომე ხესა ზედან იყო. მივიდა, თაყვანი სცა და ფერხთა აკოცა, და
Line: 103    
ესრეთ მოახსენა:

Line: 104       
"ერთობილთ ნადირთ გამომგზავნეს შენს წინაშე და მახარობელი ვარ,
Line: 105    
რომე სრულიად მათი ხელმწიფობა შენ მოგცესო.

Line: 106       
მაიმუნმან აგრე უთხრა:

Line: 107       
"ნადირთ ხელმწიფე ლომი თქმულა. ის როგორ გააგდეს და მე როგორ
Line: 108    
გამახელმწიფესო?"

Line: 109       
მელამ ეგრედ მოახსენა:

Line: 110       
"ლომი ერთობ ბრიყვი და გაუსინჯავი არის და ვისაც ხელად შეიგდებს,
Line: 111    
შესჭამს. იმას ამისთვის გაუორგულდნენ და შენი ბატონობა არჩიეს ამი
Line: 112    
სათვის, რომ კაცის მსგავსებაცა გაქვსო".

Line: 113       
მაიმუნი მოტყუვდა, დაიჯერა და წაჰყვა. წაუძღვა მელა წინა და
Line: 114    
წავიდნენ. მერმე მელამ გზაზე ასრე მოახსენა:

Line: 115       
"ერთი უცხო სახელმწიფო საჭმელი ვიპოვნე, აწე მობრძანდით თქვენა
Line: 116    
და იმას შეექეცითო. "

Line: 117       
გაუძღვა მელი და, საცა თევზი ეგდო, იქ მიიყვანა. მაიმუნმა რა ნახა,
Line: 118    
დიდად იამა და ფიცხლად წააფრინდა. თურმე ბადე იყო გაბმული, მონადირეს
Line: 119    
დაედგა და ახალი ხელმწიფე მაიმუნიც შიგ გაება. მელამ ერთის მხრიდან თევზი
Line: 120    
გაიძვრინა და ჭამა დაუწყო. მაიმუნმა უთხრა:

Line: 121       
"მელო, ეს რა მიყავი, რომე ბადეში ჩამაგდე და შენ სახელმწიფო
Line: 122    
საჭმელს - თევზსა სჭამო!?"

Line: 123       
მელმა ასე უთხრა:

Line: 124       
"ხელმწიფე ერთს ალაგს მჯდომი და ერთს ალაგს მყოფი უნდა იყოს, და
Line: 125    
ყოველი მისი ყმა და მოხელე მისის წყალობით უნდა იზრდებოდესო". აწ, ესე
Line: 126    
საქმე მას ჰგავს, და ქებაც ამისთვის შემასხით, რომე ხელმწიფის შვილი მე
Line: 127    
მომაბაროთ, თვითონ ბადისაგან თავი დაიხსნათ. თქვენგან არც
Line: 128    
უკეთესობას ვღირს ვარ და არც უარესობასა. მითქვამს და კიდეც ესე
Line: 129    
მომიხსენებია.



Image: 2 
Line: 130    
თიმსარი მეორე. მგელი, მელი და აქლემი


Line: 131       
ერთსა ალაგსა ერთი აქლემი, მგელი და მელა იარებოდნენ, და სამთავ
Line: 132    
ერთი პური იპოვეს და თქვეს:

Line: 133       
"რომელიც ერთმანეთზე დღით უფროსნი ვიყოთ, ეს პური იმან
Line: 134    
შეჭამოსო". თქვა მგელმან:

Line: 135       
"ჯერ ღმერთს ადამ არ დეებადებინა, რომე მის წინათ ა(რ)ც მამა
Line: 136    
ჩემი იყო და დედა ჩემმა უმამოდ მშობაო".

Line: 137       
მერე მელა დაემოწმა და ასე უთხრა: "დიახ, მართალი არის სიტყვა
Line: 138    
ეგე შენი. შენ რომ დაიბადე, მე შენს ძეო ბაში სანთლები მეჭირა და
Line: 139    
ვთამაშობდი"-ო.

Line: 140       
რა აქლემმან ესე მათგან გაიგონა, ასე თქვა რომე:

Line: 141       
"ყოველი სული გვხედავს და იცის, თუ რომელი ან ტანად და დღით უფროსნი
Line: 142    
ვართ - როგორც თქვენზე უფროსი ვარ, ისე ეს პურიც ჩემი არისო". წაავლო
Line: 143    
პირი და აქლემმან შეჭამა.

Line: 144       
ისრე ნებითა ღვთისითა ამ ხელმწიფის შვილის საქმე ხელად მე
Line: 145    
ამიღია. ადგა და წამოიყვანა ძე მეფისა და ასე თქვა:

Line: 146       
"ანუ მოვიკლავ თავსა ჩემსა, და ან ვასწავლი რასმეო." და ძე
Line: 147    
მეფისა სუმბატ აქიმმან წაიყვანა სასწავლებლად.


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.