TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
აქა აფთიონ თავის ცოლს სიზმარს ეუბნების.






Strophe: 37_[37] 
Verse: a       აფთიონ ნახა სიზმარი,   -- ზააქს ვერ მოურჩებოდა:
Verse: b       დედოფალ ფრანგის უბრძანა,   ძილშია რაც ზმანებოდა:
Verse: c       "შენ ორსული ხარ ვაჟზედა,   ფრიდონ სახელად ზდებოდა,
Verse: d    და   მთაში გაზარდე, ამ რიგად   არვისგან ეაზრებოდა.






Strophe: 38_[38] 
Verse: a       ეგ ჩემი შვილი მისისხლებს,   პირველად მოჰკლავს ზააქსა.
Verse: b       სხვა გრძნეულსა და დევებსა   არსად გაუშვებს, არ, ავსა.
Verse: c       უმალ ქალაქსა წაართმევს,   კარგ ბედს მოელის, არ ავსა,
Verse: d    და   ჯიმშედის დასაც წაართმევს,   სულ დაიჭირავს სარავსა.






Strophe: 39_[39] 
Verse: a       ზააქს ორმოში ჩააგდებს,   არ გაუპირავს მას კარგსა,
Verse: b       ვამანის მთაში გაგზავნის,   დღეს გაუთენებს მას ავსა,
Verse: c       ერანს და თურანს წაართმევს,   ტახტსა, სარავსა ქალაქსა,
Verse: d    და   გამორჭმულდების, მოიტანს,   -- შენ დღესა ნახავ არ ავსა!






Strophe: 40_[40] 
Verse: a       რა მე მომკვლენ, მასუკანით   შენ გეძებენ მეტად დია.
Verse: b       რა შეიტყო, ფიცხლავ წადი,   შენ იარე ღამე, დია,
Verse: c       მთაში კაცი დაგიხვდების   ღვთის მოყუ̂არე მეტად დია,
Verse: d    და   მას ჯოგი ჰყავს მრავალ-გვარი,   შუ̂ენიერი ტურფა დია.






Strophe: 41_[41] 
Verse: a       ფრანგისრა ესმა ატირდა,   მოსთქუ̂ა ჴმით მშვენიერითა:
Verse: b       "შენ უკან ჩემი სიცოცხლე   დასაწვავია ცეცხლითა.
Verse: c       სოფელსა ყოფნა რად მინდა,   თავსა მოვიკლავ ჴელითა,
Verse: d    და   თუ დამიჯერებ, წავიდეთ,   მთასა მივმართოთ რბენითა".






Strophe: 42_[42] 
Verse: a       აფთიონ თქუ̂ა: "ღვთის ბრძანებას   კაცი შესცვლის იმას ვერა
Verse: b       თუ გათენდა, ჩემი დღენი   მომეშალა, მზისა მზერა,
Verse: c       ვერც ციხე და ვერც მოყუ̂არე   მე დამიხსნის სიკუ̂დილს ვერა,
Verse: d    და   ყოველ კაცზედ გაჩენილა   გარდასახდლად ეს ბეგარა.






Strophe: 43_[43] 
Verse: a       ერთხელ რაზმით კუ̂ლავ შევებმი,   თუ რამ არის ჩემი ღონე,
Verse: b       განგებაა -- დღესაც მამკლავს,   ამის მეტი რამც ვიღონე?
Verse: c       შენ იქ წადი, რომ გასწავლე,   დამიჯერე, გაიგონე,
Verse: d    და   მსახურებდე იმ ღვთის კაცსა,   თავი შენი დაამონე".






Strophe: 44_[44] 
Verse: a       რა ესე თქუ̂ა აფთიონმა,    შეიყარა ფიცხლავ ახლა,
Verse: b       მას ლაშქარი მოეწონა,   ერთობილნი, როგორც ნახა.
Verse: c       შეეკაზმა, ცხენზედ შეჯდა,   ზააქისკენ გზანი ლახა.
Verse: d    და   ზააქს ესმა, მოეგება,   მას იამა, არ იახა.






Strophe: 45_[45] 
Verse: a       ნაღარას ჰკრეს, აირივნეს,   შეუტიეს ერთმანერცა,
Verse: b       ჰკაფენ, ჴოცენ. ერთმანერთსა   არას ღონით არ გაექცა,
Verse: c       შუბი, ლახტი, ჴმალ-ისარი,   იმ დღეს ორსავ ბევრი ეცა.
Verse: d    და   აფთიონი ჩამოაგდეს,   ზეცით რისხვა მას დაეცა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.